მასმედია: კვარაცხელია „იუვენტუსში“ გადასვლას დათანხმდა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsin / გადასვლა მედიაბანკშიხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
საქართველო–ესპანეთის მატჩში ბრწყინვალე თამაშისა და გატანილი გოლის შემდეგ კვარაცხელიათი ევროპული კლუბები დაინტერესდნენ

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ყზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, იუწყება იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport.

  • „იუვენტუსისთვის“ კვარაცხელიასთან კონტრაქტი წინგადადგმული ნაბიჯია. „მილანთან“ კონკურენციაში ტურინის კლუბს თავითონ ფეხბურთელის თანხმობა აქვს. საკითხი, დიდი ალბათობით, პრინციპულად გადაწყვეტილია და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ითამაშებს თუ არა „იუვენტუსი“ შემდეგ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგაში“, – წერს გამოცემა.

სერია А–ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე „იუვენტუსს" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილი უკავია და ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის ზონაში გადის.

უფრო ადრე სხვა იტალიურმა გამოცემა juventusnews24–მა დაწერა, რომ ტურინის კლუბი კვარაცხელიას შეძენის საკითხს განიხილავს, როგორც ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, ხოლო გუნდის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმა უკვე დაიწყო ქართველი ნახევარმცველის ყიდვისკენ მიმართული მუშაობა.

ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
სლუცკი: კვარაცხელია უკვე ევროპის საუკეთესო ჩემპიონატების დონეზე თამაშობს

footballfancast.com, თავის მხრივ, აცხადებს, რომ კვარაცხელიასადმი ინტერესს იჩენს ინგლისური „ლიდსიც“. პორტალის ინფორმაციით, კლუბის სპორტული დირექტორი ვიქტორ ორტა ქართველი ნახევარმცველის გუნდში გადაყვანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს ფეხბურთელის აგენტთან.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მასმედიაში ხშირად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვარაცხელიათი დაინტერესებული არიან ევროპის წამყვანი კლუბები: „იუვენტუსი“, „მილანი“, „ნაპოლი“, „ატლანტა“, „ბავარია“, „ბორუსია“. თუმცა ოფიციალური წინადადება „რუბინს“ ჯერ არ მიუღია.

ავტორიტეტული გამოცემა transfermarkt-ის ვერსიით, კვარაცხელიას ტრანსფერის საბაზრო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „რუბინის“ შემადგენლობაში 23 მატჩი ითამაშა, ოთხი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა („გამომუშავებული“ პენალტების ჩათვლით).

ყველა ახალი ამბავი
0