ცრუ სიკეთის, წვრილმანების, მეორე ნახევრისა და სხვა ცხოვრებისეული კანონები

გამოწერა
მათ ისე უჭირავთ თავი, თითქოს არ შეიძლება არ მოგეწონოთ. თუ სიტყვით გამოსვლაა საჭირო, მათი იერი გაჩვენებთ: მზად ვარ ტაში დაუკრათ, და ადამიანებიც უკრავენ ტაშს...

ცხოვრებისეული კანონზომიერებები, რომლებიც დაგეხმარებათ – უფრო გონივრული გახდეთ.

• განულების კანონი

ტვინს განულება სჭირდება. სამსახურიდან როცა შინ ბრუნდებით და კიდევ უამრავი საქმე გელოდებათ, მაგრამ ადგომა და დაწყება გიჭირთ, ნუ გაკიცხავთ თავს! ტვინს არ შეუძლია უწყვეტად შეასრულოს თქვენი ბრძანებები, მასაც სჭირდება დასვენება, ამ დროს მისთვის აუცილებელია, რომ არანაირი ინფორმაცია არ მიიღოს; ის ამ დროს „იწმინდება". ამას ეწოდება განულება.

სტრესი - Sputnik საქართველო
მთავარი ბარიერი ცხოვრებაში - უარყოფითი ემოციები

• ცრუ სიკეთის კანონი

როცა სხვის პრობლემებს ვაგვარებთ, მხოლოდ გვგონია, რომ ვეხმარებით. პირიქით, ჩვენ ამ პრობლემას ვაღრმავებთ. მაგალითად, როდესაც ალკოჰოლიკს ვაიძულებთ იმკურნალოს, მხოლოდ ვახანგრძლივებთ მის აგონიას და ვხარჯავთ ჩვენ საკუთარ დროს. ის ისევ დალევს, ჩვენ კი მას გავლანძღავთ და უმადურს ვუწოდებთ იმის ნაცვლად, რომ დავფიქრდეთ, ღირს კი სხვის მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება? თავისი პრობლემა ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს.

• წვრილმანების კანონი

ადამიანი როგორც ამჟღავნებს თავს წვრილმანებში, ასეთია კიდეც! ის, შესაძლოა, მეფურად ხელგაშლილი იყოს, მაგრამ წელიწადში ერთხელ, ხოლო ადამიანის ბუნება ყოველდღიურ წვრილმანებში მჟღავნდება, ეს ბევრად უფრო კარგად მეტყველებს ადამიანის ბუნებაზე.

• ჩანასახის კანონი

არსებობს მოვლენების ჩანასახი. მართალია, ეს ჩანასახები ცოცხალი არსებები არ არიან, მაგრამ მათ გამრავლების უნარი აქვთ. გასარეცხად დატოვებული ერთი ჭიქა ჭუჭყიანი თეფშების გორას გამოიწვევს. ამიტომ ყველა უარყოფითი მოვლენა ჩანასახშივე უნდა ამოიცნოთ და გაანადგუროთ.

საზოგადოება - Sputnik საქართველო
ბედნიერების შვიდი ციკლი, ანუ შემთხვევით არაფერი ხდება

• ჯობს დააკლო, ვიდრე გადააჭარბო

ეს აბსოლუტურად ყველაფერს ეხება. მაგალითად, საუბარი მანამდე დაასრულეთ, სანამ ადამიანები თქვენი სიტყვით დაიღლებიან. პაემანზე თუ წახვალთ, ცოტა ადრე წამოდით, ვიდრე ამას თქვენი პარტნიორი მოინდომებს. სტუმრად როცა მიხვალთ, მანამდე წამოდით, სანამ მასპინძელს მარტოობა მოენატრება.

• ძალა ერთობაშია, ანუ უღლის კანონი

უღელში შებმულ ორ ცხენს ადგილიდან 15 ტონის გაწევა შეუძლია, ერთს — მხოლოდ სამის. საქმეში თქვენთან ერთად სხვაც ჩართეთ, ანუ „ძალა ერთობაშია".

• ჯადოსნური სიტყვის ძალა

ჯადოსნური სიტყვაა „არა" და არა „კი, ბატონო". თუ უარის თქმას ისწავლით, მრავალ პრობლემას აირიდებთ თავიდან. მაგალითად, ნუ გაატარებთ დროს ადამიანებთან უბრალო თავაზიანობის გამო, როცა ეს არ გინდათ. ნუ გასცემთ ვალს, როცა ამის გაკეთება არ გინდათ. ეს ჯობს, ვიდრე იდარდოთ, დაგიბრუნებენ თუ არა ვალს. ხომ გაგიგიათ, „თუ გინდა მეგობარი დაკარგო, მას ფული უნდა ასესხო". საინტერესო ფენომენია, რომ როდესაც ადამიანი არგუმენტირებულად ამბობს უარს, მისი თვითშეფასება მაღლდება. ადამიანებს უარის თქმისა ეშინიათ და, იცით, რატომ? ეშინიათ, რომ აღარ მოეწონებათ სხვა ადამიანებს. მაგრამ ყველას მაინც ვერ მოეწონები.

ნუ ჩარევთ თქვენი ოჯახის საქმეში მეგობრებსა და ნაცნობებს - Sputnik საქართველო
არასდროს არავისთან თქვათ...

• სიცრუე იდეალური პირობების შესახებ

იდეალური პირობები არასდროს იქნება. რა თქმა უნდა, სისულელეა იმის მტკიცება, რომ იშვიათად ხელსაყრელი ვითარებებიც გვხვდება, მაგრამ კიდევ უფრო იშვიათია, რომ ვინმეს ეყოს მისი გამოყენების სიბრძნე და გონივრულობა.

• წინადადების კანონი

წინადადებას უბრალოდ არ გვთავაზობენ. მაგალითად, გყავთ ძველი მოდელის ავტომობილი და ახლის შეძენა გინდათ, მაგრამ თუ ძველს არ გაყიდით და თანხას არ დაუმატებთ, ისე ვერ იყიდით. ამისთვის განათავსეთ განცხადება, რომ იყიდება ავტომობილი. მაგრამ არავინ რეკავს. გადის დრო და, როგორც იქნა, მოდის წინადადება, რომ ავტომობილში გადაგიხდიან, პირობითად, 1000 ლარს. თქვენ აღშფოთებული რჩებით — არავითარ შემთხვევაში. დაინტერესებული პირი რამდენიმე დღეში კიდევ გირეკავთ და გეუბნებათ, რომ მზადაა 1000 ლარი გადაიხადოს ამ ავტომობილში, თქვენ კვლავ უარს ეუბნებით… ერთ დღესაც კი შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ავტომობილი აღარ დგას თავის ადგილზე, ან მისი მხოლოდ რაღაც დეტალებია დარჩენილი — უბრალოდ, მოიპარეს ან ადგილზევე დაშალეს ნაწილებად და ისე მოიპარეს… ხანდახან ბედი ჩვენზე ასეთი წინადადებებით ზრუნავს.

• ერთხელ დალაგებულის კანონი

ერთხელ დალაგებული საქმე შესანიშნავად მუშაობს.

ქალი და სამყარო - Sputnik საქართველო
სამყაროს ძირეული კანონები

• კომპენსაციის კანონი

ყველაფერი ერთდროულად არ გვეძლევა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: ცოლი — ულამაზესი, მოვლილი, სახლში საჭმელი თავისი დესერტებით მუდამ არის, ბავშვები ყურადღების ქვეშ არიან მუდმივად, ქმარი ყოველთვის კმაყოფილია ინტიმური ურთიერთობებით — ის ხომ საოცრებებს ახდენს, სტუმრები არასდროს იწყენენ — ცოლი მშვენივრად უკრავს როიალზე და მღერის, არის პოეტი, წარმატებული ბიზნეს-ლედი, ამასთან შესაშური ჯანმრთელობა აქვს… ყველაფერი ერთდროულად არასდროს არის. ადამიანმა თუ ერთ სფეროში მიაღწია არსებით წარმატებას, მეორე სფეროში მას აუცილებლად რაღაც დააკლდება… მაგრამ ადამიანი ფასობს არა მხოლოდ ნაკლოვანებების არარსებობით, არამედ ღირსებებით.

• ჯვრის კანონი

სატარებლად ყველას მისი ზურგის შესაბამისი ჯვარი ეძლევა.

• პოლარული რეაქციის კანონი

ნიჭიერი ადამიანები ყოველთვის იწვევენ პოლარულ რეაქციებს: ან აღფრთოვანებას, ან სიძულვილს. მათი გულგრილად აღქმა შეუძლებელია. მათი იგნორირება შეუძლებელია. მათი დავიწყება შეუძლებელია. ისინი ახსოვთ, უყვართ, სძულთ, მათზე ფიქრობენ, მათი შურთ. ამიტომ, თუ ნიჭიერი ხართ, საყოველთაო მოწონებას ვერ მოიპოვებთ. მტრები უკვე იმიტომ გეყოლებათ, რომ მათ ყველა ნიჭი არ დაჰყვათ.

არეული ოთახი - Sputnik საქართველო
„მკვდარი", უწყვილო, გაცვეთილი ნივთები - რა გავლენას ახდენს ისინი ადამიანზე

• „შენი ადამიანი არ არის"

თუ ადამიანი შენი არ არის, ის მაინც მიგატოვებს.

• საერთო მეხსიერების კანონი

ადამიანებს ყველაზე მეტად მოვლენებზე საერთო მოგონებები აკავშირებთ. საერთო მეხსიერებაზე ყალიბდება ურთიერთმიჩვევა. თუ გინდათ, ადამიანთან კეთილი დამოკიდებულება გქონდეთ, კეთილ მოგონებებზე მეხსიერებაში უნდა მოხვდეთ.

• ახლოს მყოფთან აზრობრივი მიჩვევა

ჩვენთან ახლოს მყოფი ადამიანი მასზე ფიქრს გვაიძულებს, თუნდაც ის სულ არ იყოს ჩვენთვის საინტერესო. ამაშია უვარგისი, უსარგებლო ადამიანების სიახლოვის საფრთხე.

• დანაკარგის გარდაუვალობის კანონი

რასაც ადამიანი აკეთებს, ყველაფერში შეცდომებს უშვებს, ამიტომ დანაკარგი გარდაუვალია! ამიტომ ძალიან არ უნდა გაბრაზდეთ. ჩვენ იდეალური არ ვართ და ამიტომ იდეალური არც ჩვენი საქციელია. გარდაუვალ დანაკარგებს უნდა შევეგუოთ.

ჩაფიქრებული მამაკაცი - Sputnik საქართველო
დაკარგული ასაკი – არარსებული დრო, ცხოვრებისეული პაუზა თუ ახალი მიზნების ხანა

• მეორე ნახევრის კანონი

მსოფლიოში ნებისმიერი სურათი, საქმე, სიმბოლურად შეიძლება ორად გაიყოს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. ნახევრებს შეიძლება ვუწოდოთ საწყისი და დამაბოლოებელი. ტონის მიცემა საწყისი ნახევრისთვის კიდევ შესაძლებელია, მაგრამ მას თუ ხორცი შეესხა, დამაბოლოებელი ნახევარი თითქოს თავისთავად იწყებს საბოლოო სახის მიღებას. ამაშია სიტუაციების მართვის არსი. თქვენ შეგიძლიათ საწყისი ნახევრისთვის გზის მიცემა, რომ სასურველი დამაბოლოებელი ნახევარი მიიღოთ. მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც ირგვლივ მყოფებში აღფრთოვანებას იწვევენ. მათ ისე უჭირავთ თავი, თითქოს არ შეიძლება არ მოგეწონოთ. თუ სიტყვით გამოსვლაა საჭირო, მათი იერი გაჩვენებთ: მზად ვარ ტაში დაუკრათ, და ადამიანები უკრავენ ტაშს, ანუ მეორე ნახევარს საბოლოო სახეს აძლევენ. ისინი ისე იყურებიან, თითქოს „გაღმერთების" რეაქციას ელოდებიან და ადამიანებიც იწყებენ ჯერ დაინტერესებას, შემდეგ — შეყვარებას. მიეცით სწორი მიმართულება საწყის ნახევარს და წარმატება გარანტირებულია.

• სწორი საქციელის კანონი

თუ ადამიანი სწორად იქცევა, მისი საქმეები დღითიდღე უკეთესად მიდის.

 

მასალა მომზადებულია ნატალია გრეისის მოსაზრებებზე დაყრდნობით

 

ყველა ახალი ამბავი
0