რა არ ვიცით წურბელებზე – ჰირუდოთერაპევტის მოსაზრებები და რჩევები

გამოწერა
წურბელებით მკურნალობა საქართველოში ყოველთვის იყო აქტუალური, მაგრამ იცის კი ყველამ როგორ უნდა მკურნალობა და რა სახის წურბელაა ამისთვის საჭირო, რამდენი სეანსია საჭირო სრული განკურნებისთვის და კიდევ ბევრი სხვა.

ეს მეთოდი კაცობრიობისთვის არანაკლებ ჩვ.წ.აღ.-მდე XVI-XV საუკუნეებიდან არის ცნობილი. ბევრი სახელმწიფო ისაკუთრებს იმის პირველობას, რომ მსგავსი რამ სწორედ იქ მოხდა, თუმცა ასეთი ქვეყანა ეგვიპტეა, სადაც პირველ ფარაონებს და იმპერატორებს ამ მეთოდით კურნავდნენ.

ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ჩვენში ამ მეთოდით მკურნალობის გამოცდილება აქვს — ჰირუდოთერაპევტი და ელექტროფიზიოლოგი, ექიმი მარინე თაბაგარია. ის საქართველოში შექმნილი ჰირუდოთერავეპტთა ასოციაციის წევრია და მისი როგორც პროფესიონალის რჩევები მართლაც გასათვალისწინებელი და საგულისხმოა.

© photo: courtesy of Marine Tabagariექიმი მარინე თაბაგარი
ექიმი მარინე თაბაგარი - Sputnik საქართველო
ექიმი მარინე თაბაგარი

– ქალბატონო მარინე, გავრცელებული მოსაზრების თანახმად, წურბელებით მკურნალობა იმითაა ეფექტური, რომ მას ორგანიზმიდან „ცუდი სისხლი“ გამოაქვს…

— არა, ეს მცდარი მოსაზრებაა, „ცუდი სისხლი“ ორგანიზმიდან მექანიკური საშუალებებითაც გამოჰყავთ. აქ მთავარი ისაა, თუ რა შეჰყავს წურბელას ორგანიზმში. ის, რომ მან სისხლი გამოუშვა — ასე მარტივად არ არის საქმე. წურბელას ორგანიზმში შეჰყავს უნიკალური ნივთიერებები და ფერმენტები, რაც ფაქტობრივად მხოლოდ მას გააჩნია. წურბელა რგოლოვან ჭიებს მიეკუთვნება და ის სისხლზე კი არა, პირდაპირ ლიმფაზე მუშაობს. მოგეხსენებათ, ორგანიზმის ჯანმრთელობაზე პასუხს ლიმფა აგებს, როგორც კი ლიმფა დაბინძურდება, იქ უკვე დაავადებები ჩნდება. ლიმფის სტრუქტურა მეცნიერულად ჯერაც არ არის შესწავლილი, წურბელები კი დაბინძურებულ ლიმფაზე საოცრად  კარგად მუშაობენ. ლიმფა თუ არ გასუფთავდა, დაბინძურებული და ბაქტერიებით გაჯერებული არასასურველი სისხლი ჩვენ ორგანიზმში იტრიალებს. სისხლს ორგანიზმიდან არანაირი გამოსავალი არ აქვს…

© Pixabay / EllWiწურბელა ბინადრობს მტკნარ ტბებსა და გამდინარე ჭაობებში
წურბელა ბინადრობს მტკნარ ტბებსა და გამდინარე ჭაობებში - Sputnik საქართველო
წურბელა ბინადრობს მტკნარ ტბებსა და გამდინარე ჭაობებში

– მკურნალობის თვალსაზრისით ყველა სახის წურბელის გამოყენება ხდება? როგორ და ვინ არჩევს მათ?

— თქვენ წარმოიდგინეთ, ამდენ სახეობაში მხოლოდ ორი სახეობაა, რომელიც მკურნალობის მიზნით გამოიყენება. საამისოდ არიან სპეციალისტები, რომლებიც სამკურნალო წურბელებს სააფთიაქო ქსელს აწვდიან. მერე ხდება იმაზე დაკვირვება, თუ რისთვისაა ის საჭირო, ანუ რომელი ორგანოს და რა სახის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. წურბელები ზომითაც გამოირჩევიან – ყველაზე დიდი წურბელა მეტრნახევრიანია. ესენი პარაზიტი და აგრესიული წურბელები არიან. მან თუ უკბინა ადამიანს, ამ უკანასკნელისგან რამდენიმე წამში მხოლოდ ჩონჩხი დარჩება.

– სად ბინადრობს სამკურნალო თვისებების მქონე წურბელა?

— ზოგადად წურბელას ცხოვრება როგორც ნესტიან ნიადაგში, ასევე მდინარეებსა და ჭაობებში შეუძლია. ხოლო წურბელა, რომელიც ადამიანის მკურნალობისთვის გამოიყენება, ბინადრობს მხოლოდ კამკამა, გამდინარ, სუფთა წყალში, რომელიც უნიკალური შემადგენლობისაა..

– ქალბატონო მარინე, რა ღირს მსგავსი სახის მკურნალობა?

— ჰირუდოთერაპიით მკურნალობა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და საკმაოდ ძვირადღირებულია. ერთი წურბელა 18–20 ფუნტი სტერლინგი ღირს. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ცალია საჭირო და ამის გარდა მკურნალობაც, ანუ მისი საჭირო ადგილზე კვალიფიციურად დასმაც ხომ თანხა ჯდება? ევროპაში ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, ჩვენთან კაპიკები ღირს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ დალოცვილ  მიწა-წყალზე მდიდარი შემცველობის მინერალური და სხვადასხვა სახის წყლებია, რომლის მსგავსი სხვაგან არ მოიპოვება.

© FL/ Sarahწურბელა
წურბელა - Sputnik საქართველო
წურბელა

– თუ შეიძლება, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მკითხველს, ამ სახის მკურნალობას რა სიკეთე მოაქვს?

— ცივილიზებულ სამყაროში როგორ ხდება, იცით?— ექიმი და ჰირუდოთერაპევტი ერთად უმკლავდებიან ავადმყოფობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სახის მკურნალობა აძლიერებს იმუნურ სისტემას და ღეროვან უჯრედებს, რის მერეც სიმსივნური უჯრედები არ ჩნდება. სანამ წურბელებით მკურნალობას დაიწყებს, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიაწოდოს ექიმს სრულფასოვანი ანალიზი, ანუ ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს რა კატეგორიის დაავადებასთან აქვს საქმე, იმისთვის, რომ გაარკვიოს რა სახის წურბელა სჭირდება. იმის შემდეგ წურბელას ან ანადგურებენ ან წყალში უშვებენ. წურბელას რეპოროდუქტიული თვისებაც აქვს. მე ორი პაციენტი მყავდა, ერთი შვიდი, მეორე – ხუთი წლის გათხოვილი იყო, მკურნალობის მერე მათ რეპროდუქცია განუვითარდათ და შვილები ეყოლათ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ წურბელით მკურნალობა არ შეიძლება ძალიან გამხდარი ადამიანისთვის, რომელიც ანორექსიითაა დაავადებული.

© photo: courtesy of Marine Tabagariექიმი მარინე თაბაგარი
ექიმი მარინე თაბაგარი - Sputnik საქართველო
ექიმი მარინე თაბაგარი

– ვინ მუშაობს სამკურნალო წურბელების გამრავლებაზე?

— ჩვენთან ვერავინ მუშაობს და ჯერჯერობით ღმერთს მინდობილი ვარ. რუსეთში ყველგანაა ჰირუდოთერაპევტის შტატი გამოყოფილი. ანტიბიოტიკური მკურნალობა ანადგურებს ორგანიზმს იწყება ინტოქსიკაცია და ამ სიტუაციას წურბელის გარდა არაფერი შველის. წურბელა დღემდე არ არის სრულად შესწავლილი, საიდუმლოებითაა მოცული და მასზე მეცნიერების დაკვირვება დღემდე გრძელდება. დრო მოვა და ის წითელ წიგნში იქნება შესაყვანი და საქართველოს აღარ ეყოლება ჯიშიანი წურბელები…

– რამდენი სეანსის შემდეგ იძლევა მკურნალობა შედეგს?

— არ შეიძლება სამმა და ოთხმა წურბელამ დადებითი შედეგი მოგცეს. როგორ შეიძლება, რომ მძიმე დაავადების პირობებში ათ წურბელაზე ნაკლებით იმუშაო?! ამას წინათ ხუთი წლის ბავშვზე მკურნალობის დროს საოცარი შედეგი მივიღე… დღეს ზოგიერთი სპეციალისტი სცოდავს და არასწორად მკურნალობს, მე არ მინდა იმ პროფესორის სახელი და გვარი ვახსენო, რომელიც გამოდიოდა ტელევიზიით და აცხადებდა, თუ მაღალი წნევა გაქვთ, წურბელა დაისვით და წნევა დაგივარდებდათო. ეგრე მარტივად არაა საქმე. იმ დასმასაც წესი და ცოდნა უნდა. მართალია, წურბელა პანაცეა არ არის, მაგრამ სწორად წარმართული მკურნალობის კურსი ყოველთვის გამოიღებს შედეგს.

 

ყველა ახალი ამბავი
0