სპეცსამსახური გვირჩევს: როგორ გავითავისუფლოთ შებოჭილი ხელები 3 წამში

© ФСБ РФ / გადასვლა მედიაბანკშინეილონის ხელბორკილები
ნეილონის ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა

ჯეისონ ჰანსონი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი იყო. მუშაობის პერიოდში ბევრი რამ ნახა და სათქმელი დაუგროვდა — რაღა თქმა უნდა, ისეთი, რომლის გამჟღავნებაც შეიძლება.

ამიტომ სამსახურიდან წასვლის შემდეგ წიგნი დაწერა იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ყველა ჩვენგანი შეიძლება გადაეყაროს და იმაზეც, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ დროს.

მაგალითად, თუ ისე მოხდა, რომ ვინმე ბოროტგანმზრახველმა წინ გადაჯვარედინებული ხელები ნეილონის ხელბორკილით, ანუ zip ties-ით შეგიბოჭათ, იმისათვის, რომ თავი გაითავისუფლოთ, სამი მარტივი მოქმედება უნდა შეასრულოთ.

ნაბიჯი 1: მიიღეთ საწყისი მდგომარეობა. გაჭიმეთ ხელები რაც შეიძლება წინ და შეძლებისდაგვარად მიუახლოვეთ ერთმანეთს წინამხრები. ასე საჭირო ზეწოლა წარმოიქმნება.

ნაბიჯი 2: გადააადგილეთ ჩამკეტი ბალთა. ანუ ისე შეაბრუნეთ, რომ ბალთა ხელისგულებს შორის, რაც შეიძლება შუაში აღმოჩნდეს.

ნაბიჯი 3: გაგლიჯეთ ჩამკეტი ბალთა. ასწიეთ ხელები თავს ზემოთ და მკვეთრი მოძრაობით დაიქნიეთ ისინი ქვემოთ და განზე. ბალთა გატყდება.

თუ პირველივე ჯერზე არ გამოგივიდათ, გულს ნუ გაიტეხთ. ამ დროს მთავარია, რომ ნეილონის ხელბორკილის ერთ უბანზე მაქსიმალური და მკვეთრი დატვირთვა წარმოიქმნას.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მიუხედავად პროცესის სირთულისა, ამ მეთოდის დაუფლება ბავშვსაც კი შეუძლია. სწორედ ამიტომაც გახდა ის პოპულარული და „იუთუბზეც“ აიტვირთა ვიდეოგაკვეთილის სახით.

ბოლოს კი იმედს ვიტოვებთ, რომ სპეცაგენტისა და ჩვენი ეს რჩევა არასდროს არაფერში არ დაგჭირდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0