ხალხური საშუალებები ხვრინვის საწინააღმდეგოდ

CC BY 2.0 / TCL8TO7 / Sleepingპირღია ძილი
პირღია ძილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში დარეგისტრირებულია ხვრინვასთან ბრძოლის 186 საშუალება, მათ შორის პიჟამა ზურგზე ჩოგბურთის ბურთით, ალიკაპები, მინიატურული ეჟვნები და სხვა. თუმცა, ეს საშუალებები იმდენად არ შველის ხვრინვას, რამდენადაც უძილობას იწვევს.

ხვრინვა ძილის დროს რბილი სასისა და ენის კუნთების მოშვების შედეგად წარმოიშვება. მისი მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. პირველ რიგში, ეს ასაკოვანი ადამიანების პრობლემაა — წლების მატებასთან ერთად კუნთები სუსტდება, ასევე ხვრინვა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ძგიდის გამრუდებამ, პოლიპებმა, დარღვეულმა თანკბილვამ, თანდაყოლილმა ცხვირ-ხახის სასუნთქი გზების სივიწროვემ და სხვა. ასევე ხვრინვა სჩვევიათ მსუქან ადამიანებს, რადგან ყელის მიდამოში ცხიმი უგროვდებათ.

სოდა - Sputnik საქართველო
რა საოცრებებს ახდენს სოდა - ის, რაც აქამდე არ ვიცოდით

გარდა იმისა, რომ მხვრინავი ადამიანი გარშემომყოფებს აწუხებს და არ აძინებს, ის ასევე რაიმე დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, იტალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხვრინვა გონებრივ უნარებს ასუსტებს. ის ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს ქმნის.

აშშ-ში, საპატენტო ბიუროში დარეგისტრირებულია ხვრინვასთან ბრძოლის 186 საშუალება, მათ შორის პიჟამა ზურგზე ჩოგბურთის ბურთით, რომელიც ზურგზე წოლას ზღუდავს და ადამიანი იძულებულია, გვერდზე დაიძინოს, ამ დროს კი, როგორც წესი, ადამიანი აღარ ხვრინავს. ასევე ალიკაპები, მინიატურული ეჟვნები და სხვა. თუმცა, ეს საშუალებები იმდენად არ შველის ხვრინვას, რამდენადაც უძილობას იწვევს.

ხვრინვას თანამედროვე მედიცინაში სხვადასხვა საშუალებით მკურნალობენ, მაგრამ მისი შველა ბუნებრივი საშუალებებითაც წარმატებითა და ეფექტურად შეიძლება.

ამ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ ხვრინვის მკურნალობა მცენარეული საშუალებებით პრობლემის ყველაზე უსაფრთხო გადაჭრაა. ხალხური მედიცინის გამოყენებით პირდაპირი გავლენის მოხდენა შეიძლება ხვრინვის ხასიათზე.

საკვები - Sputnik საქართველო
დაიცავით კვების წესები - ჭამეთ იმისთვის, რომ იცხოვროთ და არა პირიქით

ხვრინვის მკურნალობა რომ უფრო ეფექტური იყოს, უნდა გაითვალისწინოთ ეს რჩევები:

• არ მიიღონ ალკოჰოლი და არ მოწიოთ თამბაქო უშუალოდ ძილის წინ, რადგან ისინი აღიზიანებს ცხვირ-ხახის ლორწოვან გარსს და ამით კიდევ უფრო ძლიერდება ხვრინვა;

• ძილის წინ არასასურველია რძის პროდუქტების მიღება — მისგან ლორწოვანი გარსი ფართოვდება და სუნთქვა უფრო ჭირს;

• ვახშამი მსუბუქი უნდა იყოს — ბევრი საკვები ძილის დროს დიაფრაგმას აწვება.

ულბოს, იმავე შამბალილას ხვრინვის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. უნდა ავიღოთ მისი თესლი, დავალბოთ წყალში და შემდეგ გულმოდგინედ დავღეჭოთ. გარდა ამისა, შესაძლებელია დაფქული თესლის გამოყენება – აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ფხვნილი, დაასხით მდუღარე წყალი და დალიეთ ძილის წინ.

ამ მცენარის თესლი ასევე სასარგებლოა გულისთვის, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

ევკალიპტის ზეთი ხვრინვის საწინააღმდეგოდ შემდეგნაირად უნდა გამოვიყენოთ: ცხელ წყალში ან არომატულ სანათში დავამატოთ რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ზეთი და ვისუნთქოთ.

გულები მაღაზიის ვიტრინაზე - Sputnik საქართველო
როგორ შევაჩეროთ ტაქიკარდია სულ რაღაც ერთ წუთში

ქონდრის ზეთი დავამატოთ ნებისმიერ ჰაერის დამატენიანებელ მოწყობილობას — მშვიდი ღამე გარანტირებულია.

ასევე ეფექტურია, თუ ქონდარს ან ბეგქონდარას ბალახის სახით დავამატებთ ჩაიში.

პიტნის ექსტრაქტი — რეკომენდებულია ბალახეული ჩაის დალევა პიტნით, რომელიც დამამშვიდებლად მოქმედებს. ექსტრაქტში მენთოლის შემცველობა ფილტვებიდან ლორწოს გამოდევნის და ამცირებს სასუნთქი გზების ანთებას, აფართოებს კაპილარებს.

ქაცვის ზეთი — ყოველდღე, დაძინებამდე 3 საათით ადრე ჩაიწვეთეთ ცხვირის ნესტოებში 2-3 წვეთი. ხვრინვისგან 2-3 კვირაში განიკურნებით.

კომბოსტოს (თეთრს) თუ ერთი თვე მიიღებთ, ხვრინვას სამუდამოდ დაივიწყებთ. კომბოსტო დაჭერით წვრილად და შეურიეთ თაფლს, ან 1 ჭიქა კომბოსტოს წვენში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი. ეს საშუალება უნდა შეჭამოთ ან დალიოთ უშუალოდ ძილის წინ. შედეგს დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მიიღებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0