ზაფხულის „ცხელი" სამი დღე - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება სასიკეთო ცვლილებები

© photo: Sputnik / Igor Zaremboმზე
მზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
13-16 ივნისს მარსს, მერკურისა და სატურნს შორის დაძაბული ასპექტი ყალიბდება, რაც საქმეებში ხარვეზებსა და დაბრკოლებებზე მიუთითებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სანერვიულო გაქვთ - მომავალი აჩვენებს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება სჯობდა.

პლანეტების ამ ასპექტის გამო, შესაძლოა, თქვენი გეგმები ჩავარდეს. ამის შედეგად რამე ახალ საქმეებს მოჰკიდოთ ხელი და იქ მიაღწიოთ წარმატებებს. წვრილმან საქმეებში ამ დაბრკოლებებსა და სხვა რამეზე გადართვის აუცილებლობას ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ; სერიოზული ვითარებებია მოსალოდნელი კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების, შედარებით ნაკლები ხარისხის - ვერძის, ტყუპისა და ქალწულის ცხოვრებაში.

სიყვარული - Sputnik საქართველო
ვნებათაღელვანი სასიყვარულო ფრონტზე: ივნისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კირჩხიბი

ამ დღეებში მტკიცედ განწყობა გექნებათ; გექნებათ მნიშვნელოვანი გეგმები. სწორედ აქ წააწყდებით დაბრკოლებებს, რომელთა გადალახვის ძალა არ შეგწევთ. ეს დაგაფიქრებთ, ჩაეფლობით სოციალურ ქსელებში, გაეცლებით მიმდინარე მოვლენებზე ფიქრს. შესაძლოა, დაინტერესდეთ რელიგიით, ეზოთერიკით, ასტროლოგიით. შემდეგ მიხვდებით, რომ ასე ჯობია, რადგან ამის წყალობით ვერ გაიგებდით მნიშვნელოვან სიახლეებს, ვერ გაიცნობდით საჭირო ადამიანებს და ვერ აღმოაჩენდით მნიშვნელოვან სულიერ ფასეულობებს.

თხის რქა

ამ დღეებში გართულდება ადამიანებთან ურთიერთობები. ვიღაც თქვენს გეგმებს შეუშლის ხელს. დაგეგმილი საქმეების გაკეთების ნაცვლად, ურთიერთობების გამორკვევას დაიწყებთ. ბოლო მომენტამდე ვერ შეიტანთ ეჭვს, რომ ვიღაცას თქვენი გეგმები ხელს უშლის. შესაძლოა, დაბრკოლებები სპონტანურიც იყოს. ამან ხელი არ უნდა შეგიშალოთ, არ უნდა ინერვიულოთ, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. თქვენ საქმეებიდან გადართვას მოინდომებთ, წახვალთ სადმე სტუმრად, სადაც შეიძლება რამე საინტერესო მოხდეს - ეს არ მოცდებოდა, ყველაფერი რომ გეგმის მიხედვით წასულიყო.

პეპელა - Sputnik საქართველო
ვენერა ტყუპის ნიშანში გადადის: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად

თევზები

თქვენი ან სხვისი პრობლემები გეგმების შეცვლას გაიძულებთ. მაგრამ ეს თქვენთვის იქნება არა უსიამოვნებებთან შეჯახება (კეთილი დასასრულით), არამედ შანსი, შემთხვევითობა, ვითარებების გაუთვალისწინებელი იღბლიანი (ან უიღბლო) თანხვედრა. მაგალითად, ვიღაც ვერ შეძლებს სამუშაო გუნდის წარდგენას რამე პრეზენტაციაზე და ამ საქმეს თქვენ მოგანდობენ... მოკლედ, დაიჭირეთ იღბალი და ხელიდან არ გაუშვათ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსი.

ვერძი

შეიცვლება თქვენი სახლთან დაკავშირებული ან საოჯახო გეგმები. იმის გაკეთებას, რაც დაგეგმილი გქონდათ, ვერ შეძლებთ. მაგრამ სანერვიულო არაფერი გაქვთ. ამის ნაცვლად სხვა საქმეს გააკეთებთ და ყველაფერი შესანიშნავად გამოვა. შეგიძლიათ, საერთოდ არ შეუდგეთ სახლის საქმეებს, მაშინ არც პრობლემებს გადააწყდებით. მაგრამ მაშინ ვერც სარგებელს ნახავთ.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

ტყუპი

თუ არ გინდათ ხარვეზებს წააწყდეთ, ამ დღეებში ფინანსურ საქმეებს თავი უნდა აარიდოთ. ან, იქნებ, პირიქით? ამ სფეროში დაბრკოლებებს რომ წააწყდებით, იპოვით შესანიშნავ შემოვლით გზას, რომელიც უფრო მეტ მოგებას (ფულადი ან სხვა სახის) მოგიტანთ, ან გადაერთვებით სხვა საქმეებზე და იქ მიაღწევთ წარმატებებს. და ფინანსურ საქმეებში რომ შეგქმნოდათ პრობლემები, ასე წარმატებით არ აეწყობოდა თქვენი საქმეები.

ქალწული

პრობლემები მეგობრებთან ურთიერთობებში შეგექმნებათ, ან გუნდურ საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული. მაგალითად, ვერ შეთანხმდებით მეგობრებთან ან გართობის, ან რამე ღონისძიებაზე წასვლის შესახებ. მაგრამ ეს დაგროვებული ენერგია, რომელიც ამ ღონისძიებისთვის გქონდათ შემონახული, ხომ უნდა დახარჯოთ? ამიტომ რამე სხვა საქმეს შეეჭიდებით, რომელიც დაგეგმილი არ გქონდათ. საბოლოოდ, ეს წაგადგებათ. თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება, განსაკუთრებით, ადამიანებთან ურთიერთობების კუთხით.

ყველა ახალი ამბავი
0