ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა

© courtesy of Georgian Judo Federationტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
ტატო გრიგალაშვილი მისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე მედალთან ახლოს იყო, თუმცა ის ბელგიელ მსოფლიო ჩემპიონთან უკვე მეორედ დამარცხდა.
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მედლის გარეშე დარჩა.
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
საქართველო კვლავ ოქროს გარეშეა - გრიგალაშვილმა მეოთხედფინალში წააგო
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა შეჯიბრება მეორე წრიდან გამარჯვებით დაიწყო, სადაც ტაჯიკი აკმალ მუროდოვი დაამარცხა. ტატომ შემდეგ ეტაპზე სამხრეთკორეელი სანგო ლი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა სპორტსმენმა ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა, ის მონღოლ საეიდ მოლაეისთან დამარცხდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
მონღოლთან მარცხის შემდეგ გრიგალაშვილი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მან უზბეკ ბოლტაბოევს ვაზარით აჯობა. ქართველი ძიუდოისტი პირველ ოლიმპიურ მედალთან ახლოს იყო, თუმცა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ის მსოფლიოს ჩემპიონ ბელგიელ მატიას კასესთან იპონით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა მიმდინარე წლის ივლისში მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ ტატოსთან გამარჯვებით მოიგო.
ყველა ახალი ამბავი
0