10:02 21 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2445
  • 100 RUB4.3846
  • USD2.9275
შტრიხ-კოდის სკანირება

რა არის შტრიხ-კოდი და როგორ მივხვდეთ გაყალბებულია თუ არა საქონელი

CC0 / Pixabay
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
მარიამ ბერიძე
168 0 0

ალბათ ყველას გაგვჩენია კითხვა, რას ნიშნავს ნებისმიერ გასაყიდ საქონელზე დატანილი შტრიხ-კოდები, რისთვისაა საჭირო, ან როგორ შევამოწმოთ.

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ შტრიხ-კოდი, ანუ უნივერსალური სასაქონლო კოდი შტრიხებისა და ციფრების საშუალებით ჩაწერილი ინფორმაციაა და მისი მეშვეობით ხდება პროდუქციის იდენტიფიკაცია.

შტრიხ-კოდი სასაქონლო ნუმერაციის ევროპულმა ასოციაციამ (EAN) 1977 წელს შექმნა და, მიუხედავად იმისა, რომ ის ნებაყოფლობითია, თანამედროვე სავაჭრო ფირმები შტრიხ-კოდის გარეშე წარმოებულ საქონელს არ იღებენ. თუ საქონელზე მითითებული არ არის მწარმოებელი ქვეყნის დასახელება და კოდი, ჩნდება ვარაუდი, რომ პროდუქცია უხარისხოა.

EAN ნებისმიერი სახის ნაწარმს ანიჭებს 13-ციფრიან ნომერს, მცირე ზომის ნაწარმზე კი შესაძლოა 8-ციფრიანი შტრიხ-კოდი იყოს დატანილი. უფრო ხშირად გამოიყენება შტრიხკოდი EAN-13. ის შედგება სხვადასხვა სისქის ზოლებისგან და 13 ციფრისგან. მსოფლიოში საქონლის 80% ამ კოდით არის მარკირებული.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით აგიხსნათ, რას ნიშნავს ეტიკეტზე დატანილი თითოეული ციფრი და როგორ შევამოწმოთ, ხომ არ არის საქონელი გაყალბებული.

პროდუქციაზე განთავსებული უნივერსალური სასაქონლო კოდი დაშიფრული სახით ინახავს შემდეგ მონაცემებს:

- შტრიხ-კოდის პირველი ორი, ან სამი ციფრი პროდუქციის ქვეყნის კოდს განსაზღვრავს (მაგ., საქართველოს სანომრე ნიშანი შტრიხ-კოდზე არის 486)

- შემდეგი ხუთი ციფრი - საწარმოს კოდს

- შემდეგი ხუთი ციფრი - საქონლის კოდს, მის სამომხმარებლო თვისებებს, ზომას, წონას, ფერს

- ბოლო ერთი ციფრი - საკონტროლო კოდს.

როგორ გამოვთვალოთ საკონტროლო კოდი

ვთქვათ, გვაქვს შტრიხ-კოდი 9 312345 678907

1. შევაჯამოთ ლუწ ადგილებზე მდგომი ციფრები  

 3+2+4+6+9+0=23

2. მიღებული ჯამი გავამრავლოთ 3-ზე    

 23*3=69

3. შევაჯამოთ კენტ ადგილებზე მდგომი ციფრები (არ ვუმატებთ ბოლო ციფრს) 

 9+1+3+5+7+9=34

4. შევაჯამოთ მეორე და მესამე პუნქტებში მიღებული რიცხვები  

69+34= 103

5. დავტოვოთ ერთეული

103 - ერთეულია 3

6. რიცხვ 10-ს გამოვაკლოთ მეხუთე პუნქტში მიღებული რიცხვი

10-3=7

ეს ციფრი უნდა ემთხვეოდეს შტრიხ-კოდის ბოლო, საკონტროლო ციფრს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელი გაყალბებულია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროდუქციაზე დატანილი შტრიხ-კოდის პირველი ორი ან სამი ციფრი მწარმოებელ ქვეყანას აღნიშნავს.

ქვეყნების შტრიხ-კოდებია:

საფრანგეთი - 300-379, ბულგარეთი - 380, სლოვენია - 383, ხორვატია - 385, ბოსნია-ჰერცეგოვინა - 387, გერმანია - 400-440, რუსეთი - 460-469, ესტონეთი - 474, ლატვია - 475, ლიეტუვა - 477, ბელორუსი - 481, უკრაინა - 482, მოლდოვა - 484, დიდი ბრიტანეთი - 500-509, საბერძნეთი - 520, ალბანეთი - 530, მაკედონია - 531, მალტა - 535, ირლანდია - 539, ლუქსემბურგი - 540-549, ბელგია - 540-549, პორტუგალია - 560, ისლანდია - 569, დანია - 570-579, პოლონეთი - 590, რუმინეთი - 594, უნგრეთი - 599, ფინეთი - 640-649, ნორვეგია - 700-709, შვედეთი - 730-739, შვეიცარია - 760-769, იტალია - 800-839, ესპანეთი - 840-849, სლოვაკეთი - 858, ჩეხეთი - 859, მონტენეგრო - 860, სერბეთი - 860, ნიდერლანდები - 860-879, ავსტრია - 900-919, ფინეთი - 640-649, ისრაელი - 729.

ამერიკის შეერთებული შტატები 000-019, 030-039, 060-139, ყირგიზეთი - 470, აზერბაიჯანი - 476, უზბეკეთი - 478, შრი-ლანკა - 479, ფილიპინები - 480, სომხეთი - 485, საქართველო - 486, ყაზახეთი - 487, ტაჯიკეთი - 488, იაპონია - 490-499, 450-459, ლიბანი - 528, კვიპროსი - 529, ბაჰრეინი - 608, სირია - 621, იორდანია - 625, ირანი - 626, კუვეიტი - 627, საუდის არაბეთი - 628, ჩინეთი - 690-695, ისრაელი - 729, მონღოლეთი - 865, კორეა - 867, თურქეთი - 869, კამბოჯა - 884, ტაილანდი - 885, სინგაპური - 888, ინდოეთი - 890, ვიეტნამი - 893, ინდონეზია - 899, მალაიზია - 955, სამხრეთ აფრიკა - 600-601, განა - 603, სენეგალი - 604, ბაჰრეინი - 608, მავრიკი - 609, მაროკო - 611, ალჟირი - 613, ნიგერია - 615, კენია - 616, კოტ დ'ივუარი - 618, ტუნისი - 619, ტანზანია - 620, სირია - 621, ეგვიპტე - 622, ლიბია - 624, არაბთა გაერთიანებული საამიროები - 629.

 

მთავარი თემები