ვინ იასპარეზებს საქართველოს სახელით ტოკიოს ოლიმპიადაზე 29 ივლისს

© courtesy of Georgian Judo Federationვარლამ ლიპარტელიანი
ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ტოკიოს ოლიმპიადაზე მეექვსე დღეს საქართველოს სახელით ორი სპორტსმენი გამოვა – ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი და ლეგენდარული ნინო სალუქვაძე.
ვარლამ ლიპარტელიანი – ძიუდო (–100 კგ)
ვარლამ ლიპარტელიანი
საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტნისა და ლიდერის, 32 წლის ვარლამ ლიპარტელიანისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, სავარაუდოდ, ბოლო იქნება კარიერაში. ასე რომ, ვუსურვებთ მას გამარჯვებას!
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
პირველი ქართული ოქრო – ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!
ძიუდოს მოყვარულებს ალბათ კარგად ახსოვთ ლიპარტელიანის ცრემლები რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე 2016 წელს, როდესაც მან იაპონელ მასუ ბეიკერთან წააგო. ქართველი ოქროსთვის იყო განწყობილი, მაგრამ ბეიკერი მაშინ უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
ლიპარტელიანი მას შემდეგ სამჯერ ავიდა მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო კვარცხლბეკზე (ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო), ორჯერ გახდა კონტინენტის პირველობის ვერცხლის პრიზიორი. ასევე მრავალი გამარჯვება მოიპოვა „დიდ სლემებზე", „მასტერსებსა" და გრან-პრიზე.
ამჟამად ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგის სათავეშია. დიდია იმედი, რომ ქართველი ძიუდოისტი მედალს აიღებს და, რა თქმა უნდა, ვისურვებთ, რომ ეს ოქრო იყოს.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან ასევე 29 ივლისს გამოვა ლეგენდარული ნინო სალუქვაძე, რომელიც 25 მ დისტანციაზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში კვალიფიკაციის გავლას შეეცდება.
ყველა ახალი ამბავი
0