https://sputnik-georgia.com/20210727/tato-grigalaSvili-meoTxedfinalSia-tokios-olimpiada-252431339.html
ტოკიოს ოლიმპიადა: ტატო გრიგალაშვილმა ზედიზედ ორჯერ მოიგო - ქართველი მეოთხედფინალშია
ტოკიოს ოლიმპიადა: ტატო გრიგალაშვილმა ზედიზედ ორჯერ მოიგო - ქართველი მეოთხედფინალშია
Sputnik საქართველო
გრიგალაშვილმა საწყისი ეტაპის ორივე შეხვედრაში სუფთა გამარჯვება იზეიმა. 21 წლის ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში მონღოლ სპორტსმენს საედ მოლაეის შეხვდება. 27.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-27T09:54+0400
2021-07-27T09:54+0400
2021-10-19T18:02+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249997088_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_9cedace16c7e0a97d5c201325211a19f.jpg
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.გრიგალაშვილი, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, თავდაპირველად ტაჯიკეთის წარმომადგენელ აკმალ მუროდოვს დაუპირისპირდა. შეხვედრა სრულად ფავორიტის, ანუ ტატოს უპირატესობით წარიმართა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქის წინააღმდეგ ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი პარტერში აქტიურობის შედეგად მტკივნეული ილეთით დაასრულა შეხვედრა.მეოთხედფინალში გასასვლელად ტატოს სამხრეთკორეელ სუნგჰო ლისთან მოუწია დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ აზიელ სპორტსმენს ძირითადად გრიგალაშვილისგან თავის დაცვა უწევდა. საბოლოოდ ქართველმა ძიუდოისტმა სუფთა გდება შეუსრულა და შემდეგი ეტაპის საგზური ძირითად დროშივე მოიპოვა.ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიადის წინა დღეებში ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა.
https://sputnik-georgia.com/20210726/saqarTvelos-nakrebis-mesame-dRe-tokios-olimpiadaze-Sedegebi-252429685.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249997088_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_9a7d7f6141da6fef7ee746eaed894cdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
ტოკიოს ოლიმპიადა: ტატო გრიგალაშვილმა ზედიზედ ორჯერ მოიგო - ქართველი მეოთხედფინალშია
09:54 27.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) გრიგალაშვილმა საწყისი ეტაპის ორივე შეხვედრაში სუფთა გამარჯვება იზეიმა. 21 წლის ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში მონღოლ სპორტსმენს საედ მოლაეის შეხვდება.
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.
გრიგალაშვილი, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, თავდაპირველად ტაჯიკეთის წარმომადგენელ აკმალ მუროდოვს დაუპირისპირდა. შეხვედრა სრულად ფავორიტის, ანუ ტატოს უპირატესობით წარიმართა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქის წინააღმდეგ ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი პარტერში აქტიურობის შედეგად მტკივნეული ილეთით დაასრულა შეხვედრა.
მეოთხედფინალში გასასვლელად ტატოს სამხრეთკორეელ სუნგჰო ლისთან მოუწია დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ აზიელ სპორტსმენს ძირითადად გრიგალაშვილისგან თავის დაცვა უწევდა. საბოლოოდ ქართველმა ძიუდოისტმა სუფთა გდება შეუსრულა და შემდეგი ეტაპის საგზური ძირითად დროშივე მოიპოვა.
ამ დროისთვის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიადის წინა დღეებში ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა.