ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტის ტურნირზე მეტოქის ვინაობა შეიტყო

© AP Photo / Kamran Jebreiliნიკა ბასილაშვილი
ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირზე „როლან გაროსზე“ გამოსვლის შემდეგ გაემგზავრა. ქართველმა ტურნირის გრუნტის კორტებზე მეორე წრემდე მიაღწია.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (31-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) შტუტგარტში АТР-250-ის სერიის ტურნირის პირველ წრეში გერმანიის წარმომადგენელს, დასტინ ბრაუნს (303) დაუპირისპირდება.

36 წლის ბრაუნმა ტურნირის ორგანიზატორებისგან Wild Card-ი მიიღო, მაშინ როდესაც ბასილაშვილი შეჯიბრებაზე მეხუთე ნომრად არის განთესილი.

ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
ნიკოლოზ ბასილაშვილი Roland Garros-ს გამოეთიშა

ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. პარტია 8 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირზე „როლან გაროსზე“ გამოსვლის შემდეგ გაემგზავრა. ქართველმა ტურნირის გრუნტის კორტებზე მეორე წრემდე მიაღწია. ნიკამ სამ სეტში (4:6, 2:6, 4:6) დაუთმო 18 წლის ესპანელ კარლოს ალკარუს გარფიას, რომელიც АТР-ს რეიტინგში 97-ე ადგილს იკავებს.

მერვედფინალში ბასილაშვილი-ბრაუნის წყვილის გამარჯვებული შეხვდება მარინ ჩილიჩი (47, ხორვატია) - რუდოლფ მელეკერის (262, გერმანია) წყვილის უძლიერეს ჩოგბურთელს.

Mercedes Cup – ესაა ტურნირი ბალახის საფარიან კორტებზე, რომლის საერთო საპრიზო ფონდი 619 ათასი ევროს შეადგენს. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი მარიო ბერეტინი.

ყველა ახალი ამბავი
0