საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: დღევანდელი თამაშისთვის გეგმა გვაქვს

© Sputnik / Alex Shlamovვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2021
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელები თანდათანობით მწყობრში დგებიან და იმედი გვაქვს, რომ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ, განაცხადა სანიოლმა.

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები კონცენტრირებულია იმაზე, რა თამაში უნდა შესთავაზოს მეტოქეს, განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნიდერლანდის გუნდთან ტესტ-მატჩის წინ.

მატჩი ნიდერლანდისა და საქართველოს ნაკრებს შორის 6 ივნისს ქალაქ ენსხედეში გაიმართება. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

„ბევრ მოთამაშეს საკმაოდ ხანგრძლივი სეზონი ჰქონდა, აქედან გამომდინარე მოსამზადებელი ეტაპის პირველი დღეები ცოტა რთული იყო, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა. ორი დღის უკან რუმინეთის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ და, იმედი მაქვს, ხვალ კარგ თამაშს ვაჩვენებთ. საზაფხულო შესვენებამდე უნდა შევეცადოთ, რომ საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ“, - ციტირებს სანიოლის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

ამასთან ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მას თამაშისთვის გარკვეული გეგმა აქვს, მაგრამ ჯერ მის გამხელას არ აპირებს:

„ნიდერლანდებთან სათამაშოდ გარკვეული იდეები გვაქვს და ამის შესახებ ფეხბურთელებმა იციან. ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. თამაშის შემდეგ ვნახავთ, იმუშავებს თუ არა ჩვენი გეგმა“.

საქართველოს და ნიდერლანდის ნაკრებები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. 2 ივნისს ორივე გუნდმა სატესტო მატჩები ჩაატარა. საქართველომ რუმინეთს ანგარიშით 2:1 მოუგო, ფრანკ დე ბურის აღსაზრდელები კი შოტლანდიას 2:2 დაუზავდნენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0