ნიკოლოზ ბასილაშვილმა, შესაძლოა, უიმბლდონის ღია პირველობა გამოტოვოს

© AP Photo / Trevor Collensნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილს დიდ ბრიტანეთში ტურნირი უნდა ეთამაშა, თუმცა წინა შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ისტბურნში ასპარეზობა ვერ შეძლო.

 

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლონდონში დაგეგმილ უიმბლდონის ღია პირველობა, შესაძლოა, ტრავმის გამო გამოტოვოს.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოს პირველი ჩოგანი გერმანიის ქალაქ ჰალეში გამართულ ტურნირზე დაშავდა. ბასილაშვილმა ტრავმა ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე რუს ანდრეი რუბლევთან თამაშის დროს მიიღო. აღნიშნულის გამო ქართველმა ჩოგბურთელმა ისტბურნში ტურნირი უკვე გამოტოვა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში წინსვლას აგრძელებს

აღსანიშნავია, რომ ლონდონში გასამართ დიდი სლემის ტურნირზე, რომელიც სტარტს 28 ივნისს აიღებს,  29 წლის ქართველი ჩოგბურთელი 25-ე ნომრით არის განთესილი.

შარშან უიმბლდონის ღია პირველობა პანდემიის გამო არ ჩატარდა, 2019 წელს კი ბასილაშვილმა ლონდონში მხოლოდ ერთი წრის გავლა მოახერხა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ ეტაპზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ჯეიმს უორდს სძლია, რასაც დენ ევანსთან მარცხი მოჰყვა.

მიმდინარე სეზონი ქართველი სპორტსმენისთვის ერთ-ერთი გამორჩეულია. ბასილაშვილმა 2021 წელი ATP რეიტინგში მე-40 პოზიციით დაიწყო და ჯამში 12 საფეხურით დაწინაურდა. მიმდინარე წელს ბასილაშვილმა ორი 250-ქულიანი ტურნირის მოგება შეძლო (დოჰა და კატარი), ასევე ჰალეს ტურნირამდე მან ნახევარფინალში იასპარეზა იტალიის ქალაქ კალიარიში გამართულ ჩემპიონატზე.

ყველა ახალი ამბავი
0