როგორ გავუმკლავდეთ უძილობას – ვისაც ცხვრების თვლა უკვე მოსწყინდა

© Pixabay / 159590მძინარე ქალი
მძინარე ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკის „მარტივია, როცა იცი როგორ“ დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ რჩევებს, როგორ გაუმკლავდეთ ძილის დარღვევებსა და უძილობას.

ჯერ მხოლოდ დილის 9 საათია, თქვენ კი ფეხზე ძლივს დგახართ. საინტერესოა, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა მოასწარით?

ღამე როგორ გაატარეთ? ყველა თქვენი ფრენდი ჩაქრა Facebook-ში, თქვენი პროფილი კი ისევ ანთებული იყო...

ვერ დამაჯერებთ, რომ გიჟური ღამე გქონდათ.

ან კიდევ ცხვრების თვლა არ მოგბეზრდათ? 20, 40, 120, 220... დააძინეთ და დაასვენეთ, პატივცემულო, ეს ცხვრები.

მაინც მინდა გითხრათ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. ძილის დარღვევა თანამედროვეობის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს ძილთან დაკავშირებული ჩივილით.

მასალის შესწავლის შემდეგ ძილი ინფორმაციის უფრო ადვილად დამახსოვრებაში გვეხმარება - Sputnik საქართველო
ძილის დარღვევა – როგორ ვუმკურნალოთ ძილში განვითარებულ სუნთქვით დარღვევებს

ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ზოგიერთისთვის ოთხსაათიანი ძილი სავსებით საკმარისია, ზოგს კი ენერგიის აღსადგენად ცხრასაათიანი ძილი სჭირდება. ძილის საჭიროება ასაკის მიხედვით იცვლება და დაახლოებით 60 წლის შემდეგ მასზე მოთხოვნა თანდათანობით იკლებს.

ძილის ჰიგიენაზე რას იტყვით?

საწოლი გამოიყენეთ მხოლოდ ძილისა და სექსისთვის. ნუ გამოიყენებთ ლოგინს კვებისთვის, ტელევიზორის ყურებისთვის, კითხვისთვის და ა.შ. დაწექით და ადექით ერთსა და იმავე დროს.

დაძინების წინ გაანიავეთ საძინებელი, მაქსიმალურად შემცირეთ ხმაურის და შუქის შეღწევის შესაძლებლობა საძინებელში.

- მოერიდეთ ლურჯი ნათების მქონე მოწყობილობებს – ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი... აღნიშნული ხელს უწყობს ძილის ჰორმონის მელატონინის რაოდენობის შემცირებას, ამცირებს დროული ჩაძინების შანსს და იწვევს გამოღვიძებას.

სატვირთო ავტომობილის მძღოლი - Sputnik საქართველო
თუ საჭესთან ძილი მოგერიათ...

- შეეცადეთ შეწყვიტოთ ფიზიკური დატვირთვა დაძინებამდე ოთხი საათით ადრე.

- არ ივახშმოთ გვიან, საკვებისა და წყლის მიღება უნდა შეწყდეს დაძინებამდე მინიმუმ 2-3 საათით ადრე.

- მოერიდეთ ალკოჰოლის და თამბაქოს მიღებას ძილის წინ, აღნიშნული იწვევს ზედაპირულ ძილს.

- თავი აარიდეთ დღის განმავლობაში თვლემას, მაშინაც კი, როდესაც ძალიან დაღლილი ხართ, რადგან ყოველი საათი, რომელიც დღის განმავლობაში გეძინათ, აკლდება თქვენ ღამის ძილს და არღვევს თქვენ ნორმალურ, ბიოლოგიური ძილ-ღვიძილის რიტმს.

ექიმის დანიშნულების გარეშე საძილე პრეპარატების გამოყენებას ჯობს ისევ ცხვრები ითვალოთ.

- შექმენით ძილის რიტუალი – მოემზადეთ ძილისთვის, შეამცირეთ გონებრივი და ფიზიკური აქტივობა, მოდუნდით, რელაქსაციისთვის შეიძლება გამოიყენოთ სასიამოვნო მუსიკა და სუნთქვითი ვარჯიშები.

მძინარე ბავშვი - Sputnik საქართველო
როგორ დავეხმაროთ ბავშვს ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბებაში

თქვენი უშფოთველი ძილისთვის ხალხური მეთოდიც მზად გვაქვს:

ხალხურ მედიცინას არ მოეპოვება უკეთესი საშუალება უძილობის წინააღმდეგ, ვიდრე 2 ჩაის კოვზი თაფლი, რომელსაც დამატებული აქვს 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. მიიღეთ დღეში სამჯერ.

კარგია რძე და უკეთესია 1 ჭიქა კატაბალახას ძირების ცხელი ნაყენი (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა მდუღარე წყალში 20 წუთი გააჩერეთ). შეიძლება ამოიდოთ ბალიშის ქვეშ ერთი მუჭა სვია. საკმაო რაოდენობით ხახვის მიღება ღამით ასევე იძლევა ღრმა ძილის საშუალებას.

და თუ ვერც ძილის ჰიგიენა და ვერც ხალხური მეთოდი ვერ დაგეხმარათ, რა თქმა უნდა, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს - სომნოლოგს, რათა მოხდეს თქვენი პრობლემის სრულყოფილი შესწავლა-გამოკვლევა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის განსაზღვრა. დროული დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია პრობლემის სრული კონტროლი და, გარკვეულ შემთხვევებში, სრული განკურნებაც.

ძილი ნებისა!

ყველა ახალი ამბავი
0