როგორ დავიცვათ თავი Facebook-ზე არასასურველი ინფორმაციისა და შანტაჟისაგან

CC0 / Foter / Facebook-ის მომხმარებელი
Facebook-ის მომხმარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებობს ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნებასაც სოციალური ქსელები კრძალავენ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნე სოციალური მედიის ეპოქაა. დედამიწის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ჩართულია სოციალურ ქსელში, უკავშირდებიან მეგობრებს, ავრცელებენ ინფორმაციას, გამოხატავენ და აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.

დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ ვირტუალური სივრცე რეალურის ალტერნატიული სამყარო გახდა: აქ ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ, იკარგება გარე კონტაქტები, წყდებიან რეალურ სამყაროს. მეორე მხრივ კი, სოციალურმა ქსელებმა საზოგადოების ცხოვრება უფრო საინტერესო, ხალისიანი და ადვილად აღსაქმელი გახადა.

Facebook-ი, რომელიც 2004 წელს გაჩნდა, მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელია. რიცხვებით რომ ვიმსჯელოთ, 2018 წლის იანვრის მონაცემებით, Facebook-ს 2.2 მლრდ აქტიური მომხმარებელი ჰყავს (მეორე ადგილზეა Youtube 1.9 მლრდ მომხმარებლით). Facebook-ი ქვეყანა რომ იყოს, იგი მსოფლიოში პირველი იქნებოდა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. გასულ წელს კი მისმა შემოსავალმა 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

CC0 / Foter / Facebook-ის მომხმარებელი
როგორ დავიცვათ თავი Facebook-ზე არასასურველი ინფორმაციისა და შანტაჟისაგან - Sputnik საქართველო
Facebook-ის მომხმარებელი

სხვა რისკებთან ერთად, სოციალური ქსელების აქტიურად გამოყენებისას თავს იჩენს იმის საშიშროებაც, რომ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ფართო მასებისთვის გახდეს ცნობილი, ანუ პერსონალური მონაცემები სათანადოდ არ იყოს დაცული.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს, თუ როგორ მოსთხოვონ Facebook-ის ადმინისტრაციას ისეთი ფოტოს,  ვიდეოს, ან ინფორმაციის წაშლა, რომელიც მათთვის არასასურველია და არღვევს სოციალური ქსელის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

Facebook - Sputnik საქართველო
Facebook-ი „ვირტუალური რეალობის“ შექმნაზე იწყებს მუშაობას

ჯერ განვიხილოთ, რა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებას კრძლავს სოციალური ქსელები.  გამოქვეყნებული ინფორმაცია არ უნდა იყოს:

1. საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი

2. ძალადობის შინაარსის შემცველი

3. ისეთი შინაარსის შემცველი, რომელიც სხვების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს (მაგ., სიშიშვლე, სიძულვილის შემცველი ტექსტი, რომელიც მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ, ეწევა მათ დისკრიმინაციას რელიგიური მრწამსიდან, ეთნიკური და ეროვნული კუთვნილებიდან, სქესობრივი ცხოვრებიდან, ასაკიდან, ან შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე).

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
ზარები პაპუა-ახალი გვინეადან: თაღლითობის ახალი სახეობა

თუ Facebook-ზე განთავსებული ფოტო, ან ვიდეო არღვევს თქვენი, ან თქვენი შვილის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, უნდა შეავსოთ განაცხადი ბმულზე https://www.facebook.com/help/contact/144059062408922.
იმ შემთხვევაში კი, თუ გემუქრებიან და გაშანტაჟებენ, რომ გამოგიქვეყნებენ ისეთ ინფორმაციას, ან პირად ფოტოებს, ვიდეოს და მიმოწერას,  რომელიც თქვენ უფლებებს ლახავს, გააკეთეთ განაცხადი ბმულზე
https://www.facebook.com/help/contact/567360146613371

და, მაინც, ვიდრე Facebook-ის ადმინისტრაციას მიმართავდეთ, ეცადეთ, თავადვე არ გამოაქვეყნოთ ისეთი პირადი ინფორმაცია, როგორიცაა დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ადგილმდებარეობა, პირადობისა და მართვის მოწმობის ფოტოები, სამოგზაურო გეგმები, შვილების ფოტოები და ინფორმაცია მათ შესახებ, საბანკო ანგარიშის ნომერი... და, ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: არასოდეს გამოაქვეყნოთ მოსაზრება თქვენი უფროსის შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0