ყველაფერი საათის მოვლის შესახებ - რჩევები Arttime-სგან

გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის" სტუმარია კომპანია Arttime-ის მარკეტინგის მენეჯერი ნინო თალაკვაძე.

ბევრი სხვა მექანიკური მოწყობილობისგან განსხვავებით, საათი მუშაობს  მუდმივად. წლების განმავლობაში ერთგულად რომ გემსახუროთ, საჭიროა მისი სწორად მოვლა.

© FB / Nina Talakvadzeნინა თალაკვაძე
ნინა თალაკვაძე - Sputnik საქართველო
ნინა თალაკვაძე

ელემენტის მუშაობის რეზერვი

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ელემენტის მუშაობის რეზერვი მერყეობს 2-დან 5 წლამდე, რაც დამოკიდებილია საათის ტიპზე და იმ ენერგიის რაოდენობაზე, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების შესასრულებლად. ძირითადათ, საათები აღჭურვილია ელემენტის მუშაობის მაჩვენებელი ინდიკატორით. როდესაც პატარა ისარი ოთხ წამიანი ინტერვალით იწყებს გადაადგილებას, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ელემენტი უნდა შეიცვალოს. დაცლილი ელემენტის საათში დატოვება, არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება დაიწყოს ჟონვა და დააზიანოს საათის მექანიზმი. 

ტემპერატურის ცვლილებები

საათი, უნდა მოვარიდოთ, ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს, მაგალითად საუნაში, ან მზეზე ყოფნის შემდეგ, არ არის რეკომენდირებული ცივ წყალში ჩასვლა, ასევე, ექსტრემალურ ტემპერატურებს, 60 გრადუსზე ზემოთ, ან 0 გრადუსზე ქვემოთ.

წყალში ყოფნის დროს, არ ისარგებლოთ ღილაკებით, მაშინაც კი, როდესაც საათი წყალგაუმტარია, რათა თავიდან ავიცილოთ საათში წყლის შეღწევა, ასევე, გაითვალისწინეთ, რომ საქოქი ჩაკეტილი უნდა იყოს. იმისათვის რომ ტყავის სამაჯური დავიცვათ გაცვეთისგან, უნდა მოვარიდოთ წყალთან და ოფლთან კონტაქტს. 

© photo: courtesy of Nina Talakvadzeსაათები
საათები - Sputnik საქართველო
საათები

საათი მოარიდეთ ელექტრონულ მოწყობილობებს

ვინაიდან საათის ძირითადი კომპონენტები მეტალისაგან მზადდება, ბუნებრივია, ისინი განიცდიან მაგნიტური ველის ზემოქმედებას, რამაც შეიძლება გამოიწვის არა მარტო ფუნქციების მოშლა, არამედ საათის გაჩერებაც. ამიტომაც უნდა შევეცადოთ, რომ მოვარიდოთ ელქტრონულ მოწყობილობებს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ წყლის მიმართ მდგრადობა, არ არის მუდმივი მახასიათებელი. მისი ხარისხი მცირდება სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით, ასევე ჰერმეტიულობის დამცავი საფენების ბუნებრივი ცვეთით. ამიტომაც, 2-წლიანი საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ, მნიშვნელოვანია, პერიოდულად საათის შემოწმება წყალგამძლეობაზე, განსაკუთრებით ზღვაზე გამგზავრების წინ. 

რატომ არის აუცილებელი ტექნიკური შემოწმება

საათმა გამართულად რომ იფუნქციონიროს, 4-5 წელიწადში სავალდებულოა მექანიზმის ნაწილების დაზეთვა და გაწმენდა, რადგან დროთა განმავლობაში, დაზეთვის ხარისხი უარესდება, რაც იწვევს ხახუნს და აფერხებს საათის ზუსტ მუშაობას. ამიტომაც ტექნიკური შემოწმება აუცილებელია. საათი უნდა მოვარიდოთ ქიმიკატებს: გამწმენდებს, გამხსნელებს, სუნამოებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს, რადგან ისინი აზიანებენ როგორც საათის კორპუსს, ასევე სამაჯურს. 

საათის მომართვა

საათის მომართვა რეკომენდირებულია მუშაობის რეზერვის დაცლამდე. მექანიკური საათების მომართვა უნდა მოხდეს ყოვედღიურად, საქოქი უნდა დაატრიალოთ საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, გაჩერებამდე. არ შეიძლება გადაჭარბებული ძალის გამოყენება, საათი რომ არ დაზიანდეს. ავტომატური საათები ენერგიას, ხელის მოძრაობისას იღებენ, ამიტომაც მომართვას არ საჭიროებენ. მაგრამ იმ შემთხვევაში,  თუ საათი რამოდენიმე დღის განმავლობაში არ იყო ექსპლუატირებული, საჭიროა ხელით მომართვა. საკმარისია, საქოქით 20 ბრუნის გაკეთება.

თავიდან აიცილეთ ხელით საათის დაყენება 22:00-2:00 საათამდე, რადგან ამ პერიოდში ხდება თარიღის ავტომატურად შეცვლა და თვითმოქმედებამ, შეიძლება საათის მექანიზმის დაზიანება გამოიწვიოს. 

სამაჯურების მოვლა, სად გავხსნათ საათი

მიზანშეწონილია მეტალის, კაუჩუკის სამაჯურების, წყალგაუმტარი კორპუსის კბილის ჯაგრისით გაწმენდა. გამოვიყენოთ საპნიანი წყალი და გავამშრალოთ რბილი ქსოვილით. მარილიან წყალთან შეხებისას კი სავალდებულოა საათის გავლება სუფთა წყალში. საათის გახსნა უნდა მოხდეს მხოლოდ სერტიფიცირებულ სერვის ცენტრში, სადაც დაგხვდებათ მცოდნე ხელოსანი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები სააათების კომპანიებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0