როგორ დავგეგმოთ ივნისის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

CC0 / Pixabay / მთვარე
მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა

სასარგებლო რეკომენდაციები ყოველი დღისთვის, რომლებიც მთვარეზე დაკვირვების შედეგად არის შედგენილი და მანათობლის ფაზებს, მის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანში განთავსებასა და სხვა ასპექტებს ეყრდნობა, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მთვარის კალენდრის წყალობით შესაძლებელია მოსალოდნელი მოვლენებისთვის შესაბამისი მომზადება, სირთულეებთან გამკლავება და საკუთარი შესაძლებლობების რაციონალური გამოყენება. მთვარე ყოველდღიურად გვაძლევს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის შანსს.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 10-16 ივნისის პერიოდში

ივნისის მეორე დეკადა 17 ივნისამდე მთვარის ზრდის ფაზას ემთხვევა. 17 ივნისს კი სავსემთვარეობა იქნება მშვილდოსნის ნიშანში. მთვარის ფაზების ადამიანებზე გავლენის შესახებ ინფორმაციას გაეცანით აქ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ციურ სხეულებთან დაკავშირებით ამ თვეში ისაა, რომ პლანეტა ვენერა 8 ივნისს ტყუპის თანავარსკვლავედში გადავიდა და იქ 3 ივლისამდე დაჰყოფს. ასეთი განლაგების შედეგად დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი გრძნობების სამყაროში, რომანტიკულ ურთიერთობებში. ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშანი შეიგრძნობს ვენერას ყოვლისმომცველ ენერგიას, რომელიც წყვილებში სიყვარულის მგზნებარე ცეცხლს ააგიზგიზებს, ხოლო მარტოხელებს დიდი ხნის ნანატრ შეხვედრას და შემდეგ ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობებს მოუტანს.

უფრო კონკრეტულად, თუ რას მოუტანს ვენერასა და ტყუპის ტანდემი ზოდიაქოს ნიშნებს, ვის გაუმართლებს - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს აქ.

ყველა ახალი ამბავი
0