ჯანმრთელობის პრობლემები: ვის ვენდოთ ექიმს თუ მედიას

© photo: courtesy of Mikheil Diakonidzeმიხეილ დიაკონიძე
მიხეილ დიაკონიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის" სტუმარია დიპლომირებული მედიკოსი და ჯანდაცვის მაგისტრი მიხეილ დიაკონიძე.

თანამედროვე მსოფლიოში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოსახლეობის ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობითი ქცევის საკითხებს. ეს გამოიხატება სატელევიზო გადაცემების სიმრავლეში, მოწოდებულ კომპეტენტურ ინფორმაციებში, საჯარო ლექციებში, სამედიცინო გამოცემებსა და სხვა მრავალ საინფორმაციო კამპანიაში.

ტელევიზია მასობრივი ინფორმაციის ყველაზე პოპულარული საშუალებაა და ხშირ შემთხვევაში ადამიანები სინამდვილეს აღიქვამენ ისე, როგორც ეს ტელევიზიით გადმოიცემა.

სოციალურმა მედიამ 21-ე საუკუნეში სრული გადატრიალება მოახდინა. საინფორმაციო  მასმედიის გავლენას უფრო აქტუალურს ხდის საქართველოში დამკვიდრებული მავნე ტრადიცია, რაც გამოიხატება  „ექიმის დანიშნულების გარეშე - თვითმკურნალობის“ სახით, რომლის უდიდესი ნაწილს მოსახლეობა სწორედაც რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებითა და თანამოქალაქეების რჩევით წყვეტენ.

ნათია ქოიავა - Sputnik საქართველო
დროის მენეჯმენტი – როგორ „ჩავეტიოთ დროში“

მნიშვნელოვანია: რა ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას?! ვინ არის ამ ინფორმაციის მომწოდებელი?! და რა ფორმით ხდება ინფორმაციის მიწოდება (იგულისხმება ის თუ რამდენად სწორად და ადვილად აღსაქმელია ესა თუ ის ინფორმაცია). ასევე საინტერესოა  იმ რესპონდენტთა ნაწილი ვინც ექიმთან ვიზიტის წინ ან შემდეგ ეცნობა მასმედიითა და სოციალური მედიით სამედიცინო ინფორმაციებს. 

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მესამე მუხლში ჯანმრთელობის განმტკიცების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად საგანმანათლებლო ფაქტორს ასახელებს, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური, ეკონომიკური, გარემოს და პროფესიული  ფაქტორების კომპლექსი. ეს კანონი მრავლად მოიცავს სხვადასხვა დაავადებათა პრევენციის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამებს.

მოწევა კლავს - Sputnik საქართველო
მოწევა კლავს! – როგორ დავანებოთ თამბაქოს მოწევას თავი

 განათლების რამდენიმე კატეგორია

UNESCO და UNICEF-ი  განათლებას რამდენიმე კატეგორიად ჰყოფენ: „ფორმალური განათლება“, „არაფორმალური განათლება“ და „შემთხვევითი განათლება“. ფორმალურ განათლებაში მოიაზრება სასწავლებლებში მიღებული განათლება. არაფორმალური განათლება მოიცავს ე.წ. კლასგარეშე განათლებას, რომლის მიღების საშუალება სხვადასხვა წყაროებია. შემთხვევითი განათლება არ არის მიზანმიმართული რაიმეს შეცნობისაკენ, ის თავისთავად ხდება. მათ შორის განსხვავება ადამიანის დამოკიდებულებით, სწავლების პირობებითა და ლოკალიზაციით განისაზღვრება. მედიის ზეგავლენით მოსახლეობის განათლება უპირატესად შემთხვევით განათლებას ემყარება.

როდის წყვეტს მოსახლეობა მასმედიისა და სოციალური მედიის საშუალებით მოძებნოს სამედიცინო ინფორმაცია, ექიმთან ვიზიტის წინ თუ შემდეგ?! აქ პასუხი განსხვავებულია სქესთა და სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებს შორის. ახალგაზრდა მამაკაცების 37% ინფორმაციას ექიმთან ვიზიტის წინ ეცნობა, ხოლო ახალგაზრდა ქალების 20% ამას ექიმთან კონსულტაციის შემდეგ აკეთებს, დანარჩენი ნაწილი - ექიმთან წასვლამდე და ვიზიტის შემდეგაც.

ნარცისების ბაღი - Sputnik საქართველო
ნარცისიზმი, როგორც პიროვნული აშლილობა: როგორ ამოვიცნოთ ნარცისი

მოსახლეობის მესამედი სამედიცინო საიტებსა და მედიას იმ მიზნით იყენებს, რომ გადაწყვიტოს რომელ ექიმთან გაიაროს კონსულტაცია. დაახლოებით 60% ამას ახლობლების რჩევით აკეთბს.

შედეგები გვიჩვენებ, რომ მასმედია და ინტერნეტი მომხმარებალთა ყველა ჯგუფისათვის მნიშვნელოვან საინფორმაციო საშუალებას წარმოადგენენ ჯანდაცვის სექტორში. მიუხედავად ამისა არ იცვლება ექიმისადმი დამოკიდებულება. მომხმარებელი ჯერ კიდევ უპირატესობას ექიმს ანიჭებს. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მომხმარებელთა განათლების დონე, სხვადასხვა სტატიებით, ინტერაქტივებითა და თუნდაც ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით, იზრდება.

ირმა კვაჭაძე - Sputnik საქართველო
ემოციური გადაწვის სინდრომი, ანუ სულიერი გადაღლა: რჩევები ფსიქოლოგისგან

 მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა

მედია მნიშვნელოვანი რგოლია სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით და ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჯანდაცვის და მედიცინის სფეროში ამბების მომზადება სავალდებულოა „მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის“ საშუალებით. საზოგადოებისათვის მიუხედავად სატელევიზიო არხისა, მიწოდებული ინფორმაცია, აღიქმება როგორც  ყველაზე სანდო წყაროდან  მიღებული ჯანმრთელობის საკითხები. ეს საკითხები განსაკუთრებით მწვავედ იდგა ისეთი კრიზისისას, როგორიცაა მაგალითად ღორის  გრიპის პანდემია. ასეთ შემთხვევაში დარტყმის უფლება საინფორმაციო მოედანზე გადამწყვეტ როლს თამაშობს, რათა სწრაფად იქნას მიღებული პრევენციის ზომები.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ჰიპერმზრუნველობა ანუ „მახრჩობელა მშობელი" - შეცდომები ბავშვის აღზრდისას

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საიტები ყველაზე მოთხოვნად საიტად სახელდება გერმანიაში გამოკითხულთა მიერ. რაც განსაკუთრებით შესამჩნევია, მომხმარებელთა უმეტესობა ახალგაზრა ასაკის წარმომადგენლები არიან. ყველაზე მეტად კი მომხმარებელი სამი თემით ინტერესდებოდა: სიმსივნე, ალტერნატიული მკურნალობა და დიეტა. 

ინტერნეტისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების შესაძლებლობამ დიდი ზეგავლენა მოახდინა პაციენტისა და ექიმის ურთიერთობაზე. პაციენტები ირჩევენ ინტერნეტით მიღებულ რჩევას, რადგან უფრო სწრაფი, იაფი და მარტივია, მაგრამ არავინ ეჭვდება მათ სისწორეში.  სპეციალისტების პოპულარობა არ იკლებს მოსახლეობის მეორე ნაწილში, რადგან საზოგადოება მათ მიმართ უფრო მეტ ნდობას იწვევს და ურჩევნია ექიმთან უშუალო შეხება ჰქონდეს, რადგან ასეთ ურთიერთობას უფრო ჰუმანურად აღიქვამს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ავტორი ხაზს უსვამს თვითმკურნალობაა. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ დიდ ზეგავლენას რეკლამები და სხვადასხვა თავბრუდამხვევი ლოზუნგები ახდენენ. მედიაკმენტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, პირველ ადგილს ტკივილგამაყუჩებლები იკავებენ. წნევის მარეგულირებელი წამლები კი თვითნებურად გამოყენებული მედიკამენტების სიაში მეორე ადგილს იკავებენ.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ბავშვთა სქესობრივი აღზრდა და მასთან დაკავშირებული სირთულეები – საუბრობს ფსიქოლოგი

არსებობს ერთი მარტივი დასკვნა: იმისათვის რომ მასმედიამ თავისი როლი შეასრულოს მოსახლეობის ჯანმრთელობით განათლებაში და შესაბამისად გაუმჯობესებაში, პირველ რიგში აუცილებელია თავად მასმედიის წარმომადგენლებისთვის მეტი საგანმანათლებლო ტრენინგი რათა სწორად, დროულად და ხარისხიანად მოხდეს მოსახლეობისთვის სამედიცინო ინფორმაციის მიწოდება და რაც მთავარია ეს ყველაფერი მოხდეს ადვილად აღქმად ენაზე. მოსახლეობამ კი შეასრულოს ჟურნალისტის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა - „გადამოწმების დისციპლინა“ და ბრმად არ მიენდოს ინტერნეტში გავრცელებულ მასალებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0