წითელი პარასკევი – მაცხოვრის სისხლით შეღებილი დღე

© photo: Sputnik / Taras Litvinenko / გადასვლა მედიაბანკშიჯვარცმა და სანთლები
ჯვარცმა და სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი პარასკევი, იგივე წითელი პარასკევი — ვნების კვირის პარასკევი დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს

თითქმის 20 საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ძე უფლისა, იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. 2 ათასი წლის წინ სამყარო შეძრა ჯვარზე გაკრული მაცხოვრის სიტყვებმა: „მიუტევე, უფალო, რამეთუ არა უწყიან, რას იქმან!“

ქრისტიანული სამყარო იესოს ჯვარცმას გლოვობს იმ დღეს, რომელსაც წითელი, ანუ დიდი პარასკევი ჰქვია.

ეს დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა, იმდენად მძიმე, რომ მორწმუნეები ან მთელი დღე არ ჭამენ არაფერს, ან მხოლოდ პურსა და წყალს სჯერდებიან.

წმინდა იუსტინე წერდა:

„არასდროს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს... დღეს ეშმაკებმა, ნადირებმა, ან ტურამგლებმა კი არა, ადამიანებმა შეკრეს ეკლის გვირგვინი და ქრისტეს დაადგეს“.

ყველა ახალი ამბავი
0