განათლების კატა-ლოგი, ანუ (თითქმის) ყველაფერი განათლების შესახებ ერთ სივრცეში

© photo: courtesy of Education Catalogკატალოგის ავტორი- გიორგი ბეკოშვილი
კატალოგის ავტორი- გიორგი ბეკოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერნეტ-განათლება 21-ე საუკუნეში ცოდნის მიღების საკმაოდ გავრცელებული გზა გახდა. სხვადასხვა შემეცნებითი გვერდების არსებობა ბევრად აადვილებს ჩვენთვის აუცილებელი ინფორმაციის მიღებას.

ამ თვალსაზრისით თქვენთვის ალბათ საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ ქართულ ინტერნეტ-სივრცეს მიემატა EduCat.ge, ანუ განათლების კატალოგი, რომელიც სასწავლო კურსების პორტალს წარმოადგენს. როგორც მისმა ავტორმა გიორგი ბეკოშვილმა გვაცნობა, იდეა წარმოიშვა ბაზრის ანალიზიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ, მართალია, არსებობს შერეული ელექტრონული პორტალები, მაგრამ მათ განათლება დამატებით სერვისად აქვს. კონკრეტულად განათლებაზე ფოკუსირებული კი არც ერთი მათგანი არ არის.

© photo: courtesy of Giorgi Bekoshviliგიორგი ბეკოშვილი
განათლების კატა-ლოგი, ანუ (თითქმის) ყველაფერი განათლების შესახებ ერთ სივრცეში - Sputnik საქართველო
გიორგი ბეკოშვილი

– გიორგი, გულწრფელად გეტყვით, რომ პირველ რიგში, ორიგინალურმა ლოგომ და სახელწოდებამ მიიქცია ყურადღება...

– მოგეხსენებათ, განათლების კატალოგი ინგლისურად არის - Education Catalog და განათლების შემოკლებულ ვერსიად გამოიყენება edu. იმისათვის, რომ ჰქონოდა კარგი ჟღერადობაც, ყოფილიყო სიმბოლური და web–დომენიც ადვილად დასაწერი გამოსულიყო, Catalog-იც შევამოკლე და გამოვიდა EduCat. რადგან Cat ასევე ნიშნავს კატასაც და როგორც ცხოველი ბევრის, ხოლო როგორც ანიმაციური გმირი, ალბათ, ყველას საყვარელი ცხოველია, დავხატე განათლებული კატა.

მინდორი - Sputnik საქართველო
სოფლის მეურნეობის უფასო აგრო-ბაზარი „მამული“ ქართველი ფერმერებისთვის

– რა პრიორიტეტი აქვს თქვენ საიტს?

– აქ ნებისმიერს შეუძლია რეგისტრაცია და საკუთარი განცხადების უფასოდ დამატება. ნოემბრიდან ექნება პრემიუმ-ვერსიებიც, ანუ განცხადებების ფასიანი დაწინაურება, მაგრამ თავად განცხადების დამატება ყოველთვის უფასოა. ჩვენი უპირატესობა–უნიკალურობა შემდეგშია: რეპეტიტორებს, მასწავლებლებს, ტრენერებს, სასწავლო ცენტრებს აქვთ თანაბარი შესაძლებლობა უფასოდ განათავსონ შეუზღუდავი რაოდენობის განცხადებები და, რაც მთავარია, რუკაზე მონიშნონ საკუთარი განცხადების ადგილი. ეს მათ დაეხმარება ახლოს მცხოვრები/მომუშავე პოტენციური მსმენელის მოზიდვაში, რადგან ხშირია შემთხვევები, რომ მეზობლად მდებარე და მცხოვრები რეპეტიტორის შესახებ არაფერი იციან და მოსამზადებლად შორს მიდიან. ეს ძალიან დამღლელია განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის და აბიტურიენტებისთვის. დასაქმებული ადამიანებისთვის კი დროის დაკარგვა. ამიტომ ნებისმიერს შეუძლია განათავსოს განცხადება და ადგილმდებარეობა და „გუგლის“ ჩაშენებული რუკის დახმარებით საკუთარი კორპუსიც კი მიუთითოს. ასევე კატალოგს აქვს დეტალური ფილტრი, რომლის საშუალებითაც განმცხადებლებს შეუძლიათ მეტი ილუსტრირებისთვის ლინკით ჩასვან ვიდეო და, რაც მნიშვნელოვანია, განცხადების პოტენციური ვიზიტორებისგან პირდაპირ საიტიდან მიიღონ წერილი ელ-ფოსტის საკონტაქტო ფორმის დახმარებით. არსებობს მომხმარებლის გარკვეული კატეგორია, რომელსაც არ შეუძლია, რომ განცხადებაზე მეტი დეტალის გასაცნობად მიმართოს სატელეფონო ზარს და ძირითადად პირადი მიმოწერით და კომენტარებით შემოიფარგლება. ეს კი საშუალებას აძლევს მას, რომ განცხადების ავტორს მაილზე პირადად დაეკონტაქტოს.

CC0 / Pixabay / ბავშვები წიგნს კითხულობენ
განათლების კატა-ლოგი, ანუ (თითქმის) ყველაფერი განათლების შესახებ ერთ სივრცეში - Sputnik საქართველო
ბავშვები წიგნს კითხულობენ

– რადგან განათლებაზეა ორიენტირებული, სამომავლოდ რაიმე შემეცნებითი ხასიათის სერვისი თუ არის გათვალისწინებული? 

– დიახ, ჯერჯერობით დამატებით სერვისად ატვირთულია ელექტრონული წიგნების ბაზა. ხშირ შემთხვევაში დასაქმებული ადამიანების კატეგორიას უჩნდება სურვილი გარკვეული პროფესიული წიგნების დახმარებით გაიმყაროს საკუთარი კვალიფიკაციის თეორიული ასპექტები. ეს სოციალურ ქსელში ხშირად იკვეთება. ბიზნესის ადმინისტრირების გარკვეულ მასალას უკვე ვფლობ და ჩვენ ბიბლიოთეკას ესეც დაემატება. ამის შემდგომ კი გამოვიყენებ სტიმულირების მეთოდებს. მაგალითად, ბაზაში არარსებული წიგნის დამატებისთვის მომხმარებლის განცხადებას დავაწინაურებ ერთი კვირით, რაც გაამდიდრებს ჩვენ ბიბლიოთეკას ვიზიტორების სასარგებლოდ.

– დღეს ძალიან აქტუალურია თამაშის ფორმით ცოდნის მიღების გზა... 

– რა თქმა უნდა, EduCat საკუთარი ბრენდის სახელითაც შემოგვთავაზებს გარკვეულ თამაშებსა და ვიქტორინებს, რაც მომხმარებლის საგანმანათლებლო მოტივაციას და ერთგვარ „ინტელექტუალურ აზარტს“ უფრო გაზრდის. გასართობი საგანმანათლებლო თამაშების და ონლაინ-ტესტების შექმნა ხელმისაწვდომია უფრო ცნობილი დაწესებულებებისთვის. მეტიც, ბოლო პერიოდში იკვეთება იმის ტენდენცია, რომ ისინი, ვინც ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას, ცდილობენ ჰქონდეთ საკუთარი მობილური აპლიკაციები საგამოცდოდ, შემეცნებითი მიმართულებით და ა.შ. მათგან განსხვავებით ინდივიდუალურ რეპეტიტორებსა და შედარებით სტარტაპ-ტრენინგ ცენტრებს, როგორც წესი, არ აქვთ ამის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი კატეგორიის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კარგი იქნება მათი შესაძლებლობების შედარებითი დაბალანსება. ეს გულისხმობს იმას, რომ მომავალში მეორე კატეგორიასაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარ დისციპლინაში საგანმანათლებლო სახის თამაშებისა და ტესტებისთვის მოამზადონ გარკვეული საგამოცდო კითხვები/ვიქტორინები. მეორეს მხრივ, მომხმარებელს ეცოდინება ონლაინ–გამოცდის ჩაბარების დროს ვის ეჯიბრება. ეს იქნება EduCat-ის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და დაგვეხმარება ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევაში, რომელიც ემსახურება რეპეტიტორ-მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების ცნობადობის ზრდას.

 

ყველა ახალი ამბავი
0