ცელულიტისგან თავდასაღწევი კიდევ ერთი ეფექტური გზა

© FB/ Lika Urushadzeლიკა ურუშაძე
ლიკა ურუშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღეს არა მარტო საქართველოში მთელ მსოფლიოში ჭარბი წონისა და ცელულიტის პრობლემა ისევ დღის წესრიგშია. ქალბატონები რას აღარ აკეთებენ საიმისოდ, რომ მას თავი დააღწიონ.

 ერთი ასეთი საშუალების შესახებ, კერძოდ ანტიცელულიტურ გასახდომ-მაკორექციებელ პროცედურაზე სამედიცინო ესთეტიკის ცენტრის „Belnatur” მასაჟისტ-თერაპევტი ლიკა ურუშაძე მოგვითხრობს.

© FB/ Lika Urushadzeლიკა ურუშაძე
ლიკა ურუშაძე - Sputnik საქართველო
ლიკა ურუშაძე

-ლიკა, დავიწყოთ თავიდან: რა დაავადებაა ცელულიტი, რას წარმოადგენს ის?

— ცელულიტი პოლიეტოლოგიური დაავადებაა, ესაა ქსოვილების მიკროცირკულაციის დაავადება, ლოკალური ჰიპერტროფია, კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებში შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდა და გასქელება, პრობლემურ ზონებში კანის გარეგნული გაუარესება. ცელულიტის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს: ეს შეიძლება იყოს გენეტიკური, ჰორმონალური, ასაკობრივი, ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია, სისხლის მიმოქცევის დარღვევა ცხიმოვან ქსოვილებში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჭარბი წონა, ჰიპოდინამია, არასწორი კვება, ხშირი სტრესი და სხვ.

-თაფლის სამკურნალო თვისებებზე ბევრი რამაა ცნობილი, რამდენად ეფექტურია მასაჟის დროს პრობლემური ზონების კორექციისთვის მისი გამოყენება?

— გარდა იმისა, რომ თაფლი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მას ასევე გამოვიყენებთ ანტიცელულიტურ გასახდომ-მაკორექციებელ პროცედურებშიც. თაფლის მასაჟის ეფექტურობა მის სტრუქტურაში და უშუალოდ მასაჟის ტექნიკაში ვლინდება. კერძოდ თაფლი კანიდან ორგანიზმში დაგროვილ ზედმეტ შლაკს შეიწოვს, მასაჟის დროს კი ხელის მოძრაობით, თითების მიკვრა-მოცილების ეფექტი ფორებისთვის ქმნის ვაკუუმს, რაც ცხიმის საცობებს ისრუტავს. თაფლის მასაჟი ასევე მკვდარი უჯრედების მოცილებას და ახალი უჯრედების ჟანგბადით მომარაგებასაც ეხმარება. ის ძლიერ მოქმედი მკვებავი საშუალებაა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი შესანიშნავად ითვისებს. შედეგი არ აყოვნებს და კანი იჭიმება, იწმინდება, რბილდება, იკვებება და ხავერდოვანი ხდება. მასაჟის ეს მეთოდი ანტიცელულიტური, გამამკვრივებელი და მაკორეგირებელი პროცედურაა.

© FB/ Lika Urushadzeლიკა ურუშაძე
ლიკა ურუშაძე - Sputnik საქართველო
ლიკა ურუშაძე

- ლიკა, ცნობილია, რომ თაფლის მასაჟი მტკივნეულია, რაიმე გვერდითი მოვლენები თუ ახასიათებს მას?

— დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით, ეს მტკივნეული პროცედურაა, თუმცა ასატანი, ამიტომ ნუ შეგვაშინებს. აქედან გამომდინარე, თაფლის პროცედურები უნდა ჩატარდეს დღეგამოშვებით, რადგან პაციენტების უმრავლესობა ფსიქოლოგიურად ტკივილის მიმართ ამტანი ვერ არის. ამიტომ ჯობია, რომ მეორე დღეს დაისვენოს. თუმცა ამ დროსაც კი სხეული ტონუსშია და ბუნებრივად შემდეგი დღისთვის ემზადება. დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის მოტივაციას და განწყობას პროცედურის დაწყების წინ, რადგან იმაზე, თუ რამდენად იჯერებს ის ამგვარი პროფილაქტიკური მეთოდის დადებით შედეგებს, დამოკიდებულია სასურველი ეფექტი. რაც შეეხება, გვერდით მოვლენებს, ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ის, თუ რამდენად ალერგიულია პაციენტი, ამ შემთხევაში თაფლის მასაჟმა შეიძლება ალერგიული ფონი გამოიწვიოს. ამიტომ ამის შესახებ ექიმს პროცედურის დაწყებამდე უნდა ეცნობოს. ზოგადად მასაჟი არ შეიძლება ონკოლოგიური დაავადებების დროს, მაღალი წნევის, ვარიკოზული ვენების, ჩირქოვანი გამონაყარის დროს და სხვა მწვავე დაავადებების დროსაც.

-რა პერიოდულობით და სიხშირით კეთდება ის?

— თაფლის მასაჟი დღეგამოშვებით კეთდება, წელიწადში ორჯერ. ეს დამოკიდებულია ცელულიტის მდგომარეობასა და სირთულეზე, თუ რთული ფორმაა, მაშინ იგი პროცედურის დასრულებიდან ორ თვეში შეიძლება განმეორდეს. აღსანიშნავია, რომ სრული კურსის დამთავრების შემდგომ ერთი თვის მანძილზე ისევ მიმდინარეობს კლების პროცესი, ამას პაციენტი აუცილებლად იგრძნობს და შეამჩნევს. შედეგის შემჩნევა და ეფექტი ინდივიდუალურია, ის იწყება მე-5-ე პროცედურიდან, ზოგ შემთხვევაში ბოლოსკენ, პროცედურის დასრულებისთანავეც ვლინდება.

-გარდა თაფლისა კიდევ რა გამოიყენება ცელულიტის დასაშლელი მასაჟის დროს?

— ცელულიტის სამკურნალოდ გამოიყენება ასევე შემდეგი პროცედურები: თერმო-ჰიდრო, ორთქლის აბაზანები, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელით მასაჟს დიდი უპირატესობა ენიჭება, ამიტომ სასურველია, პროგრამა კომპლექსურად იყოს დატვირთული როგორც ხელით ასევე აპარატურის მეშვეობით.

© FB/ Lika Urushadzeლიკა ურუშაძე
ლიკა ურუშაძე - Sputnik საქართველო
ლიკა ურუშაძე

-სეანსის მიმდინარეობის დროს თუ არის საჭირო სპეციალური დიეტის დაცვა და რა შედის მასში?

— რათქმაუნდა ამ პროცედურების დროს სასურველია, ჯანსაღი კვება, არავითარი მკაცრი დიეტა- მხოლოდ სწორი კვება და რაც მთავარია, შესაბამისი რაოდენობით სითხის მიღება. სასურველია, გამოირიცხოს: ცომიანი საკვები, გაზიანი სასმელები, ალკოჰოლი, დიდი რაოდენობით ყავა და ტკბილეული. კონკრეტული დიეტის დანიშვნა არ ხდება, ეს უკვე ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით ხდება. განმეორებითი მასაჟი სირთულიდან გამომდინარე ხდება, თუ რთულია ცელულიტის მდგომარეობა, სასურველია, ის თვენახევარში გამეორდეს.

- ლიკა, სწორი კვების გარდა მასაჟის შემდეგ რაიმე სპეციალური პირობის დაცვა თუ არის საჭირო?

— ამგვარი მასაჟის შემდგომ სასურველია, კვების რაციონის კონტროლი და ერთი თვის გასვლის შემდგომ, ახალ კურსამდე კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს ერთი პროცედურა, რათა მოხდეს დაკლებული წონისა და სანტიმეტრების შენარჩუნება და პრევენცია, რომ პრობლემა კიდევ უფრო მეტად არ წარმოიშვას.

- და ბოლო კითხვა: გარდა ცელულიტისა, თაფლის გამოყენება მასაჟის დროს კიდევ რაზე გვაძლევს დადებით ეფექტს?

— თაფლის მასაჟი გამაჯანსაღებელი საშუალებაა და მას ასევე გამოიყენებენ: ოსტეოქონდროზის, ზურგში ტკივილების დროს. ასევე თმის მოვლისა და აღდგენისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0