ქართველები ტოკიოს ოლიმპიადაზე – დიზაინერმა ახალი ფორმა წარმოადგინა

© REUTERS / ROOSEVELT CASSIOოლმპიური ცეცხლი
ოლმპიური ცეცხლი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
ქართული დელეგაციის სააღლუმე ფორმის ავტორი ქართველი დიზაინერი სიმონ მაჩაბელია, ხოლო სპორტული ფორმა იაპონურმა კომპანიამ დაამზადა.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ქართული დელეგაციისთვის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ახალი სპორტული და სააღლუმე ფორმები შეიკერა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართული დელეგაციის სააღლუმე ფორმის ავტორია ქართველი დიზაინერი სიმონ მაჩაბელი, ხოლო სპორტული სამოსის – იაპონური კომპანია „მიზუნო". 

სიმონ მაჩაბელმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში და წმინდა მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალურ კოლეჯში. დიზაინერი მონაწილეობდა თბილისის მოდის კვირეულში და Tbilisi Mercedes-Benz Fashion week-ში.

ყველა ახალი ამბავი
0