თუ გსურთ გაიგოთ რატომ გაწუხებთ თავის ტკივილი, გაარკვიეთ ტიპი

CC BY 2.0 / kizzzbeth / Headacheშაკიკი უმეტესად ემოციურ ადამიანებს აწუხებთ
შაკიკი უმეტესად ემოციურ ადამიანებს აწუხებთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია სოფიკო შაგიძე – ნევროლოგი, კლინიკური ნეიროფიზიოლოგი, ნეირორადიოლოგი.

თავის ტკივილი  ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის ადამიანისთვის ნაცნობი მოვლენაა. ჩვენი სხეული უფრო გარკვევით ვერ „გვესაუბრება“. ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი სიგნალი, რომელსაც ორგანიზმი გვიგზავნის, თავის ტკივილია.

როგორი სახის შეიძლება იყოს თავის ტკივილი

თავის ტკივილი შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: პირველადი და მეორეული, ხოლო მიმდინარეობის მიხედვით - მწვავე და ქრონიკული.

პირველადია თავის ტკივილი, არ არის ასოცირებული რაიმე სხვა ტიპის პათოლოგიებთან და მოიცავს შაკიკს, დაძაბვის და კლასტერული ტიპის  თავის ტკივილს. მეორეული თავის ტკივილი გარკვეული პათოლოგიური მდგომარეობაა, მაგ.: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ინფექციური, ენდგოკრინული დაავადებები, ონკოლოგია, სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებით გამოწვეული თავის ტკივილი და სხვა. ზოგიერთი თავის ტკივილი შეიძლება იყოს ნიშანი ინსულტის, ანევრიზმის, სიმსივნის ან ტვინში სისხლჩაქცევის.

პირველადი თავის ტკივილისას კლინიკურად ყველაზე ხშირად გამოვლენილი სახეები

შაკიკი: თავის ტკივილის მორეციდივე, სხვადასხვა ხანგრძლივობის (4-72სთ) შეტევები, ტიპიურ შემთხვევაში ტკივილის ცალმხრივი ლოკალიზაციით, სხვადასხვა ინტენსივობის, მოპულსირე ხასიათის. უარესდება ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს, ახლავს გულისრევა და/ან ღებინება, სინათლის (ფოტოფობია) და ხმაურის (ფონოფობია) შიში.

თავის ტკივილი - Sputnik საქართველო
შაკიკი - გადაუჭრელი პრობლემა - ისე სჭამდა რკინასაო, როგორც ხარი თივასაო

არსებობს ე.წ. შაკიკი აურით - ამ დროს აღნიშნულ კლინიკურ სურათს წინ უძღვის სხვადასხვა ხანგრძლივობის ჩივილი. მაგ: სინათლის ციმციმი, ლაქები მხედველობის ველში, მხედველობის დროებით დაბინდვა/დაკარგვა. კიდურებში, სახის ან სხეულში დაბუჟების, ჩხვლეტის, სისუსტის შეგრძნება, მეტყველების გაძნელება და ა.შ. არსებობს შემთხვევები, როდესაც შაკიკის აურას არ მოყვება თავის ტკივილის განვითარება.

დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი: თავის ტკივილი, უპირატესად ორმხრივი, მოჭერის ან ზეწოლის სახით, მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთი ან დღე. ნაკლებად ზღუდავს თქვენს რუტინულ ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას, არ ახლავს გულისრევა და ღებინება.

კლასტერული თავის ტკივილი: ყოველთვის ცალმხრივი, ძლიერი ტკივილის  შეტევები, რომლის დროსაც ტკივილი მოიცავს თვალბურის, შუბლის და საფეთქლის არეებს.  ტკივილის ხანგრძლივობა 15წთ-დან - 3სთ-მდე,  ყოველდღიურად,  რემდენიმე დღის განმავლობაში (მაგ: 7-8 დღე).  შეტევის დროს პაციენტების უმრავლესობა აღელვებული და მოუსვენარია. აღნიშნული ტკივილის შეტევას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები ან  მათი კომბინაცია: გაითვალისიწნეთ რომ აღწერილი სიმპტომები ვლინდება  ცალმხრივად:

მამაკაცი წვიმიან ამინდში - Sputnik საქართველო
10 სატკივარი და ემოციური პრობლემები, ანუ თუ გტკივათ...

- ცრემლდენა

- ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება

- გამონადენი ნესტოდან

- შუბლის და სახის ნახევრის ოფლიანობა

- ქუთუთოს შეშუპება ან დაშავება

- გუგის შევიწროება

უნდა მივმართოთ თუ არა ექიმს თავის ტკივილის დროს?

თანამედროვე მედიცინაში არსებობს თავის ტკივილის მკურნალობის უამრავი საშუალება, როგორც მწვავე შეტევისას ასევე პროფილაქტიკისათვის. თუმცა აღნიშნული მკურნალობა სპეციალისტის მიერ უნდა განისაზღვროს ტკივილის ტიპის შესაბამისად.

თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ თვითნებურად მიღებულმა მედიკამენტებმა შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა, რადგანაც აღნიშნული პრეპარატების ჭარბი და ხშირი გამოყენება თავად აპროვოცირებს თავის ტკივილს. ასევე გახსოვდეთ, რომ  თავის ტკივილი შეიძლება იყოს რომელიმე მძიმე პათოლოგიის გამოვლინება, რაც აუცილებლად მოითხოვს დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

მედიცინა - Sputnik საქართველო
უწამლოდ და ეფექტურად: შაკიკი, მაღალი წნევა, ენურეზი... უმარტივესი მეთოდები

როგორ შეიძლება შევამციროთ თავის ტკივილის განვითარების რისკი, რა შევცვალოთ დღის რეღიმში?

-  დაიცავით ძილ-ღვიძილის რეჟიმი

- გააკოონტროლეთ  და შეძლებისდაგვარად ცვალეთ კისრის და სხეულის პოზა ხანგრძლივი ჯდომის დროს

- მოერიდეთ ალკოჰოლსა (წითელი ღვინო- ხშირად იწვევს შაკიკის შეტევის პროვოცირებას)  და თამბაქოს

- ყურადღება მიაქციეთ დღიურად მიღებული საკვების და სითხის რაოდენობას

- რეკომენდირებულია რეგულარული, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა

- კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას გამოიყენეთ დამცავი ეკრანი ან სათვალეები

- შეძლებისდაგვარად აარიდეთ თავი სტრესულ სიტუცაიებს

- მოერიდეთ მედიკამენტების ჭარბ მოხმარებას. ნებისმიერი მედიკამენტი, რომელსაც თავის ტკივილის სამკურნალოდ იყენებენ: ასპირინი, პარაცეტამოლი, იბუპროფენი, კოდეინი თუ სხვა, – ხანგრძლივი და ხშირი მიღების შემთხვევაში შესაძლოა თვითონვე იქცეს ტკივილის მიზეზად.

სტრესი - Sputnik საქართველო
მთავარი ბარიერი ცხოვრებაში - უარყოფითი ემოციები

საშიშროების ნიშნები - აუცილებლად მიმრთეთ ექიმს:

- თუ თქვენი ჩვეული თავის ტკივილის ხასიათი და ინტენსივობა მკვეთრად შეიცვალა

- ტკივილს ახლავს კისრის კუნთების დაჭიმვა, რიგიდობა (მოძრაობის შეზღუდვა)

- ტკივილს ახლავს გონების დაკარგვა

- პირველადად განვითარებული ძლიერი თავის ტკივილი 50 წლის ასაკიდან და ზემოთ

- „მეხის დაცემის“ მსგავსი, უეცარი და ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც ახლავს სხვა ნევროლოგიური სიმპტომები (მეტყველების გაუარესება, კიდურებში ძალის დაქვეითება და ა.შ.

- როდესაც ტკივილის ინტენსივობა იმატებს პოზის შეცვლასთან დაკავშირებით

- ტრავმის შემდგომ განვითერბული თავის ტკივილი

- ფიზიკური დატვირთვისას უეცრად განვითარებული ძლიერი თავის ტკივილი მზარდი ინტენსივობით.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
ინტელიგენტებო ყველა ქვეყნისა სად ხართ?

თავის ტკივილის მკურნალობა გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს სწორი ცხოვრების რეჟიმს. პრობლემასთან გამკლავებისას დიდი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტურ პროფილაქტიკას, რომელიც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად შევამციროთ მწვავე ტკივილის შეტევების განვითარების შანსი ან სრულად აღმოვფხვრათ ისინი.

თუ თქვენს ყოველდღიურ ფუნქციონირებას აფერხებს თავის ტკივილი, ნუ იქნებით ამ მდგომარეობის  პატიმარი, მიმართეთ ექიმს, დროული დიაგნოზი, სწორი მკურნალობა და პროფილაქტიკური ღონისძიებები საშუალებას მოგცემთ დაძლიოთ ეს პრობლემა. ასევე შეგიძლიათ სახლის პირობებში შეასრულოთ:

- დაწექით, თვალები დახუჭეთ და მოდუნდით

- დალიეთ მეტი სითხე (გაზის გარეშე), ხშირად სპაზმები ორგანიზმის გაუწყლოების გამო აღმოცენდება

სისხლის აქცია - Sputnik საქართველო
მეცნიერები: დედამიწის მოსახლეობის 95% ჯანმრთელი არ არის

- შუბლიდან კეფისკენ, ყურებისკენ, კისრისკენ თავის მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ

- ოთახი კარგად გაანიავეთ ან სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ

- თბილი აბაზანა მიიღეთ. შეგიძლიათ ცხელი შხაპი მიიღოთ – ის თავისა და კისრის კუნთების სპაზმით გამოწვეულ თავის ტკივილს ასუსტებს

- პირსახოცში გახვეული ყინულის კუბიკები შუბლზე, საფეთქლებზე ან კეფაზე 10–15 წუთი დაიდეთ

- მიირთვით თბილი წვნიანი, ფაფა. საკვების არარეგულარულად მიღება ხშირად თავის ტკივილს იწვევს. ეს დაკავშირებულია სისხლში გლუკოზის დონის მერყეობასთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0