უეფას „კონფერენს ლიგა“: ბათუმის „დინამო“ შინ ბელარუსის „ბატესთან“ დამარცხდა

© photo : FC Dinamo Batumi / FBბათუმის „დინამო“ - თბილისის „ლოკომოტივი“
ბათუმის „დინამო“ - თბილისის „ლოკომოტივი“ - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
თამაში თანაბრად წარიმართა და მოგების შანსი ორივე კლუბს ჰქონდა, მაგრამ ბელარუს ფეხბურთელებს მეტად გაუმართლათ.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ბათუმის „დინამო“ უეფას „კონფერენს ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე ბელარუსის „ბატესთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
თბილისის „დინამო“ - ქობულეთის „შუქურა“ - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
უეფას „კონფერენს ლიგა“: თბილისის „დინამო“ შინ „მაკაბისთან“ დამარცხდა
შეხვედრის ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე გაიტანა სტუმრების კაპიტანმა პაველ ნეხაიჩიკმა, რომელმაც ნიკოლაი სიგნევიჩის დარტყმის შემდეგ ძელიდან ასხლეტილი ბურთი ზუსტად გადაამისამართა.
თამაში თანაბრად წარიმართა და მოგების შანსი ორივე კლუბს ჰქონდა, მაგრამ ბელარუს ფეხბურთელებს მეტად გაუმართლათ.
საპასუხო თამაში ბელარუსის ქალაქ ბორისოვში 29 ივლისს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0