ურთულესი ბრძოლა და დასანანი მარცხი - ბასილაშვილი ტოკიოს დაემშვიდობა

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ბასილაშვილი გერმანელ ჩოგბურთელთან ორ სეტში დამარცხდა. ეს მათი მეხუთე შეხვედრა იყო, აქედან ოთხი ქართველის წაგებით დასრულდა
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ალექსანდერ ზვერევთან მარცხით დაასრულა.
პირველი სეტი გერმანელმა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მეხუთეა, იდეალურად ჩაატარა. ზვერევს საკუთარ ჩაწოდებაზე პირველი სეტის განმავლობაში ერთი ქულაც არ წაუგია. საკუთარ ჩაწოდებებს კარგად უმკლავდებოდა ქართველი ჩოგბურთელიც, თუმცა 4:5-ზე ნიკამ გეიმი დათმო და ზვერევი დაწინაურდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
ბასილაშვილი კვლავ იგებს – წინ ზვერევთან დაპირისპირება გველის
ანალოგიურად დაიწყო მეორე სეტიც, სადაც ზვერევი კვლავ შესანიშნავად აწვდიდა. ანგარიში 3:4 იყო, როცა ბასილაშვილმა საკუთარ ჩაწოდება კვლავ წააგო, გერმანელი კი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა მეცხრე გეიმში მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ჩოგბურთელს უნაკლო თამაში შესთავაზა და ბრეიქი დაიბრუნა. აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკამდე უშეცდომოდ მივიდნენ.
გადამწყვეტ გეიმში ზვერევმა მინი-ბრეიკი მალევე შეასრულა, თუმცა ბასილაშვილმა აქაც შეძლო თამაშში დაბრუნება. ნიკა ტაი-ბრეიკზე ანგარიშით 5:4-ს აგებდა, როცა ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა და ბადესთან გასულმა დასანანი ქულა დაკარგა. ბასილაშვილმა საკუთარი მორიგი მოწოდება ეისად აქცია, თუმცა გერმანელმა მატჩ-პოინტზე შესანიშნავად ჩააწოდა და ურთულეს გათამაშებაში გამარჯვების ქულაც მოიპოვა. საბოლოოდ მატჩი ზვერევის გამარჯვებით, ანგარიშით 6:4, 7:6 (7:5) დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი და ზვერევი ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ. წინა ოთხი დაპირისპირებიდან 29 წლის ქართველ ჩოგბურთელს მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული.
ყველა ახალი ამბავი
0