ცნობილი გახდა საქართველოს კალათბურთის ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე

© Sputnik / STRINGERკალათბურთი. საქართველო-გერმანია
კალათბურთი. საქართველო-გერმანია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
კენჭისყრის შედეგად А ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებენ ესპანეთი, რუსეთი, ბელგია, თურქეთი და ბულგარეთი.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა შეიტყო ჯგუფში მეტოქეების ვინაობა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2022 წელს გაიმართება.

კენჭისყრის შედეგად А ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებენ ესპანეთი, რუსეთი, ბელგია, თურქეთი და ბულგარეთი.

კენჭისყრის შედეგები სრულად ასე გამოიყურება:

B ჯგუფი: გერმანია, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა.

C ჯგუფი: იტალია, ესტონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი.

D ჯგუფი: ჩეხეთი, პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები.

ჯერ კიდევ კენჭისყრამდე იყო ცნობილი, რომ საქართველოსთან ერთ ჯგუფში ითამაშებენ რუსეთი და თურქეთი. დღეს კი ჯგუფის სრული შემადგენლობა გაირკვა.

კალათბურთი. საქართველო-გერმანია - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2021
საქართველოს კალათბურთის ნაკრებს კიდევ ერთი ამერიკელი შეემატა

„ევრობასკეტის“ რეგლამენტით, 24 ნაკრები ოთხ ჯგუფად დაიყო, თითოეულში 6-6 გუნდით. პლეი-ოფის სტადიაში (მერვედფინალში) თითოეული ჯგუფიდან ოთხ-ოთხი ნაკრები გადავა.

ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში გაიმართება 2022 წლის 1-18 სექტემბერს ოთხ ქვეყანაში: საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში.

საქართველოს ნაკრები „ევრობასკეტში“ მონაწილეობას ზედიზედ მეხუთედ მიიღებს. ევროპის ჩემპიონატებზე ჩვენი გუნდის ყველაზე წარმატებული იყო სადებიუტო გამოსვლა, რომელიც 2011 წელს შედგა. მაშინ ქართველმა კალათბურთელებმა პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახეს და შემაჯამებელ ოქმში მე-11 ადგილი დაიკავეს.

ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონია სლოვენიის ნაკრები.

ყველა ახალი ამბავი
0