გენო პეტრიაშვილი ფინალშია – კიდევ ერთი მედალი საქართველოსთვის განაღდებულია

© Facebook / photo: GeoWrestling / FBგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში ახალგაზრდა ირანელი სპორტსმენი დაამარცხა. გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლისთვის ფინალურ ბრძოლას ხვალ გამართავს.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი გენო პეტრიაშვილი, რომელიც 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია.
27 წლის ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალურ ეტაპზე 20 წლის ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ოლიმპიური მედალი გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ გენო პირველი პერიოდის შემდეგ სამი ქულით აგებდა, თუმცა მეორე ნახევარში მან ექვსი უპასუხო ქულა მოიპოვა.
გამაოგნებელი მონაცემები: ლაშა ტალახაძეს კუნთები გაუზომეს - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამაოგნებელი მონაცემები: ლაშა ტალახაძეს კუნთები გაუზომეს – ვიდეო
პეტრიაშვილმა მანამდე ეგვიპტელი კამალ აბდელმოტალები დაამარცხა დიდი ანგარიშით 11:0, მეოთხედფინალში კი ჩინელ სპორტსმენთან 5:2 იმარჯვა. ფინალში ქართველი სპორტსმენი ამერიკელ სტივენსონს შეხვდება, რომელმაც მონღოლ მუნხტურს სძლია.
ფინალური ორთაბრძოლა ხვალ ჩატარდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება, პეტრიაშვილის შეხვედრა კი ამ ბლოკში რიგით მე-12 იქნება.
ამჟამად საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0