პოლონური საფეხბურთო კლუბი ნიკა კაჭარავას გამოსყიდვას არ აპირებს

© photo : Georgian Football Federation / FBნიკა კაჭარავა
ნიკა კაჭარავა - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
კაჭარავაზე უფლება კვიპროსის „ანორთოსისს“ ეკუთვნის, მაგრამ მიმდინარე სეზონს ქართველი თავდამსხმელი იჯარის უფლებით „ლეხში“ ატარებს.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. პოლონური კლუბი „ლეხი“ (პოზნანი) საქართველოს ნაკრების ფორვარდ ნიკა კაჭარავაზე უფლების გამოსყიდვას არ აპირებს, წერს გამოცემა Goal.Рhilnews.

ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
მასმედია: კვარაცხელია „იუვენტუსში“ გადასვლას დათანხმდა

კაჭარავაზე უფლება კვიპროსის „ანორთოსისს“ ეკუთვნის, მაგრამ ამ სეზონში ქართველი თავდამსხმელი იჯარის უფლებით „ლეხში“ თამაშობს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, თანხა გამოსყიდვისთვის 200–250 ათას ევროს შეადგენს, მაგრამ პოლონური კლუბის ხელმძღვანელობა კაჭარავასთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.

27 წლის კაჭარავამ „ლეხში“ 14 მატჩი ჩატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. გასული წლის დეკემბერში მან სერიოზული ტრავმა მიიღო, რომელიც ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე მოშუშებული.

პოლონეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კაჭარავა „ანორთოსისში“ დაბრუნდება, რომელთანაც მას კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონურ კლუბში გააგრძელებს>>

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კაჭარავამ 23 მატჩი ჩატარა, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა ორი შედეგიანი გადაცემა.

ყველა ახალი ამბავი
0