„ბორჯღალოსნები“ შოტლანდიის ნაკრებს მეორედ უმასპინძლებენ

© Sputnik / STRINGERსაქართველო–შოტლანდია
საქართველო–შოტლანდია - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
საქართველოს რაგბის ნაკრები შოტლანდიას ბოლო ათი წლის განმავლობაში ხუთჯერ დაუპირისპირდა და ყველა შეხვედრა დათმო. შოტლანდია საქართველოს მორიგი მატჩის გასამართად 17 მაისს ეწვევა.

 

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრები შოტლანდიის ნაკრებს მიმდინარე წელს კიდევ ერთხელ უმასპინძლებს, ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. 

საქართველოს რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთს დამაჯერებლად მოუგო

მატჩი 17 ივლისს გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ სტადიონზე გაიმართება შეხვედრა, ასევე უცნობია მატჩის დაწყების დრო.

აღსანიშნავია, რომ  ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც შოტლანდიის გუნდი საქართველოს ეწვევა. პირველად ისინი თბილისში 2019 წლის აგვისტოში ჩამოვიდნენ. მაშინ მატჩი სტუმრების სასარგებლოდ – 44:10 დასრულდა.

მთლიანობაში გუნდები ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ და ხუთივე შემთხვევაში საქართველოს ნაკრები დამარცხდა: 6:15, 16:43, 10:44, 9:36 და 7:48.

ყველა ახალი ამბავი
0