სადღესასწაულო სუფრა – უგემრიელესი და უმარტივესი მაფინების რეცეპტი

© photo : courtesy of AZZATOტორტი
ტორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველები ცოტა სულსწრაფი ხალხი ვართ და საახალწლო სუფრაზე ფიქრს დეკემბრის დადგომისთანავე ვიწყებთ... ახალი წელი კიდევ უფრო ლამაზი ხდება, როცა სუფრას ლამაზად გაფორმებული ტკბილეული, ნამცხვარი, ტორტი ამშვენებს.

ნამცხვრის სახლ AZZATO-ს კონდიტერი ნანა კანკია გაგიზიარებთ რჩევებს, როგორი ნამცხვრებით დაამშვენოთ საახალწლო სუფრა. ქალბატონი ნანა უგემრიელესი მაფინების რეცეპტსაც გაგანდობთ.

– კონდიტერი – ეს ნიშნავს იყო შენი საქმის პროფესიონალი და იზრუნო ადამინების განწყობაზე. აუცილებელია მომხმარებელს მიაწოდო ხარისხიანი და გემრიელი პროდუქცია იმ ფორმით, რაც დღევანდელ ტექნოლოგიებსა და ახალ მიდგომებს შეესაბამება.

© photo : courtesy of AZZATOტორტი
სადღესასწაულო სუფრა – უგემრიელესი და უმარტივესი მაფინების რეცეპტი - Sputnik საქართველო
ტორტი

– როდის შეისწავლეთ ეს საქმე და რატომ დაინტერესდით?

– ეს საქმე ბავშვობიდანვე მიყვარდა და დროთა განმავლობაში ინტერესი პროფესიად იქცა. საქმიანობის სიყვარული უპირველესად ტკბილეულის სიყვარულმა განაპირობა. დღესაც მახსოვს, როგორ ვეხმარებოდი დედასა და ბებიას ვაშლის ნამცხვრის მომზადებაში, რომელიც დღემდე ჩემ საყვარელ დესერტად რჩება.

– რამდენად საინტერესო და სასიამოვნო სფეროა?

– ეს სფერო არაა მხოლოდ ხელობა, ეს ხელოვნებაცაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და ახალ გზებს გიჩვენებს კონდიტერიაში. ეს არის ქიმიური პროცესების ერთობლიობა, რომელიც ქმნის არომატს, გემოს და ტექსტურას. მნიშვნელოვანია სწორად გქონდეს შედგენილი გრამაჟობა, რათა შეინარჩუნო უცვლელი და ყველასთვის საყვარელი და შენთვის დამახასიათებელი გემო.

© photo : courtesy of AZZATOტორტი
სადღესასწაულო სუფრა – უგემრიელესი და უმარტივესი მაფინების რეცეპტი - Sputnik საქართველო
ტორტი

– რას გრძნობთ, როცა ამდენ „გემრიელობას“ ამზადებთ სრულიად უცხო ადამიანებისთვის?

– ეს საკმაოდ სასიამოვნო და საამაყოცაა, რადგან შენ ხარ იმ პროდუქტის შექმნისა და რეალიზაციის მონაწილე, რაც კომპანიას ასაზრდოებს და აფართოებს. კონდიტერი არის ადამიანი, ვინც ზრუნავს სხვების განწყობაზე, ვინაიდან სასიამოვნო გემო ქმნის სასიამოვნო განწყობას.

–  ალბათ გემოს გარდა დიდ ყურადღებას ანიჭებენ ვიზუალურ მხარესაც.

– დღეს ნაკლებად ტკბილ და ზომიერად დანამულ პროდუქტზეა მოთხოვნა, მეტი ჰაეროვნება და თამამი გადაწყვეტილები შიგთავსის სიჭარბეში. ტორტების ვიზუალი უფრო დაიხვეწა და მინიმალისტური გახდა.

© photo : courtesy of AZZATOტორტი
სადღესასწაულო სუფრა – უგემრიელესი და უმარტივესი მაფინების რეცეპტი - Sputnik საქართველო
ტორტი

– საახალწლო სამზადისი თუ დაიწყეთ, როგორ ტორტებს აცხობთ და რამდენად დიდია მოთხოვნა?

– საახალწლო სამზადისი დიდი ხანია დავიწყეთ და მოხმარებლებს საახალწლო პერიოდში რეგულარულ გაყიდვაში არსებულ 11 დიზაინის ტორტს შევთავაზებთ, რომლის შეკვეთა ჩვენ საიტზეც შეუძლიათ. მოხდა პროდუქციის გამრაველფეროვნება და სამარხვო ასორტიმენტის დამატება, რათა მომხმარებლების მოთხოვნასა და საჭიროებაზე დროულად გვეპასუხა.

– წელს რა ტკბილეულით, როგორი ნამცხვრებით უნდა გავაფორმოთ საახალწლო სუფრა?

– საახალწლო ფერები, რასაც ჩვენ ვიყენებთ, რა თქმა უნდა, არის თეთრი, ცისფერი, წითელი და მწვანე. არაა შეზღუდვა, და რადგან წელს გოჭის წელი მოდის, „აზატომ“ იზრუნა, რომ პატარა მარციპანის გოჭები გამოეყენებინა საახალწლო ტორტების მორთულობაში. თემატური ტორტები ყოველთვის უფრო აცოცხლებს სუფრას, ამიტომ ნაძვის ხეები და პატარა თოვლის ბაბუებიც დავამზადეთ, რომ ოჯახის უფროს წევრებთან ერთად პატარებსაც შევუქმნათ სადღესასწაულო განწყობა.

© photo : courtesy of AZZATOტორტი
სადღესასწაულო სუფრა – უგემრიელესი და უმარტივესი მაფინების რეცეპტი - Sputnik საქართველო
ტორტი

– რაიმე მარტივ რეცეპტს ხომ არ ასწავლით ჩვენ მკითხველს?

– შემიძლია გასწავლოთ „აზატოს“ მაფინების რეცეპტი, რომელიც ყველა პატარას ძალიან მოსწონს:

კარაქი 170 გ.

შაქარი 250 გ.

კვერცხი 4 ც.

ფქვილი 290 გ.

2 ვანილი.

რძე 10 მლ.

ქიშმიში 100 გ.

გამაფხვიერებელი 13 გ.

ეს ყველაფერი ერთად უნდა ავურიოთ და გამოვა ყველაზე ფაფუკი და გემრიელი, ზომიერად მშრალი მაფინები.

 

ყველა ახალი ამბავი
0