როგორ მივიღოთ სასურველი თმის ფერი – გამხელილი საიდუმლო ცნობილი კოლორისტისგან

CC BY-SA 2.0 / Betsy Jons / Non-buzzed hot hair and faces!როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა
როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს, ალბათ, იშვიათად თუ შეხვდებით მანდილოსანს, რომელსაც შეუღებავი, ბუნებრივი თმის ფერი აქვს.

საუკუნეების განმავლობაში ადამიანები სხვადასხვა საშუალებას იყენებდნენ თმის შესაღებად. დღეს არაერთი ფირმის და სახეობის საღებავი შემოდის ქართულ ბაზარზე და, შესაბამისად, საკმაოდ რთულია მათ შორის საუკეთესოს არჩევა.

რამდენად უსაფრთხოა საღებავი თმისთვის, როგორ მივიღოთ სასურველი ფერი და რა ტიპის საღებავი უნდა გამოვიყენოთ თმის შესაღებად, ამის შესახებ კვალიფიცირებული სტილისტი-კოლორისტი ნიკა პლიევი გვესაუბრა.

© photo: courtesy of Nika Plievნიკა პლიევი
როგორ მივიღოთ სასურველი თმის ფერი – გამხელილი საიდუმლო ცნობილი კოლორისტისგან - Sputnik საქართველო
ნიკა პლიევი

— ძალიან პატარა ასაკიდან ვხატავდი. ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა ფერებს. დაახლოებით 14 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ  მიზიდავდა თმებზე სხვადასხვა ინოვაციური ფერების გადატანა. თავიდან მოყვარულის დონეზე დავიწყე მუშაობა, ჯერ მეგობრებს ვუღებავდი თმებს, ახლობლებს და ა.შ., შემდეგ გადავწყვიტე სერიოზულად მივდგომოდი საკითხს და მივიღე შესაბამისი განათლება. უკვე 11 წელია ამ სფეროში ვმოღვაწეობ. როცა შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა დამიგროვდა, ჩამოვაყალიბე ჩემი სტუდია. საქართველოში ყოველთვის იყო ფერების პრობლემა, ამიტომ გადავწყვიტე პირველი ფერების სტუდია მქონოდა, რომელიც მიმართული და ორიენტირებული იქნებოდა ფერებზე. თმაზე ფერის გადატანა ძალიან რთულია, ამიტომ საჭირო იყო შესაბამისი განათლება. არაერთხელ ვიყავი იტალიაში, გავიარე ყველანაირი მასტერ-კლასი, ტრენინგ-კურსი. დღეს ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მხოლოდ ქართველები კი არა, უცხოელებიც ჩამოდიან ჩემთან თმის შესაღებად.

© photo: courtesy of Nika Plievშეღებილი თმა
როგორ მივიღოთ სასურველი თმის ფერი – გამხელილი საიდუმლო ცნობილი კოლორისტისგან - Sputnik საქართველო
შეღებილი თმა

– თმაზე სასურველი ფერის გადატანა დიდი პრობლემაა. ხშირია შემთხვევა, რომ სულ სხვა ფერს ითხოვს მომხმარებელი და სულ სხა ფერზე უღებავს სტილისტი. რა არის ამის მიზეზი, რატომ არის ასეთი გლობალური ეს პრობლემა?

— სამწუხაროდ, ძალიან ბევრ სტილისტს არ აქვს აკადემიური განათლება. საქართველოში რატომღაც არ უყვართ ინვესტიციის ჩადება განათლებაში, ცოდნაში, საკუთარი თავის განვითარებაში. ქიმიური შენაერთები ისეთია, რომ თუ ამაში შესაბამისი განათლება არ გაქვს მიღებული, ვერანაირად ვერ მიაღწევ სასურველ შედეგს. უმრავლესობა პირდაპირ კატალოგის ფერებით მსჯელობს, იღებენ ფერებს და პირდაპირ დებენ თავზე. თქვენ წარმოიდგინეთ, 8500 სეგმენტია გასათვალისწინებელი. თუ ეს ყველაფერი გულდასმით არ იცი, შეუძლებელია სასურველი ფერის მიღება.

რატომღაც უარის თქმა არ შეუძლიათ ქართველ სტილისტებს. უმრავლესობამ არ იცის, მიიღებს თუ არა სასურველ ფერს და ტყუილად ჰპირდება მომხმარებლებს. არაადეკვატურად ხდება კონსულტაცია. ჰპირდებიან, რომ შავი თმიდან პირდაპირ ულტრა–ქერას დასვამენ, რის შემდეგაც აზიანებენ, ან აყვითლებენ თმას და, რა თქმა უნდა, ვერ იღებენ სასურველ შედეგს. როცა იცი, რომ რაღაც არ გამოდის, ადამიანს უნდა შევაგნებინოთ არგუმენტირებულად, რომ მისი თმა ვერ მიიღებს მისთვის სასურველ ფერს.

არის მეორე საკითხი: ერთი და იგივე ნომერი სხვადასხვა თმაზე ერთნაირად არ ჯდება. ხშირად ადამიანებს მოსწონთ სხვისი თმის ფერი და სურთ ზუსტად იმავე ფერზე შეიღებონ თავადაც. ეკითხებიან რა ფირმის და რა ნომრის საღებავით შეიღება თმა, მაგრამ არ იციან, რომ ზუსტად იმავე საღებავით, იმავე ნომრით მსგავს ფერს ვერ მიიღებენ. ყველა თმის სტრუქტურა, პიგმენტი განსხვავებულია და, შესაბამისად, ერთსა და იმავე საღებავს სხვადასხვანაირად იღებს თმა.

© photo: courtesy of Nika Plievშეღებილი თმა
როგორ მივიღოთ სასურველი თმის ფერი – გამხელილი საიდუმლო ცნობილი კოლორისტისგან - Sputnik საქართველო
შეღებილი თმა

– თმაზე უფრო რთულია ფერის გადატანა თუ ტილოზე?

— რა თქმა უნდა, თმაზე. თმაზე სასურველი ფერის გადატანა დამოკიდებულია პიგმენტაციაზე, ანუ გაღიავებაზე. როცა თმის გაღიავება ხდება სწორად და სასურველ ეტაპს მიაღწევს, შემდეგ შეღებილი თმა გამჭვირვალე და ლამაზი გამოვა. ძალიან რთულია თმასთან მუშაობა. დამუშავების დროს დაუდევრობით შესაძლოა თმა დაზიანდეს, დაიწვას და მოკვდეს.

© photo: courtesy of Nika Plievშეღებილი თმა
როგორ მივიღოთ სასურველი თმის ფერი – გამხელილი საიდუმლო ცნობილი კოლორისტისგან - Sputnik საქართველო
შეღებილი თმა

– შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება და დაზიანებული თმის აღდგენა?

— ხშირად მსმენია, რომ თმის დამწვრობის დროს სტილისტებს შეურჩევიათ ძვირადღირებული ნიღაბი, ბალზამი, შამპუნი, მაგრამ რეალურად თუ თმას ფუნქცია აღარ აქვს, დამწვარია და მკვდარია, ის აღდგენას აღარ ექვემდებარება. მას უკვე დამჭერი ფორები მკვდარი აქვს და შეუძლებელია ძვირადღირებული, საუკეთესო ნიღაბიც კი რომ დაიჭიროს და მიიღოს. ბოლო სტადიაში მისულ თმას აუცილებლად სჭირდება შეჭრა. მისი გაჯანსაღება შეუძლებელია.

© photo: courtesy of Nika Plievშეღებილი თმა
როგორ მივიღოთ სასურველი თმის ფერი – გამხელილი საიდუმლო ცნობილი კოლორისტისგან - Sputnik საქართველო
შეღებილი თმა

– ქართულ ბაზარზე რამდენად ხარისხიანი საღებავები შემოდის? ვგულისხმობ პროდუქციას, რომელიც მაღაზიებში, აფთიაქებში და ბაზრობებზე იყიდება.

— ბაზრის პროდუქციას დიდად არ ვენდობი. არაერთი ქარხანა მინახავს, სადაც ძალიან დაბალი ხარისხის მასალით მზადდება პროდუქცია. თუნდაც სახლის პირობებში აპირებდეთ თმის შეღებვას, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ სტილისტთან, შეარჩიოთ პროფესიონალური ხაზის საღებავი და შემდეგ შეიღებოთ სახლში. როდესაც მაღაზიაში ვყიდულობთ პროდუქტს, მას მოჰყვება ექვსპროცენტიანი გამხსნელი, რაც ყოველთვის არ სჭირდება თმას. შესაძლოა კონკრეტულ შემთხვევაში პროცენტ-ნახევრიანი გამხსნელი იყოს საჭირო, რათა უკვე შეღებილი თმა არ დავაზიანოთ. თუ სასურველ გამხსნელში არ გავხსნით საღებავს, ის დაწვავს და გაანადგურებს თმას. ის გამხსნელები, რაც მასმარკეტის საღებავებს მოჰყვება, გათვლილია ნატურალურ თმაზე და შეღებილ თმას აღარ სჭირდება. დამერწმუნეთ, პროფესიონალური ხაზის შეღებვა არც ისეთი ძვირია.

© photo: courtesy of Nika Plievშეღებილი თმა
როგორ მივიღოთ სასურველი თმის ფერი – გამხელილი საიდუმლო ცნობილი კოლორისტისგან - Sputnik საქართველო
შეღებილი თმა

– თმის დაწვის გარდა რა ზიანი შეიძლება მიაყენოს უხარისხო საღებავმა ადამიანის ორგანიზმს?

— ძლიერი პერმანენტული საღებავები, რომლებიც შედარებით იაფი ღირს, საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ექსტრაქტი ქიმიურად შემუშავებულია და ორგანიზმისთვის საზიანო პროდუქტია. მისი შემადგენლობა იმდენად საშიშია, რომ მორევის დროს ჯამში ჩახედვაც არ შეიძლება. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია კანზე, სპაზმი, უარყოფითად იმოქმედოს მხედველობაზე და ა.შ. უნდა შევიძინოთ საღებავი, რომელსაც აწერია, რომ შეიცავს, დავუშვათ, გვირილის ზეთს, ან სხვა რომელიმე მცენარის ზეთს. ანუ, ზეთებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა. ჩემი რეკომენდაციაა, რომ მოერიდოთ იაფფასიან საღებავებს. ფასი პირდაპირ განაპირობებს ხარისხს.

© photo: courtesy of Nika Plievშეღებილი თმა
როგორ მივიღოთ სასურველი თმის ფერი – გამხელილი საიდუმლო ცნობილი კოლორისტისგან - Sputnik საქართველო
შეღებილი თმა

– ფერებთან მიმართებაში რამდენად თამამები არიან დღეს ქართველი ქალბატონები?

— ადრე რაღაც დოგმებში იყვნენ ჩამჯდარი. საბედნიეროდ, დღესდღეობით ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი იღებს სიახლეებს, მოსწონთ განსხვავებული ფერები. ძალიან მიხარია, როცა მოდიან და მეუბნებიან, რომ მენდობიან და მაძლევენ ჩემი ფანტაზიის განხორციელების საშუალებას. თუ ადამიანმა იცის, რომ პროფესიონალთან მიდის, ჯობს მისცეს მას საშუალება – შესაბამისად იმოქმედოს.

© photo: courtesy of Nika Plievშეღებილი თმა
როგორ მივიღოთ სასურველი თმის ფერი – გამხელილი საიდუმლო ცნობილი კოლორისტისგან - Sputnik საქართველო
შეღებილი თმა

– რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც სახლის პირობებში იღებავს თმას?

— შემიძლია ძალიან მარტივი და სასარგებლო რჩევა მივცე მათ. არიან ადამიანები, ვინც ბაზარზე არსებული საღებავით სახლის პირობებში იღებავს თმას ქერად, რაც ძალიან გავრცელებული პრობლემაა საქართველოში. შესაძლებელია ძალიან მარტივი ნიუანსი შეიტანოთ, რომ თმა არ დაზიანდეს: არ შეიძლება ყოველ ჯერზე მთლიან თავზე წაისვათ ეს საღებავი. როცა მასას გააკეთებთ ჯამში, თავდაპირველად წაისვით მხოლოდ ძირებზე, სადაც თმა არის მუქი. შემდეგ ამ მასას ჩაამატეთ ერთი-ორი კოვზი ნიღაბი, ან ბალზამი. ეს საღებავის პროცენტს შეამცირებს და თმაც აღარ დაზიანდება. ამის შემდეგ გააგრძელეთ დარჩენილი თმის შეღებვა. ასე მიიღებთ სასურველ ფერს და თმასაც დაიცავთ დაზიანებისგან. ეს ძალიან სასარგებლო რჩევაა და, იმედია, ყველა გაითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0