გიგა ჭიკაძის ურთულესი გამოცდა UFC-ში და ბათუმელების გამარჯვება სან მარინოში

© photo: FC Dinamo Batumi / FBბათუმის დინამოს თავდაჯერებული სტარტი უეფას ლიგაში
ბათუმის დინამოს თავდაჯერებული სტარტი უეფას ლიგაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
გამოწერა
თბილისის „დინამო“ ევროთასებზე კვლავ დამარცხდა, მარიამ ბოლქვაძემ კი ყაზახეთის დედაქალაქში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა
ქართულმა გუნდებმა ევროთასებზე გამოსვლა დაიწყეს, ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში კვლავ იტანს
საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“ ევროასპარეზზე გამოსვლა მარცხით დაიწყო. კახა ცხადაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში საშინაო კედლებში ბაქოს „ნეფთჩს“ დაუპირისპირდა.
დინამოელების უპირატესობა შეხვედრის დასაწყისშივე აშკარა იყო. მიუხედავად ამისა მატჩის 23-ე წუთზე გოლის გატანა აზერბაიჯანელებმა მოახერხეს. იუსუფ ლავალის გრძელი გადაცემის შემდეგ, ნამიქ ალასგაროვმა ორთაბრძოლა მოიგო და კარიდან ძალიან წინ გამოსულ როინ კვასხვაძეს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო. გაშვებული გოლის შემდეგ თბილისურმა კლუბმა მეტოქეს მეტად აქტიური შეტევები შესთავაზეს, რამაც შედეგი ტაიმის მიწურულს გამოიღო და ზორან მარუშიჩის უძლიერესმა დარტყმულმა ამჯერად ბაქოელები დაამწუხრა.
მატჩის მეორე ტაიმის 56-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ საჯარიმოში შეცდომა წესები დაარღვია, რასაც „დინამოს“ კარში თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. როინ კვასხვაძემ ბაქოელთა კაპიტნის პირველი დარტყმული მოიგერია, თუმცა შეხვედრის მსაჯმა დინამოელთა მეკარე კარის ხაზიდან წინ გამოსვლაში დაადანაშაულა და „ნეფთჩმა“ დაწინაურება მაინც შეძლო.
© photo: FC Dinamo Tbilisi / FBФутбольный клуб "Динамо" Тбилиси
Футбольный клуб Динамо Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Футбольный клуб "Динамо" Тбилиси
თბილისის „დინამო“
დინამო „თბილისისა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ განმეორებითი შეხვედრა აზერბაიჯანის დედაქალაქში 14 ივლისს გაიმართება. წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნულ ოლიმპიაკოსს შეხვდება, წაგებული კი კონფერენსლიგაში გადაინაცვლებს.
მართალია სუსტი მეტოქის წინააღმდეგ, თუმცა ძალიან მაღალი ხარისხის შეხვედრა ჩაატარა ბათუმის „დინამომ“, რომელმაც სან მარინოს „ტრე პენეს“ სტუმრად ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.
სან მარინოელ გულშემატკივარს ბათუმელებმა საწყის 10 წუთშივე გადაუწურეს იმედები. მერვე წუთზე ბათუმელთა მხრიდან გიორგი ფანცულაიამ გაიტანა, ორ წუთში კი უპირატესობა ორამდე ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაზარდა. რაც შეეხება მესამე ბათუმურ გოლს, ის პირველი ნახევრის 19-ე წუთზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ გოლი იუბილარმა ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა, მანამდე კი მან საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2021
კვარაცხელიას დიდებული დაბრუნება და ბასილაშვილის სასწაულებრივი სეტი უიმბლდონზე
შეხვედრის მეორე ტაიმი „დინამომ“ კვლავ აქტიურად დაიწყო. ზღვისპირელებმა „ტრე პენეს“ 58-ე წუთზეც გაუტანეს. თავი შეცვლაზე შესულმა გიორგი ზარიამ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში - 4:0 დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ „დინამო“ განმეორებით მატჩს 15 ივლისს, ბათუმში ჩაატარებს.
საოცარ შეხვედრებს ატარებს „ულსან ჰიუნდაიში“ მოასპარეზე ვაკო ყაზაიშვილი. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გასულ კვირას კიდევ ერთი გოლით გამოირჩა. ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ულამაზესი ბურთი გაიტანა, რომელმაც ტურის საუკეთესო გოლის სტატუსიც მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში ვაკოს გუნდი 15 ქულით ლიდერობს, ხოლო ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე აზიის ჩემპიონთა ლიგის ოთხ მატჩში ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.
© AP Photo / Mark SchiefelbeinНиколоз Басилашвили
Николоз Басилашвили - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Николоз Басилашвили
ნიკოლოზ ბასილაშვილი
ჰამბურგში ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქე ცნობილია, მარიამ ბოლქვაძემ კი ყაზახეთში ტურნირი მოიგო
ჰამბურგის ღია პირველობაზე, რომელიც 12 ივლისს აიღებს სტარტს ნიკოლოზ ბასილაშვილი მესამე ნომრად ითამაშებს.
წილისყრის შედეგად საქართველოს პირველი ჩოგანი პირველ წრეში დაისვენებს, ხოლო მეორე ეტაპზე ის ფრანგ კორენტენ მუტესა და სლოვენიელ ალიაჟ ბედენეს შორის გამარჯვებულს დაელოდება.
29 წლის ქართველი ჩოგბურთელისთვის ჰამბურგი შეიძლება ითქვას საყვარელი ქალაქია. ნიკას ეს ტურნირი უკვე ორჯერ აქვს მოგებული და წელს პირადი რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილს მესამე წრეში სავარაუდოდ მისთვის ნაცნობი მეტოქე იან-ლენარდ შტრუფი დაუპირისპირდება.
უნდა აღინიშნოს ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელის მარიამ ბოლქვაძის წარმატებაც. მან ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე გამარჯვება წყვილთა თანრიგში მოიპოვა. ბოლქვაძე ნურ-სულთანის ტურნირზე რუს ეკატერინა იაშინასთან ერთად გამოდიოდა. წყვილმა ფინალურ დაპირისპირებაში კოვალსა და ტიხონოვას დუეტს ორ სეტში ანგარიშით 7:6 6:1 აჯობა და ჩემპიონობაც გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა და რუსმა ჩოგბურთელებმა ფინალამდე სამი მატჩი მოიგეს.
© courtesy of GIGA CHIKADZEГрузинскй боец Гига Чикадзе
Грузинскй боец Гига Чикадзе - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Грузинскй боец Гига Чикадзе
გიგა ჭიკაძე
გიგა ჭიკაძეს გამოცდის ჩაბარება უძლიერეს ბრაზილიელთან მოუწევს
UFC-ის მებრძოლი ნახევრად მსუბუქ წონაში გიგა ჭიკაძე 28 აგვისტოს, უძლიერეს ბრაზილიელ მებრძოლს ედსონ ბარბოსას პირველად დაუპირისპირდება.
რაც მთავარია, ჭიკაძისა და ბარბოსას დაპირისპირება ტურნირის UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც სავარაუდოდ ლას ვეგასის არენა UFC Apex-ზე შედგება.
32 წლის გიგა ჭიკაძე UFC-ში 2019 წლის სექტემბრიდან გამოდის, ამ დროის განმავლობაში კი გიგას ექვსი ბრძოლიდან ექვსი გამარჯვება აქვს. გიგა ოქტოგანზე ბოლოს 2 მაისს გავიდა და მას ამერიკელი ქაბ სვონსონის დასამარცხებლად ზუსტად ერთი წუთი დასჭირდა. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ ქართველმა რეიტინგის საუკეთესო ათეულში გადაინაცვლა.
ევროპის მსოფლიო ჩემპიონატი, რომი - სტადიონი ოლიმპიკო - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
მონატრებული ევროპის ჩემპიონატი – საფეხბურთო დღესასწაული რომიდან იწყება
პირველად ევროასპარეზზე - „კსუ“ ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი „კსუ“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაში ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ტურნირის პირველი რაუნდის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარდა, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მეტოქეთა ვინაობა გაარკვია.
საქართველოს ჩემპიონი „კსუ“ E ჯგუფში მოხვდა, სადაც ქართული გუნდის მეტოქეები სერბულ „ფონი“, ირლანდიური „დუბლინი“ და მასპინძელი მონტენეგროს „ტიტოგრადი“ იქნებიან. წინასწარ რაუნდში სულ 32 გუნდი ითამაშებს, რომლებიც 8 ჯგუფში უკვე გადანაწილდნენ. მომდევნო ეტაპზე ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ (სულ 9 გუნდი), სადაც მათ საუკეთესო რეიტინგის მქონე 23 გუნდი დახვდებათ.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ სერიაში უძლიერესი „თსუ“ საერთო ჯამში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ევროასპარეზზე კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად გააღწია.
 
ყველა ახალი ამბავი
0