ფსიქოლოგი: როგორ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ნდობა ურთიერთობებში

© FB / Natia Koiavaნათია ქოიავა
ნათია ქოიავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია საჯარო მმართველობის დოქტორი, NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ასოცირებული პროფესორი, ლიდერობისა და პიროვნული განვითარების ტრენერი ნათია ქოიავა.

ნათია ქოიავა კონსულტაციას უწევს ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ პირებს კომპლექსების მოხსნის, დაბალი თვითშეფასების დაძლევის, წარმატების მიღწევის, დროის მენეჯმენტის, ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის საკითხებში. დღეს კი ტრენერი ისაუბრებს თუ როგორ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ნდობა ურთიერთობებში.

ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა ნდობაზეა დამყარებული, ურთიერთობები კი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს. წარმატებული ურთიერთობები წარმატებული პირადი, სამსახურეობრივი თუ სოციალური ცხოვრების წინაპირობაა. 
გადახედეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ურთიერთობებს და შეაფასეთ, როგორია ამ ადამიანებთან თქვენი ნდობის რეზერვი, რომელსაც „ემოციურ საბანკო ანგარიშს“ ვუწოდებთ. თუ სათანადოდ მაღალი არ არის, სასწრაფოდ დაიწყეთ ე.წ. „დეპოზიტების“ შეტანა. ეს „დეპოზიტები“ სხვადასხვა ადამიანისთვის შეიძლება განსხვავებული იყოს, მათი გემოვნებისა თუ ღირებულებათა სისტემის მიხედვით. ასევე, ცხადია ისიც, რომ „ემოციური საბანკო ანგარიშიდან“ გამოტანის შემთხვევაში, „დეპოზიტებს“ წარმოადგენს იმისი საწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც „გამოტანა“ მოხდა.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ბავშვთა სქესობრივი აღზრდა და მასთან დაკავშირებული სირთულეები – საუბრობს ფსიქოლოგი

გარდა ამისა, არსებობს ძირითადი „დეპოზიტები,“ რომლებიც ყველა ადამიანისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.

—  შეასრულე დაპირებები
—  გააკეთე პატარა სიკეთეები
—  იყავი ერთგული ადამიანების მიმართ
—  მოუსმინე სხვებს
—  მოიხადე ბოდიში
—  მკაფიო გახადე მოლოდინები

შეასრულე დაპირებები – ურთიერთობების შენება ან დაკარგული ნდობის აღდგენა სწორედ მიცემული დაპირებების შესრულებით უნდა დავიწყოთ. ყოველთვის შეასრულეთ მიცემული პირობა და თუ ვერ ასრულებთ, აცნობეთ ადამიანს ამის შესახებ და აუხსენით მიზეზი. როცა დაპირებებს მუდმივად ასრულებთ, გაქვთ რეპუტაცია, რომ თქვენ ხართ კეთილსინდისიერი ადამიანი და მიცემულ სიტყვას არასოდეს არღვევთ. შესაბამისად, ადამიანები ხელისშემშლელ მიზეზებს გაგებით მოეკიდებიან.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: მშობლის თითოეული ქმედება მომავალში ბავშვზე აისახება

გააკეთე პატარა სიკეთეები – ზოგჯერ შეიძლება სულ მცირემ: მისალმებამ, დადებითმა შენიშვნამ, ღიმილმა ან ქათინაურმა დიდი ცვლილება გამოიწვიოს. გამოხატეთ მადლიერება, შეაქეთ, გამოიჩინეთ ემპათია, მოეპყარით ისე, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგეპყრონ; როცა რამეს ჩუქნით ან სიურპრიზს უწყობთ, გაითვალისწინეთ მათი გემოვნება, ინტერესები და გააკეთეთ ის, რაც არის მისთვის „დეპოზიტი“ და არა ის, რაც თქვენ გინდათ, რომ გაუკეთოთ.

იყავი ერთგული ადამიანების მიმართ – არამარტო მათი თანდასწრებით, არამედ მაშინაც, როცა ისინი იქ არ არიან. როცა ადამიანს ზურგსუკან აუგად მოიხსენიებ, შენს თავს ორნაირად ვნებ: პირველი – ყველას „ემოციური საბანკო ანგარიშიდან“ გამოგაქვს დეპოზიტები, ვინც კი შენს კომენტარებს ისმენს. ისინი აღარ გენდობიან. მეორე – ასევე გამოგაქვს იმ ადამიანის „ემოციური საბანკო ანგარიშიდან“, ვისზეც ზურგს უკან საუბრობ. არ იფიქროთ, რომ როდესაც ადამიანებს პირისპირ კარგად ექცევი, ზურგსუკან კი მათ აკრიტიკებ, ისინი ამას ვერ გრძნობენ ან ვერ გებულობენ.

ყოველთვის ეცადეთ, გამოექომაგოთ ადამიანს, რომელიც იმ დროს იქ არ არის, ან, სულ მცირე, არ დაუჭიროთ მხარი მათ, ვინც ამ ადამიანზე ცუდს ამბობს, რადგან აუცილებლად უნდა მოუსმინოთ მეორე მხარესაც, უნდა მისცეთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. როდესაც ექომაგებით, ორმაგად შეგაქვთ დეპოზიტები იმ ადამიანების „ემოციურ საბანკო ანგარიშზე“, ვისთანაც სხვებს ექომაგებით, რადგან ისინი ხვდებიან, რომ მათ არყოფნაში, მათ მიმართაც ასევე მოიქცევით და 2. იმ ადამიანის „ემოციურ საბანკო ანგარიშზე“, ვისაც ექომაგებით.

სულისა და სხეულის ჰარმონია- ქალი ზღვის პირას - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი: ჩვენ ვკარგავთ ძალას, როდესაც გვინდა ვთქვათ „არა“, მაგრამ ვამბობთ „კის“

მოუსმინე სხვებს – მოსმენა, შესაძლოა, იყოს უზარმაზარი „დეპოზიტი“, რომელსაც „ემოციურ საბანკო ანგარიშზე“ შეიტანთ, რადგან არა კრიტიკით, არა განსჯით, არა გაკიცხვით, არა რეკომენდაციისა თუ რჩევის მიცემით, არამედ გულისყურით მოსმენით, ხშირად, ადამიანებს ტკივილს ვუყუჩებთ. ზოგჯერ, ადამიანებს მოსმენა ისე სჭირდებათ, როგორც – ჰაერი. თუ მათ ამ „ჰაერს“ მივაწვდით, შედეგად შესანიშნავ ურთიერთობას მივიღებთ.

სწორი კომუნიკაცია, პირველ რიგში, სწორ მოსმენაში გამოიხატება. მოსმენა უნდა მოხდეს არა შერჩევით, არა შენი საკუთარი გადასახედიდან, არამედ – გულისყურით, ემპათიურად, მოსაუბრის გადასახედიდან.

მოიხადე ბოდიში – შეცდომაზე ბოდიშის მოხდა „ანგარიშიდან“ გამოტანილ „თანხებს“ სასწრაფოდ შეავსებს. ეს, შეიძლება, სხვადასხვა ფორმულირებით გამოიხატოს: „შემეშალა“, „ბოდიშს ვიხდი“, „მაპატიე“, „ასე არ მინდოდა“, „ძალიან ვწუხვარ“ და ა.შ. ხშირად, ადამიანებს ბოდიშის მოხდა უჭირთ. თქვენს სიამაყეს ან სიმხდალეს არ მისცეთ უფლება, რომ ბოდიშის მოხდაში ხელი შეგიშალოთ, როცა ვინმე თქვენგან ნაწყენია ან თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, რადგან ამის შემდეგ, თავს თქვენც შესანიშნავად იგრძნობთ. შეურაცხყოფილი ადამიანი მზად არის, „შეიარაღდეს“ და თავს დაგესხათ, ან თავი დაიცვას. ბოდიშის მოხდით კი თქვენ მას განაიარაღებთ. 
მკაფიო გახადე მოლოდინები – ზოგჯერ, სხვა ადამიანების მოლოდინი ჩვენ მიმართ გაურკვეველია. ყველაზე დიდი შეცდომა ურთიერთობაში არის ტყუილი დაპირებების მიცემა იმისათვის, რომ ადამიანებს ასიამოვნოთ, რადგან შემდეგ, მათ იმედებს გაუცრუებთ. ნდობის მოსაპოვებლად, საჭიროა, არ გავუშვათ ბუნდოვანი გზავნილები, ასევე, არ ვიგულისხმოთ ის, რაც სიმართლე არ არის ან არასოდეს მოხდება.

ეკატერინე ბაბუნაშვილი - Sputnik საქართველო
ემოციური ინტელექტი, ანუ ადამიანობის ხელოვნება

ახალი ურთიერთობების დაწყებისას, ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი მოლოდინები, რადგან კონფლიქტების 95% და „ემოციური საბანკო ანგარიშიდან“ გამოტანა სწორედ მაშინ ხდება, როცა ერთი მხარე ერთ რამეს გულისხმობს, მეორე  კი მის სხვაგვარ ინტერპრეტაციას აკეთებს. ყველა ახალი ურთიერთობის შემთხვევაში, მკაფიოდ უნდა გაცხადდეს, რა მოლოდინები აქვს ერთ მხარეს მეორისგან და პირიქით.

როცა ნდობის რეზერვი მაღალია, გაცილებით უფრო კომფორტულია ნებისმიერი ტიპის ურთიერთობა, დაბალი „პირადი საბანკო ანგარიშის“ შემთხვევაში კი ის დანაღმულ ველზე სიარულს ჰგავს. სიტუაცია დაძაბულია, ძალიან ფრთხილად მოქმედებ, ცდილობ, სადმე არ „აფეთქდე“. დელიკატურ და მგრძნობიარე საკითხებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მაღალი „პირადი საბანკო ანგარიშის“ შემთხვევაშია შესაძლებელი.

მნიშვნელოვანი რეკომენდაციები:

1. ნუ დაელოდებით, როდის მოხდება „თანხების გატანა“ „ემოციური საბანკო ანგარიშიდან“, როდის გაუჩნდება ურთიერთობებს ბზარები და ნაპრალები იმისათვის, რომ „დეპოზიტების" შეტანაზე ზრუნვა დაიწყოთ. გრძელვადიანი ურთიერთობები ძვირფას და მნიშვნელოვან ადამიანებთან სწორედ „დეპოზიტების“ განუწყვეტლივ შეტანას მოითხოვს.

ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებაში დიდ როლს თამაშობს ის, თუ როგორ დამოკიდებულებას ავლენთ კონკრეტული ადამიანის მიმართ მაშინ, როცა ის იქ არ იმყოფება. ამიტომ, როცა ასეთ ადამიანზე საუბრობთ, წარმოიდგინეთ, რომ მას ესმის, რასაც მასზე ამბობთ. თუ ამას წესად აქცევთ და ყოველთვის გაითვალისწინებთ, აშკარად იგრძნობთ, როგორ გაიზრდება თქვენდამი ადამიანების კეთილგანწყობისა და ნდობის კოეფიციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0