კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 13–19 მაისის პერიოდში

© photo: SputnikВесна в Тбилиси - исторический центр города
Весна в Тбилиси - исторический центр города - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ კვირაში მხოლოდ წარმატებებს რომ მიაღწიოთ, გაიმარჯვოთ, ხოლო უიღბლობამ გვერდით ჩაგიაროთ, გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები. ვარსკვლავები გვაფრთხილებენ – ეს კვირა იოლი არ იქნება.

რთული კვირა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ცუდს. ვიღაცას მოუწევს თავის შიშებთან პირისპირ დადგომა, ვიღაცას – ახლობელ ადამიანში ან დასახულ მიზნებში იმედგაცრუება. ეს ნორმალურია, როდესაც ცხოვრებაში ცვლილებები ხდება, თუნდაც უსიამოვნო.

მთვარე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ მაისის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

მთავარია, არ იფიქროთ ცუდზე და უსიამოვნო ადამიანებს თქვენზე ზეგავლენის მოხდენის უფლება არ მისცეთ.

ამ კვირაში ბევრს სხვისი საქმეები უფრო აინტერესებს, ვიდრე საკუთარი, იძლევა რჩევებს, გამოთქვამს აზრს, რომელიც არავის უკითხავს. ეს ყველაფერი ართულებს ურთიერთობებს, სულ უბრალო საკითხების განხილვაც კი შეიძლება კონფლიქტით დასრულდეს.

ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისთვის ეს კვირა მშვიდად ჩაივლის, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ ფორტუნა ცვალებადია. არ გაუშვათ შანსი საკუთარი მიზნების განხორციელებისა, უარი თქვით მეორეხარისხოვან საქმეებზე და მთავარზე გაამახვილეთ ყურადღება.

ყველა ახალი ამბავი
0