როგორ დავიცვათ თავი და ბავშვები ინფექციებისაგან და ვირუსებისგან

CC0 / Pixabay / ბავშვების ვაქცინაცია გრიპზე
ბავშვების ვაქცინაცია გრიპზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ სეზონზე ვირუსული ინფექციების შიშმა პიკს მიაღწია. დარწმუნებული ვარ, ბევრ დედას შიში იპყრობს, როცა გრიპის ვირუსი ახსენდება. თუმცა არსებობს გზები, რაც ჩვენ შვილებს ვირუსისგან თავის დაცვაში დაეხმარება.

რა უნდა ვასწავლოთ შვილებს, როგორ დაიცვან თავი გრიპისგან და როგორ აიცილონ ვირუსული ინფექციები თავიდან, ამაზე „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

© FB / Pikis Saatiთამარ ობგაიძე
როგორ დავიცვათ თავი და ბავშვები ინფექციებისაგან და ვირუსებისგან - Sputnik საქართველო
თამარ ობგაიძე

– ზამთრის სეზონი და გრიპი მუდმივად დაკავშირებული თემებია. წლევანდელი გრიპის სეზონი განსაკუთრებული გამოდგა – იგი კვლავ H1N1 ვირუსითაა გამოწვეული და განსაკუთრებული გადამდებლობით და ხშირად მძიმე მიმდინარეობითა და გართულებებით ხასიათდება.

რადგან გრიპის გართულებები ხშირად ბავშვებს ემუქრებათ, მოდით, ვისაუბროთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ვირუსის თავიდან ასაცილებლად:

პირველ რიგში, ასწავლეთ ბავშვს ხელების ხშირი დაბანა. ამ გზით ინფიცირების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად მცირდება.

გაატანეთ სკოლასა და ბაღში ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცები და ასწავლეთ მათი მომხარება – არა მარტო მოიწმინდონ ცხვირი ხელსახოცით, არამედ აიფარონ ის ცხვირ-პირზე ხველის დროს, გამოყენების შემდეგ კი ხელსახოცი აუცილებლად გადააგდონ.

ასწავლეთ – არ გამოიყენონ სხვისი ნახმარი ხელსახოცი ან პირსახოცი.

მოარიდეთ პატარა იმ ადამიანებთან კონტაქტს, რომელთაც სასუნთქი გზების ინფექცია აქვთ.

შეეცადეთ საკონტაქტო მანძილი აღემატებოდეს 1 მეტრს.

აუხსენით ბავშვს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ტრანსპორტში, სკოლაში, უმჯობესია დამცავი ნიღბის გამოყენება.

ნიღბის გამოყენებას თავისი წესი აქვს – ის სრულად უნდა ფარავდეს ბავშვის ცხვირს და პირს და მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული სახეზე.

აუხსენით, რომ ნიღბის გამოცვლა აუცილებელია ყოველ ორ საათში.

საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
„ღორის გრიპი": ჯანდაცვის მინისტრი მძიმედ დაავადებულ პაციენტებს უმკურნალებს

თუ თქვენ შვილს აქვს გრიპისა და გაციების სიმპტომები, ნუ გაუშვებთ სასაწავლო დაწესებულებაში, ამ გზით მას თავიდან ააცილებთ გართულებებს, ხოლო სხვებს ინფიცირებისგან დაიცავთ.

– იცავს თუ არა ე.წ. ანტივირუსული კრემები, რომლებიც ცხვირის შიგნით წასასმელადაა დანიშნული?

– სამწუხაროდ, არ არის მტკიცებულებები, რომ ამ კრემებით ნესტოებამოვსებული ბავშვი გრიპით ავად არ გახდება.

– კიდევ ერთი საკითხი – დაგვიცავს თუ არა ე.წ. ანტიბაქტერიული საპნები?

– აშშ-ის წამლისა და სურსათის სააგენტოს მონაცემებით, ამ საპნების დაცვის ხარისხი საეჭვოა. მეტიც, ეს ორგანიზაცია მოგვიწოდებს, საერთოდ უარი ვთქვათ ტრიკლოზანის შემცველი საპნების გამოყენებაზე.

საშიში გრიპი, ანუ როდესაც არავინ გეკარება - Sputnik საქართველო
საშიში გრიპი, ანუ როდესაც არავინ გეკარება

ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა. შეამოწმეთ თქვენი პატარას აცრის სტატუსი და თუ წითელას საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული არ აქვს, ნუ გადადებთ მის ჩატარებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენ პატარებს!

 

ყველა ახალი ამბავი
0