ჰელოუინის ისტორია და ტრადიციები

© photo: Sputnik / Roman Makhmutov / გადასვლა მედიაბანკშიჰელოუინი ნიუ-იორკში
ჰელოუინი ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმეტესად კათოლიკურ ქვეყნებში ყველა წმინდანის დღის წინა, 31 ოქტომბრის ღამეს წლის ყველაზე მისტიკურ დღესასწაულს – ჰელოუინს აღნიშნავენ.

დღესასწაულის ისტორია იდუმალებითაა მოცული. ორ ათასზე მეტი წლის წინ ადამიანები ამ ღამეს ეხვეოდნენ ცხოველების ტყავში, კოცონთან იკრიბებოდნენ და ცხოველებს მსხვერპლად სწირავდნენ.

Sputnik-საქართველო" დღესასწაულის და მისი ტრადიციების ჩამოყალიბების ისტორიაზე მოგითხრობთ.

დღესასწაულის ისტორია და ტრადიციები

როგორ გაჩნდა ჰელოუინი – დანამდვილებით ცნობილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, მას საფუძველი ჩაუყარა კელტურმა ახალმა წელმა, რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე, ტრადიციის მიხედვით, 1 ნოემბერს აღინიშნებოდა.

ჰელოუინი - Sputnik საქართველო
კოსტიუმები და გრიმები 2019 წლის ჰელოუინისთვის

გადმოცემით, საფრანგეთის, ინგლისისა და ირლანდიის კელტები წელიწადს ორ ნაწილად ჰყოფდნენ – ზაფხულისა და ზამთრის სეზონებად. ამიტომ 31 ოქტომბერს, რომელიც სიმბოლურად მოსავლის აღების დასასრულს აღნიშნავდა, მიიჩნევდნენ მიმავალი წლის ბოლო და ახალ, ზამთრის სეზონზე გადასვლის დღედ. კელტებს სწამდათ, რომ მიმავალი წლის ბოლო ღამეს – მას სამაინს ან სამჰეინს უწოდებდნენ – იშლებოდა ზღვარი ცოცხლებსა და მკვდრებს შორის და იმქვეყნიური სამყაროს ბინადარნი თავისუფლად აღწევდნენ მიწიერ სამყაროში.

„დაუპატიჟებელი სტუმრების", მოჩვენებებისა და სულების დასაფრთხობად კელტები სახლებში ცეცხლს აქრობდნენ და ცხოველების ტყავით იმოსებოდნენ. სახლებთან სულებისთვის ტოვებდნენ ნუგბარს, თავად კი ქურუმების დანთებულ კოცონთან იკრიბებოდნენ და ცხოველებს მსხვერპლად სწირავდნენ. მსხვერპლშეწირვის შემდეგ წმინდა ცეცხლი სახლში მიჰქონდათ.

რომაელების შემოჭრის შემდეგ კელტები იძულებით გაქრისტიანდნენ, უარი თქვეს ამ და სხვა წარმართულ ტრადიციებზე, რომლებიც თაობიდან თაობას ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნემდე გადაეცემოდა.

ყველა წმინდანის დღე

ქრისტიანულმა ეკლესიამ, წარმართული ტრადიციების ამოსაძირკვად, IX საუკუნეში ყველა წმინდანის დღე 1 ნოემბერს გადაიტანა, რითიც თავისდაუნებურად უბიძგა ხალხს სამაინის აღნიშვნისკენ.

ჰელოუინი ნოვოსიბირსკში - Sputnik საქართველო
„მოდი, თუ გაბედავ“ - თბილისში პირველად ჰელოუინის ფესტივალი გაიმართება

ძველ ინგლისურ ენაზე დღესასწაულის წინა დღე – ყველა წმინდანის საღამო ჟღერდა, როგორც All Hallows Even, შემოკლებით – Hallowe'en. დროთა განმავლობაში სახელწოდება კიდევ უფრო შემოკლდა – Halloween. ასე დაიმკვიდრა სახელი დღესასწაულმა.

ეკლესია დიდხანს ებრძოდა დღესასწაულზე ბოროტი სულების დაშინებისა და მოგერიების ჩვეულებას, მაგრამ ხალხის ცნობიერებაში წარმართული დღესასწაული მტკიცედ შეერწყა ქრისტიანულს.

ამერიკაში დღესასწაული ემიგრანტების წყალობით XIX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინის აღნიშვნა დაიწყეს ევროპისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაშიც.

პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებში, მათ შორის, რუსეთში და საქართველოში ამ დღესასწაულმა ბოლო წლებში მოიპოვა პოპულარობა.

ჰელოუინზე ათასგვარი უწმინდურის კოსტიუმის მორგება მრავალი ქვეყნის მცხოვრებთა საყვარელ გასართობად იქცა. დღესასწაულზე ეწყობა სპეციალური საღამოები, რომელთა განუყოფელი ნაწილია საშიში და სასაცილო საკარნავალო კოსტიუმები და გრიმები.

ყველაზე დიდი პოპულარობით ვამპირების, ალქაჯების, მონსტრებისა და მოჩვენებების იმიჯი სარგებლობს.

ნიუ-იორკელებმა ჰელოუინის მისტიკური დღესასწაული მასშტაბურად აღნიშნეს - Sputnik საქართველო
ჰელოუინი ნიუ-იორკში: მაქსიმალურად ნატურალისტური კოსტიუმები და გაცოცხლებული მონსტრები

ჰელოუინის სიმბოლო

დღესასწაულის მთავარი სიმბოლო, ისევე, როგორც ძველად, არის გამოშიგნული გოგრა, რომელზეც ამოჭრილია საშიში სახე და შიგნიდან სანთელი ანათებს. ლეგენდა გვიამბობს, რომ ყველა წმინდანის დღის წინა საღამოს ლოთი მჭედელი, სახელად ჯეკი დასალევად შევიდა ტრაქტირში, სადაც ეშმაკი ახალი სულის მოსაძებნად დაბორიალობდა. სატანამ, რომელსაც გაგონილი ჰქონდა მჭედლის სიხარბის შესახებ, გადაწყვიტა მისი სულის ყიდვა. დაითანხმა კიდეც. მაგრამ მჭედელმა ეშმაკობა იხმარა და სატანა მოატყუა, მას პირობა ჩამოართვა, რომ არასდროს შეეხებოდა მჭედლის სულს.

როდესაც მჭედელი გარდაიცვალა, მისმა ცოდვილმა სულმა ვერც სამოთხეში და ვერც ჯოჯოხეთში ვერ დაიმკვიდრა სასუფეველი. ჯეკი, რომელიც არც ღმერთს სჭირდებოდა და არც სატანას, დაბორიალობდა უკუნეთში და გზას გოგრაში დანთებული ცეცხლით ინათებდა.

შიშის ღამე: როგორ აღნიშნა მსოფლიომ ჰელოუინი>>

გოგრისგან სანათის დამზადების ტრადიცია დღემდეა შემონახული – იმპროვიზებულ ფარანს ადამიანები რაფებზე დგამენ და სახლებს შურის, ბოროტებისა და ნეგატიური ენერგიისგან იცავენ, თან ბოროტ სულებსაც აფრთხობენ.

ჰელოუინის მთავარი ფერები ნარინჯისფერისა და შავის ელფერებია.

კოსტიუმები, ტკბილეული და გრიმი

ნუგბარის შეგროვება ჰელოუინზე – ბავშვების საყვარელი გასართობია. ტრადიციის მიხედვით, მონსტრებისა და ზღაპრული პერსონაჟების კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები კარდაკარ დადიან შეძახილებით: Trick or treat? (ფული ან სული) და ტკბილეულს აგროვებენ.

ცხოველები და გოგრა - Sputnik საქართველო
ნახეთ როგორ ექცევიან ცხოველები „ჰელოუინის“ სიმბოლო გოგრას - სახალისო ვიდეო

ქრისტიანულ დღესასწაულებზე ტკბილეულის, და არა მხოლოდ ტკბილეულის შეგროვების ტრადიცია დიდი ხნის წინ გაჩნდა – შუა საუკუნეებში ღარიბები მოქალაქეთა ფანჯრებთან ფულის ან პროდუქტის მიღების იმედით ლოცვებს გალობდნენ.

ჰელოუინზე, ტრადიციულად, იმართება „მოჩვენებების ატრაქციონები" – პირველი მსგავსი სანახაობა აშშ-ში 1915 წელს ჩატარდა. თემატური ატრაქციონები ყოველწლიურად, როგორც წესი, დისნეილენდში იმართება.

ჩრდილოეთ ამერიკაში ჰელოუინზე „ქენდი-პამპკინსა" და „ქენდი-კორნს" ამზადებენ, ირლანდიაში ქიშმიშიან ფუნთუშას – „ბარმბერკს" აცხობენ.

ფუნთუშაში დებენ სხვადასხვა ნივთებს, რომელთა დახმარებითაც შეიძლება მომავალი ბედის გაგება. მაგალითად, მუხუდოს მარცვალი ნიშნავს დაუქორწინებლობას, ხის ნაჭერი – მარტოობას ან განქორწინებას, ბეჭედი – მოახლოებულ ქორწილს, მონეტა – სიმდიდრეს და ა.შ.

„გოგრის ფესტივალი“ და „ჯეკის ფანარი“

ჰელოუინის დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში კოსტიუმირებული აღლუმებიც იმართება.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0