ფილტვების გაწმენდის იოლი და ეფექტური მეთოდი მწეველებისთვის

© Fotolia / Monetმწეველი ადამიანი
მწეველი ადამიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრობლემის გადაჭრის გზა ფილტვების გაწმენდაა. ამისთვის გარკვეული პროდუქტები უნდა მიიღოთ, რომლებსაც ფილტვებზე კუპრის ლაქების მოშორების უნარი შესწევთ. სუნთქვის გაუმჯობესების გარდა, ეს პროდუქტები ეხმარება ორგანიზმს, შემცირდეს ინფექციები და კიბოს რისკიც კი.

რა თქმა უნდა, ყველამ იცის, თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს ადამიანისთვის, მაგრამ ხშირად ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ძნელია. თუ მრავალი წლის განმავლობაში ეწევით, დიდი ალბათობით, სპეციფიკური ხველა გაქვთ. ზოგიერთ მწეველს ბრონქიტიც უყალიბდება.

მწეველი - Sputnik საქართველო
მწეველებისთვის და არა მხოლოდ – პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს აღდგენაში ეხმარება

ბუნებრივია, ყველაზე კარგი იქნება, თუ ამ მავნე ჩვევაზე უარს იტყვით. მაგრამ უნდა იცოდეთ: მიუხედავად იმისა, დაანებებთ თავს მოწევას თუ არა, ძალიან დიდი ალბათობით, თქვენი ფილტვები კუპრის ფენით იქნება დაფარული. ხშირად ორგანიზმში უჯრედების ბალანსი ირღვევა და ამან, შესაძლოა, კანცეროგენული უჯრედების (რომლებიც კიბოს იწვევს) განვითარებას შეუწყოს ხელი არა მარტო ფილტვებში, არამედ პირსა და ყელშიც.

პრობლემის გადაჭრის გზა ფილტვების გაწმენდაა. ამისთვის გარკვეული პროდუქტები უნდა მიიღოთ, რომლებსაც ფილტვებზე კუპრის ლაქების მოშორების უნარი შესწევთ. სუნთქვის გაუმჯობესების გარდა, ეს პროდუქტები ეხმარება ორგანიზმს, შემცირდეს ინფექციები და კიბოს რისკიც კი.

ჯანჯაფილის ყვავილი - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჯანჯაფილი

ფილტვების გასაწმენდად უნდა მოამზადოთ ელექსირი, რომელშიც შედის:

ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი): მას ფილტვებიდან დამატებითი ლორწოს გამოდევნის უნარი აქვს. ჯანჯაფილი ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით და შეუძლია ტოქსინების მოშორება ორგანიზმიდან, მათ შორის სასუნთქი გზებიდან.

ხახვი: ის სხვადასხვა რესპირატორული დაავადებების თავიდან აცილებაში და კიბოსთან ბრძოლაშიც გვეხმარება.

კურკუმა: ერთ–ერთ ყველაზე სასარგებლო მცენარედ არის მიჩნეული. ის შეიცავს ომეგა–3 ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს. მას შეუძლია ებრძოლოს ბაქტერიებს, ვირუსებსა და კიბოს.

კურკუმას ფესვები - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. კურკუმა

თაფლი: უძველესი დროიდან ყველასთვის ცნობილი უნიკალური სამკურნალო საშუალება, რომელსაც უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია.

მომზადების წესი

დაგჭირდებათ:

1 კგ ხახვი

ერთი მცირე ზომის ჯანჯაფილის გასუფთავებული ფესვი

1 ლიტრი წყალი

400 გრამი თაფლი

  • 1 ლიტრ წყალს დაამატეთ თაფლი და მიიყვანეთ ადუღებამდე
  • ამ დროს დაამატეთ დაჭრილი ხახვი და ჯანჯაფილის დაქუცმაცებული ფესვი
  • როდესაც წამოდუღდება, დაამატეთ კურკუმა
  • ნელ ცეცხლზე დატოვეთ, სანამ მოცულობა არ განახევრდება
  • გაფილტრეთ, შეინახეთ ქილაში
  • შედგით მაცივარში

 

მიიღეთ ორი სუფრის კოვზი ყოველ დილით უზმოზე, ასევე საღამოს, ჭამამდე ორი საათით ადრე.


ყველა ახალი ამბავი
0