ჯანმრთელობის დაზღვევა – ხელმისაწვდომობა და ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიები

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ერთ-ერთი კლინიკა
თბილისის ერთ-ერთი კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია სადაზღვევო ექსპერტი, ჯანდაცვის მაგისტრი და სადაზღვევო საბროკერო კომპანია „ვაისის“ თანადამფუძნებელი ლაშა ბაკურაძე.

საქართველოში ჯანდაცვის მიმართულებით მოქალაქეების თანხებიდან 10% იხარჯება. აქ გათვალისწინებულია როგორც პირველადი ჯანდაცვის სერვისები, ვიზიტები, ასევე ოპერაციული და პოსტოპერაციული მკურნალობები, დამატებული მედიკამენტები და შემდგომი რეაბილიტაცია.

ჯანმრთელობის დაზღვევა დიდ როლს თამაშობს, რადგან დაზღვეული მოქალაქე ნიშნავს ფინანსურად უფრო დაცულ და შემდგომში თავიდან აცილებულ ბევრ პრობლემას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კერძოდ, 2012 წლამდე სახელმწიფო თანამშრომლობდა კერძო სადაზღვევო კომპანიებთან, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს აძლევდა საშუალებას აერჩიათ მათივე სურვილით რომელ სადაზღვევო კომპანიასთან სურდათ თანამშრომლობა. არჩევის შემდეგ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიას უხდიდა თანხას, რათა შემდგომი ერთი წლის განმავლობაში იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ სადაზღვევო სერვისი, მიეღოთ ეს მომსახურება სრულიად უფასოდ.

ზედმეტი წამლები - Sputnik საქართველო
პოლიფარმაცია - როგორ მოვიქცეთ, როცა ექიმი საჭიროზე მეტ მედიკამენტს გვინიშნავს

2012 წლის შემდეგ დაიწყო მიზნობრივი დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან და კერძო სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობა შეიცვალა და გადავიდა  სახელმწიფოს მართვაში. ამავდროულად მიზნობრივი დაფინანსება გახდა საყოველთაო, ანუ თითოეულ ჩვენგანზე სახელმწიფო ხარჯავს ფულს. აქაც გარკვეული მიზნობრიობა შენარჩუნებულია, მაგალითად: ბავშვებზე, სტუდენტებზე, პენსიონერებზე… აქვე გასათვალისწინებელია ორსული ქალბატონები, რომლებსაც უფინანსდებათ როგორც მშობიარობის ხარჯები, ასევე ვიზიტები ექიმებთან.

საინტერესოა, როგორ მიჰყვება კერძო სადაზღვევო სექტორი და როგორ აინტერესებს იგი მოქალაქეებს გადაიხადოს თანხა იმ სადაზღვევო პაკეტებში, რომელსაც სახელმწიფო გარკვეულწილად ფარავს.

არსებობს სადაზღვევო კომპანიებში ორი მიმართულება:

1. ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიული შეთავაზება;

2. ჯანმრთელობის დაზღვევის საცალო შეთავაზება.

მიხეილ დიაკონიძე - Sputnik საქართველო
ჯანმრთელობის პრობლემები: ვის ვენდოთ ექიმს თუ მედიას

პირველის შემთხვევაში სადაზღევევო კომპანიები ორიენტირებული არიან დააინტერესონ რაც შეიძლება მეტი კომპანია, რომ დააზღვიონ ამ კომპანიებში მომუშავე ადამიანები. ასეთ შეთავაზებას ძირითადად იღებენ ისეთი კომპანიები, სადაც მუშაობს 15 და მეტი თანამშრომელი და სადაც თანამშრომლების მინიმუმ 90% გამოთქვამს დაზღვევის სურვილს.

რიგ შემთხვევებში კომპანიები სრულად უნაზღაურებენ მათ თანამშროლებს სადაზღვევო პაკეტის ღირებულებას, რაც ცალსახად მისასალმებელია და მათ მაღალ კორპორატიულ ეთიკაზე მიუთითებს. რიგ შემთხვევებში ხარჯს იყოფს ერთი მხრივ კომპანია, ხოლო მეორე მხრივ დასაქმებული. არის მესამე შემთხვევაც, როდესაც თანამშრომლები მათი სურვილით ერთიანდებიან, ხოლო კომპანია ადმინისტრირების თვალსაზრისით ეხმარება მათ სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობაში.

ადამიანი და ფსიქიკა - Sputnik საქართველო
სტოკჰოლმის, ლიმას, იერუსალიმის, პარიზის და სხვა სინდრომები - რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ

კორპორატიული სადაზღვევო მომსახურება გამორჩეულია იმით, რომ შედის ისეთი ტიპის დაფარვები, როგორიც არის მედიკამენტოზური მკურნალობა, როგორც ამბულატორიული, ასევე ჰოსპიტალური მომსახურება, სტომატოლოგიური მომსახურება, ორსულობა–მშობიარობა, კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და, ზოგადად, კონტრაქტი ითვალისწინებს ისეთი ტიპის დაფარვებს, როგორიც შეიძლება იყოს უკვე დაზღვევამდე არსებული დაავადებები, რაც სადაზღვევო კომპანიისთვის უკვე დამდგარ ზარალს ნიშნავს, თუმცა თანამშრომლების რაოდენობა და მოზიდული პრემია იძლევა იმის საშუალებას, სადაზღვევო კომპანიამ ჯეროვნად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, ვინაიდან მოზიდული პრემია სადაზღვევო კომპანიებისთვის კორპორატიულ დაზღვევაში არის შედარებით დიდი, და მათ ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ კორპორატიული დაზღევევა წარმოადგენს. აქ, შესაბამისად, მაღალია კონკურენციაც. კონკურენციის პირობებში, ბუნებრივია, რომ მოგებული რჩება მომხმარებელი.

სადაზღევვო პაკეტების ღირებულება იწყება 25 ლარიდან თვეში ერთ ადამიანზე და ლიმიტებისა და თანაგადახდების ფარგლებში იზრდება, კორპორატიული დაზღვევა ასევე ითვალისწინებს საოჯახო დაზღვევასაც, სადაც გათვალისწინებულია მეუღლე და შვილები.

ნარცისების ბაღი - Sputnik საქართველო
ნარცისიზმი, როგორც პიროვნული აშლილობა: როგორ ამოვიცნოთ ნარცისი

საცალო დაზღვევა ნიშნავს, რომ უმუშევარმა ან თვითდასაქმებულმა ადამიანმა შეიძინოს დაზღვევა. 2017 წლის გაზაფხულამდე სადაზღვევო კომპანიებმა ერთგვარად ფეხი აუწყვეს საყოველთაო დაზღვევის პროგრამას, რომელსაც სახელმწიფო გვთავაზობს და მათთან შეთანხმებით გვთავაზობდნენ ერთგავარად დაშენებულ პაკეტებს. მაგალითად, შეგვეძლო მივსულიყავით კერძო სადაზღვევო კომპანიაში, სადაც შევიძენდით საცალო დაზღვევას, რომელიც ფარავდა ამბულატორიულ, სტომატოლოგიურ და მედიკამენტოზურ მკურნალობებს, ხოლო სახელმწიფო გვინაზღაურებდა როგორც გეგმიურ, ასევე გადაუდებელ ჰოსპიტალურ მომსახურებებს.

შესაბამისად, ეს ყოველივე ძალზე მოსახერხებელი იყო მოქალაქეებისთვის და დაახლოებით 15 ათასი ადამიანი სარგებლობდა საცალო დაზღვევის პაკეტით. 2017 წლის გაზაფხულზე სახელმწიფომ შეცვალა მიდგომა და იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე ჰქონდათ დაზღვევა, შეუწყვიტა სალმწიფო სერვისებზე წვდომა. ის პირები კი, ვისაც არ ჰქონდა შეძენილი დაზღვევა, დააყენა არჩევანის წინაშე: ან შეეძინათ დაზღვევა და მათ შეეზღუდებოდათ ხელმისაწვდომობა სახლმწიფო სერვისებზე, ან დარჩენილიყვნენ საყოვალთაო დაზღვევის მომხმარებლები.

სახუმარო ნახატი ორსულის მუცელზე - Sputnik საქართველო
ორსულობა და მშობიარობა: რას ნიშნავს სრულფასოვანი მშობლის სტატუსი

აღმოჩნდა, რომ საყოველთაო დაზღვევის სერვისით სარგებლობენ ის ადამიანები, ვინც აქამდეც სარგებლობდა, ხოლო კერძო სადაზღვევო კომპანიებს საცალო დაზღვევის ნაწილში კლიენტების რაოდენობა შეუმცირდათ, რაც, ბუნებრივია, აისახა პროდუქტებზეც, გამოიწვია მათი ფასების ზრდა რიგ შემთხვევაში, რიგ შემთხვევაში კი პროდუქტების გაუარესება, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი საერთოდ გაუქმდა ეს მიმართულება სადაზღვევო კომპანიებში, რამაც თანამშრომლების შემცირებაც კი გამოიწვია.

ამ სვლით ყველაზე წაგებული დარჩა იმ ადამიანთა ჯგუფი, ვინც არის თვითდასაქმებული და ასეთების რაოდენობა ძალიან ბევრია საქართველოში, ასევე ის ადამიანები, ვინც მუშაობენ შედარებით მცირე ზომის კომპანიებში, ან ის ადამიანები, ვინც საერთოდ არ არის დასაქმებული.

სადაზღვევო კომპანიებს ჰყავთ მათი მარეგულირებელი ზემდგომი სახელმწიფო ორგანო, რომელიც კვარტალში ერთხელ გვამცნობს, თუ რა ხდება ზოგადად სადაზღვევო ბაზარზე, რომელი კომპანიები ლიდერობენ ამა თუ იმ მიმართულებით და ა.შ.

ნათია ქოიავა - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: როგორ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ნდობა ურთიერთობებში

ვისაც ციფრები უყვარს, საიტზე შესაძლებელია ხილვა, როგორ ვითარდებოდა ზოგადად ქართული სადაზღვევო ბაზარი და რამდენად წარმატებული იყო სახელმწიფოს მხრიდან ესა თუ ის ქმედება უკვე ასახული ციფრებში…

დღეს ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტების შეძენა შესაძლებელია შემდეგ კომპანიებში:
ჯიპიაი ჰოლდინგი — როგორც კორპორატიული, ასევე საცალო
გლობალ ბენეფიტ ჯორჯია — როგორც კორპორატიული, ასევე საცალო
არდი — როგორც კორპორატიული, ასევე საცალო
უნისონი — როგორც კორპორატიული, ასევე საცალო
ალფა — კორპორატიული
იმედი L  — კორპორატიული
პრაიმ დაზღვევა — კორპორატიული
პსპ დაზღვევა  — კორპორატიული
ირაო — კორპორატიული
აისი ჯგუფი — კორპორატიული
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი — კორპორატიული.

ყველა ახალი ამბავი
0