არ იცით რა აჩუქოთ საყვარელ ადამიანს? – საშობაო საჩუქრის ხუთი იდეა

CC BY 2.0 / ProFlowers / Christmas pine tree in a houseსაახალწლო საჩუქრები
საახალწლო საჩუქრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლი წლის მოახლოებასთან ერთად გვიჩნდება თავსატეხი – რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს საშობაოდ. ყველა ადამიანი ცდილობს საჩუქარი ორიგინალური, განსხვავებული და ხელმისაწვდომი იყოს.

„Sputnik საქართველო“ შეეცდება დაგეხმაროთ და მოგაწოდოთ იდეები, როგორ გაულამაზოთ ახალი წლის ღამე თქვენ საყვარელ ადამიანს.

Coconut ქოქოსის სანათები

ეს ორიგინალური სანათი, არც მეტი, არც ნაკლები, ქოქოსისგან არის დამზადებული. მისი თითოეული დეტალი ხელით მზადდება და ამიტომაც ინტერიერში თავისი საოცარი ნათებით ქმნის რომანტიკულ გარემოს.
ეს ინოვაციური პროდუქცია ცოტა ხანია რაც შეიქმნა და უკვე ძალიან ბევრი ადამიანის გული დაიპყრო. თუ გსურს გახდე ორიგინალური საჩუქრის ავტორი, მაშინ „ქოქონათის“ პროდუქცია ნამდვილად შენთვისაა.
CİSA / ცისა

მათთვის, ვისთვისაც ყვავილები სიხარულთან და ბედნიერებასთან ასოცირდება, საუკეთესო საჩუქარი იქნება CISA-ს ულამაზესი აქსესუარები, სამოსი, ან თუნდაც ფეხსაცმელი.

თითოეულ ნამუშევარზე გაზაფხულის ფერად-ფერადი ყვავილები, საუცხოო ფორმები „ცისას“ ხელით გადააქვს. მისი შექმნილი ნამუშევრები გულგრილს არავის ტოვებს.

Fresh Fruit • ფრეშ ფრუთი

„ფრეშ ფრუთი“ შექმნილია იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანები გაახაროთ. ის მომხმარებლებს თაიგულების ფართო არჩევანს სთავაზობს. თქვენ წარმოიდგინეთ, თაიგულები როგორც ხილის, ასევე ტკბილეულისა და ყვავილისგან შედგება. შეიძლება თაიგული თქვენი გემოვნებით, კომბინაციით შეიქმნას. კომბინაციები სხვადასხვანაირია, მაგალითად, ხილი და ყვავილი, ყვავილი და ტკბილეული, ტკბილეული და ხილი, ტკბილეული და ვისკი. ეს უკვე თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუმცა, დამერწმუნეთ, მსგავსი საჩუქრით ნამდვილად შეძლებთ ადრესატის გაოცებას.

Woolen Stories

უკვე წლებია მოდიდან არ გადადის და აქტუალობას ინარჩუნებს ნაქსოვი ტანსაცმელი, რომელიც ყველანაირ იმიჯს ერგება და ყველა გემოვნების ადამიანისთვის არის განკუთვნილი. Woolen Stories-ის დახვეწილი, გემოვნებიანი და ფერადი სამოსი იტალიური ბაბინის ძაფებით იქსოვება. ის საუკეთესო საჩუქარი იქნება თქვენი ადრესატისთვის და, დარწმუნებული იყავით, ამისთვის შექებასაც დაიმსახურებთ.

Evoli • ევოლი

სასარგებლო და სურნელოვანი, ხელნაკეთი საპნების ბრენდი „ევოლი“  მათთვისაა შექმნილი, ვისაც ორგანული პროდუქტი იზიდავს. „ევოლის“ საპნები მზადდება მხოლოდ მცენარეულ ზეთებზე და ეთერზეთებზე. არ შეიცავს პარფიუმს და მავნე ქიმიკატებს. ფერთა საოცარი გამა, საუცხოო, მიმზიდველი სურნელი, სასარგებლო თვისებები – ეს მის მიერ შექმნილი პროდუქციის დამახასიათებელი თვისებებია. თქვენი ადრესატი ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩება.

ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0