ზაფხულის მზებუდობა 21 ივნისს: ყველაზე გრძელი დღე წელიწადში

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას გვირჩევენ ასტროლოგები, როგორ ვიმოქმედოთ დღეს, ზაფხულის მზებუდობას – მნიშვნელოვანი ასტროლოგიური და ასტრონომიული მოვლენის დროს, რომელიც ადამიანებზე ყოველ წელს უზარმაზარ გავლენას ახდენს.

ზაფხულის მზებუდობა არის პერიოდი, როცა არის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე. ეს ერთი ჩვეულებრივი დღე არ არის კალენდარში, არამედ არის დრო, როდესაც მთელი ბუნების ენერგია იღვიძებს, რომელსაც ადამიანის ენერგეტიკის განახლება შეუძლია.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ზაფხულის მზებუდობა 2019 წელს 21 ივნისს აღინიშნება და 17 საათზე მეტხანს გაგრძელდება. ამ დღეს მზე ჰორიზონტზე თავის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს და ზენიტში გარკვეული დრო დაჰყოფს. ასტრონომიაში ეს თარიღი ასტრონომიული ზაფხულის დაწყებას ემსახურება.

მზე გადადის კარდინალური კირჩხიბის ნიშანში. ესაა ბუნების აყვავების დრო, მისი პიკი, ყველა სტიქიის – წყლის, ჰაერის, ცეცხლისა და მიწის ჰარმონია.

მიიჩნევენ, რომ ეს არის განსაკუთრებული დღე, როდესაც თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისი ენერგეტიკის გამტკიცება, ნეგატივისგან გაწმენდა და იღბლისა და წარმატების მოზიდვა.

ყველა ახალი ამბავი
0