05:07 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
ცნობები
მოკლე ბმულის მიღება
110 0 0

მედიცინის სფეროს წარმომადგენელთა განცხადებით, კოვიდ–ვაქცინას გარკვეული გვერდითი მოვლენები აქვს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ვაქცინას, რაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიწყო – მილიონობით ადამიანი ელოდება აცრას, რათა დაიცვას თავი საშიში ვირუსისგან. 

ამავდროულად ბევრს ეჭვი ეპარება ვაქცინის უსაფრთხოებაში, რადგან არ იცის, რამდენად კარგად არის შესწავლილი მეტად ხანმოკლე დროში შექმნილი ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით, ვაქცინაციის შემდეგ ლეტალური შედეგის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე.

„Sputnik-საქართველო“ დაინტერესდა, რა უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები

ექიმების თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ გვერდით მოვლენებს ძალიან ბევრი ადამიანი იგრძნობს – ესაა ადამიანის ორგანიზმის იმუნური პასუხი. გვერდითი მოვლენები, შესაძლოა, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდეც კი გაგრძელდეს, როგორც სხვა, მაგალითად, გრიპის ვაქცინით აცრის შემთხვევაში. 

კორონავირუსის აცრის შემდეგ ვაქცინების უმრავლესობა იწვევს შემდეგ გვერდით მოვლენებს: ტაქიკარდიას, ალერგიულ რეაქციას, შესიებას ნემსის ჩხვლეტის ადგილზე და სისუსტეს.

ზოგადად, პრეპარატებს დიდხანს იკვლევენ და ცდიან – ეს მათ უსაფრთხოსა და გამოყენებისთვის ვარგისს ხდის, მაგრამ ზოგჯერ ისინი მართლაც მძიმე გვერდით მოვლენებს იწვევენ.

მაგალითად, BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინა ზოგიერთ პაციენტში ძლიერ ალერგიულ რეაქციას იწვევს, იყო ანაფილაქტიკური შოკის შემთხვევებიც. ამიტომ ხელისუფლება მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ალერგია აწუხებს, აცრის შემდეგ მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ აფრთხილებს.

თავის ტკივილი და ნემსის ჩხვლეტის ადგილის შესიება – ის გვერდითი მოვლენებია, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს AstraZeneca-ს ვაქცინამ, ხოლო უმნიშვნელო ალერგიული რეაქცია ზოგჯერ ახასიათებს Moderna-ს პრეპარატს. 

გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება შეაწუხოს პაციენტი რუსული Sputnik V ვაქცინით აცრის შემთხვევაშიც – მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი და ალერგიული რეაქცია.

ექიმების თქმით, გვერდითი მოვლენები, შესაძლოა, ახასიათებდეს ნებისმიერი წამლის გამოყენებას, მაგრამ არ შეიძლება კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემის ან ავადმყოფობის ავტომატურად დაკავშირება ვაქცინაციასთან.

ვაქცინის გარდა, გვერდითი მოვლენები იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება განპირობებული იყოს სხვა გარემოებებითაც, მაგალითად, გაციებით, თუ ის დაემთხვევა დროში აცრის შემდგომ პერიოდს.

აცრის შემდგომ გვერდითი მოვლენები მოსალოდნელია ვაქცინის არასწორი გამოყენების ან მისი გაკეთებისას არასწორი ტექნიკური მეთოდის გამოყენების შემთხვევაში. ამიტომ მნიშვნელოვანია ვაქცინის შენახვის პირობების – ვადისა და ტემპერატურის დაცვა, ასევე აცრამდე შესაძლო უკუჩვენებების გამოვლენა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

მთავარი თემები