გაეროს მშვიდობისმყოფელების საერთაშორისო დღე: ისტორია და დღესასწაულის მიზნები

© photo: Sputnik / Сергей Грызунов / გადასვლა მედიაბანკშიმშვიდობისმყოფელები სარაევოში
მშვიდობისმყოფელები სარაევოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო თანამეგობრობა წლიდან წლამდე, 15 წლის განმავლობაში, 29 მაისს აღნიშნავს გაეროს მშვიდობისმყოფელთა საერთაშორისო დღეს ლოზუნგით „წვლილი მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად".

 მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელთა ოფიციალური საერთაშორისო დღე 29 მაისს აღინიშნება, გაეროს ცენტრალურ დაწესებულებებში ნიუ-იორკში ის 24 მაისს აღნიშნეს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა მონაწილეობა მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მშვიდობისმყოფელების სამახსოვროდ ყვავილებით შემკობის ცერემონიაში და ისინი, ვინც მშვიდობის სამსახურში 2016 წლის განმავლობაში დაიღუპა, სიკვდილის შემდეგ გაეროს მეორე გენერალური მდივნის, დაგ ჰამარშელდის სახელობის მედლებით დააჯილდოვა.

„მათი თავგანწირვა მხოლოდ გვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, მივაღწიოთ, რომ გაეროს მშვიდობისმყოფელებმა განაგრძონ საფრთხეში აღმოჩენილი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა, წაახალისონ ადამიანის უფლებები და ხელი შეუწყონ კანონიერების უზრუნველყოფას, გააუვნებელყონ ნაღმები ხმელეთზე, ხელი შეუწყონ მოლაპარაკებების გამართვას და გარანტია მისცენ მოსახლეობას, რომ უკეთესი მომავლის აშენების შესაძლებლობა ექნებათ", — განაცხადა გუტერიშმა.

დღესასწაულის ისტორია

გაეროს მშვიდობისმყოფელთა დღე 2002 წელს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით დაარსდა. ამ დღეს, 1948 წელს, გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის მშვიდობის მხარდასაჭერი პირველი მისია დააფუძნა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურე - Sputnik საქართველო
ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში ჩავიდნენ

გაეროს მშვიდობისმყოფელთა „მამად" დაგ ჰამარშელდი მიიჩნევა. ის 1961 წელს დაიღუპა, როდესაც მაშინდელ ჩრდილო როდეზიაში, ამჟამად ზამბიაში მშვიდობის მიღწევის განზრახვით მიფრინავდა.

გაეროს მშვიდობისმყოფელთა დღე ორ მიზანს ემსახურება — პატივი მიაგონ მშვიდობის საქმისთვის დაღუპულ მშვიდობისმყოფელთა ხსოვნას და პატივი სცენ ყველა ქალსა და მამაკაცს, რომლებიც მსახურობდნენ ან ახლა მსახურობენ გაეროს სამშვიდობო კონტინგენტებში, ამჟღავნებენ მაღალ პროფესიონალიზმს, თავგანწირვასა და სიმამაცეს.

1948 წლიდან დღემდე გაეროს დროშის ქვეშ დაიღუპა 3,5 ათასზე მეტი „ცისფერჩაფხუტიანი", აქედან 117 — მიმდინარე წელს.

გაეროს მშვიდობისმყოფელები დღეს

ამჟამად გაეროს სამშვიდობო მისია მსოფლიოს 16 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მასში მონაწილეობს 113 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, პოლიციელი და სამოქალაქო თანამშრომელი.

მშვიდობის შენარჩუნების მისია წარმოდგენილია ჰაიტიში, ინდოეთსა და პაკისტანში, კოსოვოში, კვიპროსზე, ახლო აღმოსავლეთში, სირიასა და ლიბანში.

გაეროს ყველაზე მეტი — 9 სამშვიდობო მისია აფრიკის კონტინენტზე ჰყავს: დასავლეთ საჰარაში, ლიბერიაში, კოტ-დ'ივუარში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში, სამხრეთ სუდანში და სუდანში.

© photo: Sputnik / Виктор Литовкин / გადასვლა მედიაბანკშიმშვიდობისმყოფელები კოსოვოში
Российский и американский миротворцы в Косово - Sputnik საქართველო
მშვიდობისმყოფელები კოსოვოში

სამშვიდობო საქმიანობა წარმოადგენს მოქნილ, მუდმივად სრულყოფილებად ინსტრუმენტს, რომელიც ითავსებს საშუალებებს პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სფეროებიდან, რათა ქვეყნებს კონფლიქტიდან და მშვიდობისკენ რთული გარდამავალი პერიოდი შეუმსუბუქოს.

დროთა განმავლობაში სამშვიდობო ოპერაციების ამოცანების სპექტრი გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მეთვალყურეობას, არამედ ასევე სამოქალაქო პირების დაცვას, საომარი მოქმედებების ყოფილი მონაწილეების განიარაღებას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობას, ნაღმების საშიშროების მინიმუმამდე დაყვანასა და სხვა.

ქართველი სამხედროები ავღანეთში მიემგზავრებიან - Sputnik საქართველო
31 აგვისტო - ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე

მშვიდობისმყოფელები ასევე რთავენ ქალებს სამშვიდობო პროცესებში, პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში, მათ შორის, სამხედრო და პოლიციურ ძალებში. მუშაობა თითოეული ამ მიმართულებით მტკიცე მშვიდობის აშენებაში ფუნდამენტურ წვლილს წარმოადგენს.

გაეროს ოპერაციებისთვის სამშვიდობო სამხედრო და პოლიციური კონტინგენტი ამჟამად წარმოადგენს 124 წევრ სახელმწიფოს.

გაეროს სამშვიდობო მისია და საქართველო

გაეროს სამშვიდობო მისია საქართველოშიც, კერძოდ, აფხაზეთში განთავსდა. მისი მანდატით რუსი სამშვიდობოები სარგებლობდნენ. მისია 1993 წლის აგვისტოში, უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე დაფუძნდა. მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემოწმება, რომელსაც ხელი სოჭში საქართველოს მთავრობას, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მოეწერა. თავდაპირველად მისიაში 88 სამხედრო დამკვირვებელი იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც გაეროს თავდაპირველმა მანდატმა, აფხაზეთში 1993 წლის სექტემბერში საომარი მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით, ძალა დაკარგა, მისიამ მიიღო დროებით მანდატი, რათა მხარი დაეჭირა კონფლიქტის ორივე მხარის, რუსეთის სამხედრო კონტინგენტის კონტაქტებისთვის და თვალი ედევნებინა ვითარებისთვის და მოხსენებები შტაბ-ბინაში წარედგინა.

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკშიმშვიდობისმყოფელები კოსოვოში
Военные наблюдатели ООН и российские миротворцы в Абхазии - Sputnik საქართველო
მშვიდობისმყოფელები კოსოვოში

1994 წლის მაისში მოსკოვში, ქართულ მხარესა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ. ამის შემდეგ, 1994 წლის ივლისში უშიშროების საბჭომ სანქცია გასცა მისიის 136 სამხედრო დამკვირვებლამდე გაზრდის თაობაზე.

2008 წელს, აგვისტოს მოვლენების დროს, გაეროს მისია კოდორის ხეობაში, გალისა და ზუგდიდის რაიონებში იყო ბაზირებული. აგვისტოს ომის შემდეგ, მისიის მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს წევრებს შორის უთანხმოების გათვალისწინებით, მისიის მუშაობა 2009 წლის 15 ივნისს, შუაღამისას შეწყდა.

მასალა ღია წყაროებზე დაყრდნობით მომზადდა

ყველა ახალი ამბავი
0