პირველად ისტორიაში: ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის ფინალს გაუძღვებიან

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიმსაჯი ფეხბურთელს ყვითელ ბარათს უჩვენებს
მსაჯი ფეხბურთელს ყვითელ ბარათს უჩვენებს - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
გამოწერა
გიორგი ყრუაშვილის ბრიგადას უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, თუმცა ქართველებს ფინალურ ეტაპზე არასდროს უმსაჯიათ.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს ფეხბურთში ქართველ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება, ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ახალგაზრდებს შორის ევროპირველობის ფინალს 6 ივნისს გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები ითამაშებენ. უეფას გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალს მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი განსჯის. აღნიშნულ მატჩში ყრუაშვილს მისი ასისტენტები, ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.

საუკეთესო ახალი სტადიონი მსოფლიოში: ბათუმის არენა ასპარეზობის მოლოდინში - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
საუკეთესო ახალი სტადიონი მსოფლიოში: ბათუმის არენა ასპარეზობის მოლოდინში - ვიდეო

ქართული სამსაჯო ბრიგადა მიმდინარე ევროპირველობაზე სამ მატჩს მოემსახურა. ქართველებმა ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთი-ჩეხეთისა და ინგლისი-შვეიცარიის შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა. ყრუაშვილის ბრიგადა მეოთხედფინალურ მატჩს გაუძღვა, რომელიც ესპანეთსა და ხორვატიის ახალგაზრდულ გუნდებს შორის გაიმართა.

გიორგი ყრუაშვილი, რომელმაც სამსაჯო კარიერა 2003 წელს დაიწყო, ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში 2019 წელს დაწინაურდა და ისტორიაში მეორე ქარველი მსაჯი გახდა ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელსაც ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრის სტატუსი მიენიჭა. გიორგი ყრუაშვილმა ქართულ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის შეხვედრებზე იმუშავა, მათ შორის უეფას „ევროპა ლიგის“ ჯგუფურ ეტაპზე.

ყველა ახალი ამბავი
0