დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ივნისი

საირმე
საირმე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზაფხულის მზებუდობა 21 ივნისს: ყველაზე გრძელი დღე წელიწადში

დღის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული იქნება. საერთო ენის პოვნა გარშემომყოფებთან ჩვეულებრივზე მეტად გართულდება; ძველ მეგობრებთანაც კი შესაძლებელია უთანხმოებები. განსაკუთრებით გაუჭირდებათ მგრძნობიარე ადამიანებს – მათ ახლა ყველაფერი ტკენს გულს. საბედნიეროდ, ეს დაძაბული პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება, რამდენიმე საათში პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაძლიერდება.

დღის მეორე ნახევარი ბევრად წარმატებული იქნება და ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. ეცადეთ, სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოთ – ასე ხელიდან არ გაუშვებთ შანსს. გარშემომყოფების რჩევები ხშირად არაფრისმომცემია, ხოლო საკუთარი ინტუიცია არ გღალატობთ.

ყველა ახალი ამბავი
0