ნაყინის მომზადების რეცეპტი დიაბეტიანებისთვის

გამოწერა
ნაყინის სეზონმა დიაბეტიანების გარეშე რომ არ ჩაიაროს, გთავაზობთ ნაყინის რეცეპტს. ეს ნაყინი არ ავნებს თქვენს ჯანმრთელობას, პირიქით – გაამდიდრებს მას ნაირფეროვანი ვიტამინებით.

ახლოვდება ზაფხული და ნაყინის სეზონი დგება. მოგეხსენებათ, რომ დიაბეტით დაავადებულებისთვის შაქრიანი საკვების მიღება არ შეიძლება. იმისთვის, რომ ნაყინის სეზონმა დიაბეტიანებისთვის გვერდით არ ჩაიაროს და მათაც იგემონ ეს გამაგრილებელი ნუგბარი, გთავაზობთ ნაყინის რეცეპტს კენკროვანი ხილით. თან ეს ნაყინი არ ავნებს თქვენს ჯანმრთელობას, არამედ პირიქით – გაამდიდრებს მას ნაირფეროვანი ვიტამინებით.

დაგჭირდებათ: 

მარმელადი - Sputnik საქართველო
მარმელადი დიაბეტით დაავადებულთათვის

ერთი ჭიქა შავი მოცხარი 

სამი სუფრის კოვზი უცხიმო რძე

სტევია – გემოვნებით

ასევე სასურველია დაუმატოთ 30 გრამი შრატისმიერი პროტეინი, რომელიც დესერტში რძის ცხიმებს ამცირებს.

მომზადების წესი:

შეურიეთ ბლენდერში ერთმანეთს მოცხარი, პროტეინი და სტევია, როცა ერთგვაროვან მასას (არაჟნის სისქის) მიიღებთ, დაამატეთ რძე და თან ურიეთ. ჩაასხით ფორმებში და შედგით საყინულეში (დაახლოებით 2–3 საათი).

ტკბილეული - Sputnik საქართველო
უგემრიელესი დესერტი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის

100 გრამი ნაყინის კალორიულობაა: 

ნახშირწყლები – 7 გრამი 

ცხიმი – 1 გრამი 

ცილები – 9 გრამი

კალორიები – 76,7 კკალორია.

შეგიძლიათ მიირთვათ 150 გრამის ოდენობით. ასევე შეგიძლიათ, მოცხარი სხვა კენკროვანი ხილით ჩაანაცვლოთ.

სტევია მცენარეული დამატკობებელია. მის უნიკალურ თვისებებზე იხილეთ ამ სტატიაში.


ყველა ახალი ამბავი
0