საქართველო-რუმინეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ამხანაგური შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია „პირველ არხზე" 22:45 საათზე დაიწყება.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი ქალაქ პლოეშტში, ილიე ოანას სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მატჩს ბერძენ არბიტრთა ჯგუფი მოემსახურება. მთავარი არბიტრი – ტასოს სიდიროპულოსი, ასისტენტები – პოლიხრონის კოსტარასი და ლაზაროს დიმიტრიადისი.

რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს დღემდე შვიდჯერ შეხვდნენ, აქედან ექვსი გამარჯვებაა რუმინელთა ანგარიშზე, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. შვიდიდან ხუთი შეხვედრა ამხანაგური იყო.

დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია (ტრავმის შემდგომი პერიოდი), ვაკო ყაზაიშვილი (COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციები) და გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა (ტრავმა).

დღევანდელ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. სტადიონის ტერიტორიაზე დაიშვებიან პირები, რომელთაც ვაქცინის სრული კურსი აქვთ ჩატარებული, აქვთ PCR–ტესტის (ბოლო 72 საათში გაკეთებული) უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე აქვთ სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი (ბოლო 24 საათში გაკეთებული).

დღევანდელ მატჩზე ბუკმეკერები გამარჯვებას მასპინძლებს უწინასწარმეტყველებენ.

ყველა ახალი ამბავი
0