ფოტოფრაქციული გაახალგაზრდავება ანუ როგორ ვებრძოლოთ ასაკობრივ ნაოჭებს

© Sputnik / Denis Aslanovესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება
ესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარკვეული ასაკის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი ფიზიოლოგიური დაბერების წინაშე დადგება, რაც პირველ რიგში სახის კანზე აისახება - იცვლის ფერს, ჩნდება პიგმენტური ლაქები, ფართოვდება ფორები, კანი კარგავს სიმკვრივეს და ელასტიურობას.

შესაძლებელია თუ არა დაბერების პროცესის შეჩერება, აკნეს მოშორება, როგორ გადავჭრათ ნაოჭების და პიგმენტური ლაქების პრობლემა, როგორ  მოვუაროთ სახის კანს, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეოს“ ექიმი დერმატოლოგი ნინო კურკუმული გვესაუბრა.

© Sputnik / Denis Aslanovესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება
ესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება - Sputnik საქართველო
ესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება

თანამედროვე კოსმეტოლოგია თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება. სულ უფრო მეტი ახალი მეთოდი თუ აპარატურა ჩნდება ბაზარზე „ხანგრძლივი ახალგაზრდობის" სადარაჯოზე და არ არის მარტივი ამ ცვლილებებს ფეხდაფეხ მიჰყვე. კლინიკა „ნეო-ნეომ" ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მეთოდი — ფოტოფრაქციული გაახალგაზრდავება შეარჩია.

რატომ ფოტო-ფრაქციული გაახალგაზრდავება

ეს პროცედურა მათთვისაა, ვისაც აწუხებს წვრილი ნაოჭები, ფორები, ლაქები, სურს შეინარჩუნოს სტრუქტურულად ჯანსაღი კანი და ამავე დროს არ სურს ინვაზიური ინექციების ჩატარება. პროცედურის შემდეგ კანი ხდება ელასტიური და მოჭიმული, მცირდება ფორები, ყოვნდება კანის დაბერების პროცესი, კანი ხდება გლუვი და რაც მთავარია პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა.

© Sputnik / Denis Aslanovესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება
ესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება  - Sputnik საქართველო
ესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება

 

 

LUMENIS M22 — მსოფლიოში აღიარებული მრავალფუნქციური აპარატი

აპარატი, რომლითაც კლინიკა „ნეო-ნეოში“ ფოტოფრაქციული გაახალგაზრდავების პროცედურა კეთდება, არის LUMENIS M22. ეს არის მრავალფუნქციური და მრავალმოდულიანი აპარატი, რომელიც დერმატო-კოსმეტოლოგიური კუთხით ოქროს სტანდარტად არის აღიარებული მსოფლიო მასშტაბით. მსოფლიო ბაზარზე არის უამრავი აპარატი სხვადასხვა ტექნოლოგიებით, მაგრამ შედეგობრივად ყველაზე წარმატებული და დახვეწილი აღმოჩნდა Lumenis-ი, ვინაიდან გაახალგაზრდავების მიზნით გაერთიანებული აქვს ორი ტექნოლოგია IPL ტექნოლოგია — ეს არის ინტენსიური ფოტოსხივი და Resur FX – ფრაქციული, არააბლაციური ლაზერის სხივი.

ResurFX აქვს ძლიერი სკანერი ჩამონტაჟებული ლაზერის თავში, რომელიც სპეციალური Lumenis-ის მიერ შექმნილი ალგორითმის საშუალებით ნაწილ-ნაწილ ქმნის ნემსისებრი ტიპის მიკროკუაგულაციებს ეპიდერმისში და არა ერთბაშად, ისე როგორც ხდება ყველა სხვა ფრაქციონალურ ლაზერებზე; ეს იმიტომ კეთდება, რომ მაქსიმალურად დაბლა შენარჩუნდეს კანის ტემპერატურა პროცედურის დროს და თავიდან ავიცილოთ მისი ზედმეტი გადახურება ან დამწვრობა; Resur FX მეტი უსაფრთხოებისთვის იყენებს აგრეთვე საუკეთესო, მეოთხე თაობის, თერმო ელექტრო გაგრილების სისტემას, რომელიც დამატებით დაბლა წევს კანის ტემპერატურას და პრაქტიკულად  ნულამდე დადის მკურნალობის შემდგომი გართულებები;

პროცედურა იწვევს კანის დამწვრობას და დაზიანებას. რეაბილიტაცია გრძელდება 2-3 დღე. მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში შეიმჩნევა სახეზე მცირედი სიწითლე. ეს პროცედურა შესაძლოა გაკეთდეს სხეულის ნებისმიერ ზონაზე.

რა ასაკიდან არის დაშვებული ფოტოფრაქციული გაახალგაზრდავება

ზოგადად 16 წლამდე არ არის რეკომენდებული. ამ ასაკში არ არის ადამიანი ჩამოყალიბებული და ორგანიზმში მიდის ჰორმონალური ცვლილებები. ამ დროს არანაირი ლაზერული ჩარევა არ არის რეკომენდირებული. ასევე დაუშვებელია ორსულობის და ლაქტაციის დროს.

საერთოდ კანზე ცვლილებები 25 წლიდან იწყება, ვინაიდან ამ ასაკიდან ორგანიზმი თანდათან კარგავს კოლაგენს, რის შედეგადაც კანი ხდება მოშვებული, მოდუნებული, ჩნდება ნაოჭები, კარგავს ელფერს და ბზინვარებას. ამიტომ 25 წლის შემდეგ განსაკუთრებულად უნდა დაიწყოს ადამიანმა კანზე ზრუნვა.

© Sputnik / Denis Aslanovესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება
ესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება - Sputnik საქართველო
ესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება

რამდენი პროცედურის შემდგომ მიიღება სასურველი შედეგი

შედეგი პირველივე პროცედურაზე იგრძნობა, თუმცა მაქსიმალური შედეგი 3-4 პროცედურის შემდეგ მიიღწევა. პროცედურები ოთხ კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს. რაც მთავარია ეს შედეგი ხანგრძლივია.  პროცედურების შემდეგ არ არის დამწვრობა, არ ხდება კანის აქერცვლა, მხოლოდ მცირე სიწითლეა, ამიტომ პაციენტებს ენიშნებათ სიწითლის საწინააღმდეგო, ან დამამშვიდებელ კრემს. მთავარია მზის ინსოლაციისგან თავის დაცვა. პაციენტს პროცედურების ჩატარების შემდეგ სასტიკად ეკრძალება რუჯის მიღება. ზაფხულის პერიოდში, როდესაც მზე აქტიურია, არ არის რეკომენდებული ამ პროცედურების ჩატარება. ან თავი უნდა დავიცვათ მზისგან დამცავი საშუალებებით.

რა პერიოდის განმავლობაში გრძელდება ეფექტი

ფოტო-ფრაქციული გაახალგაზრდავების ეფექტი გრძელდება ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ ისევ თავიდან უნდა ჩაიტაროთ პროცედურები.

ყველაზე ხშირად რა პრობლემა აწუხებთ პაციენტებს

ყველაზე ხშირად გვაკითხავენ აკნეს შემდგომი ნაწიბურების ამოსავსებად, რაზეც ყოველთვის ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. ასევე ნაოჭების ამოსავსებად და გასაახალგაზრდავებლად. გამაახალგაზრდავებელი პროცედურის შედეგია ის, როდესაც ათი წლით უფრო ახალგაზრდად გამოიყურები, ვიდრე ხარ.

© Sputnik / Denis Aslanovესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება
ესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება - Sputnik საქართველო
ესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება

რა უკუჩვენებები აქვს ფოტო-ფრაქციულ გაახალგაზრდავებას

უკუჩვენებები პრაქტიკულად არ აქვს, თუმცაა დაუშვებელია პროცედურების ჩატარება ორსულობის, ლაქტაციის დროს, ასევე კანის ონკოლოგიური დაავადებების დროს და გარუჯულ კანზე. თუ ამ ყველაფერს ზედმიწევნით დავიცავთ, არანაირი გართულებები არ მოჰყვება პროცედურებს.

© Sputnik / Denis Aslanovესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება
ესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება - Sputnik საქართველო
ესთეტიკური კლინიკა ნეო ნეო - ფოტო ფრაქციული გაახალგაზრდავება

ზოგადად ყველა ადამიანს ვურჩევთ 25 წლის მერე დაიწყონ კანის მოვლა შესაბამისი საცხებით. ჯერ უნდა განისაზღვროს კანის ტიპი და ამის მიხედვით შეირჩეს სახის საცხი. ყველა კანი ინდივიდუალურია და შესაბამისად მოვლის საშუალებებიც ინდივიდუალური სჭირდება. არასწორად შერჩეულმა სახის საცხმა შესაძლოა გამოიწვიოს დერმატიტი, ანუ ალერგიული პროცესი.

30 წლის ზემოთ მყოფ ადამიანებს ვურჩევთ წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ კანის გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. პირველივე პროცედურის შემდგომ, პაციენტი ამჩნევს გარკვეულ ცვლილებებს კანზე და ხვდება, რომ ეს ზუსტად ის პროცედურაა, რომელიც მას სჭირდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0