როგორ დავემშვიდობოთ სითხის შეკავებას, დასიებასა და ზედმეტ წონას მარტივად

CC BY 2.0 / Tony Alter / Full-Figured Manმსუქანი ადამიანი
მსუქანი ადამიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაძლოა, მრავალ დიეტასა და მეთოდს იყენებთ, რომ ზედმეტი წონისგან გათავისუფლდეთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს, რადგან ამის მიზეზი ორგანიზმში სითხის შეკავებაა.

გთავაზობთ სასმლის რეცეპტს, რომელიც ძალზე ეფექტურია, თუ ორგანიზმში სითხის შეკავება, დასიება ხდება, ასევე გაწუხებთ ზედმეტი წონა. გარდა ამისა, ის გააუმჯობესებს კანის მდგომარეობასა და მხედველობას.

ეს რეცეპტი დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნასა და დეტოქსიკაციის პროცესის გააქტიურებაში.

ჰორმონების დონის მოწესრიგებაში სპორტი და დასვენება დაგეხმარებათ - Sputnik საქართველო
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

გარდა ამისა, თუ ამ ბუნებრივ ნაყენს რეგულარულად მიიღებთ, თანაც, მისი ინგრედიენტები წლის ყველა დროსაა ხელმისაწვდომი, გაუმჯობესდება თქვენი კანისა და თმის მდგომარეობა.

ის შეიცავს თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და სასიკეთოდ მოქმედებს მთლიანად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ინგრედიენტები:

1. ოხრახუში — დაახლოებით 10-12 ღერი

2. საშუალო ზომის სტაფილო — 1 ცალი

3. ფორთოხალი — 1 ცალი

4. სელის თესლი — 1 სუფრის კოვზი

5. ლიმონი — 1/4

6. ცოტა გაფილტრული წყალი (დაახლოებით 100-150 მილიგრამი)

კავკასიური ხარისძირა - Sputnik საქართველო
ხარისძირას ეფექტი წონაში კლებისთვის – პანაცეა თუ შხამი

მომზადება:

მოამზადეთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი. მოათავსეთ ბლენდერში.

დაჭერით სტაფილო და დაუმატეთ ბლენდერში მოთავსებულ წვენს. დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, სელის თესლი და წყალი.

აურიეთ ეს ყველაფერი ბლენდერში, სურვილისამებრ, გაფილტრეთ და მაშინვე დალიეთ.

სასურველია, ნაყენს არ დაუმატოთ არანაირი დამატკბობელი, რადგან ეს მის ეფექტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მიიღეთ 1 ჭიქა ეს წვენი დღეში ერთხელ და შედეგსაც მალე იგრძნობთ.

თუ შედეგის ეფექტურობის გაზრდა გსურთ, იკვებეთ სწორად და ფიზიკურ აქტიურობას მისდიეთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0