როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ყავა: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

© Pixabay / Christophყავა
ყავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბევრი ჩვენგანისთვის ყავის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ასობით მილიონი ადამიანისთვის კი დილა ფინჯანი ყავით იწყება.

ყავა ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, აძლიერებს გონებრივ აქტივობას, პროდუქტიულობასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამძლეობას. ამის მიზეზი კი ყავაში შემავალი კოფეინია. კოფეინი ერთგვარი დოპინგია ჩვენი ორგანიზმისთვის და სწორედ ის გვეხმარება გამოფხიზლებაში, თუმცა მისი მოქმედების გასვლის შემდეგ დაღლილობაც მალე გვეუფლება.

ყავა - Sputnik საქართველო
ყავა სერიოზულ დაავადებებს ებრძვის: მეცნიერთა დასკვნა

დაიმახსოვრეთ! კოფეინის შემცველეობა უფრო მაღალია აპარატის ყავასა და ესპრესო-ყავაში და უფრო ნაკლებია ე.წ. თურქულ ყავასა, ან ხსნადი ფხვნილისა თუ გრანულებისგან მომზადებულ ყავაში. რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული ყავის სორტზე, დამუშავებასა და მომზადებაზეც.

ყავის კოფეინი მომენტალურად ახდენს ზემოქმედებას და მალევე გამოიდევნება ორგანიზმიდან. მისი მიღებიდან 3-5 საათში კოფეინი შარდთან ერთად გამოდის ორგანიზმიდან. ამიტომ, ყავა სწრაფად და მოკლე პერიოდით გვაფხიზლებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0