წყალბურთი: თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა მარცხით დაასრულა

© photo: WPC Dinamo Tbilisi / FBსაქართველოს წყალბურთის ნაკრები
საქართველოს წყალბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ათი შეხვედრა გამართა, საიდანაც გამარჯვება ორჯერ მოახერხა და B ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

თბილისი, 22 აპრილი - Sputnik. წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში თბილისის „დინამო“ ლიგის მოქმედ ჩემპიონ „ფერენცვაროშთან“ დამარცხდა.

წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდნენ

ქართველმა წყალბურთელებმა უძლიერეს მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 15:11 დათმეს. უნგრულმა კლუბმა მატჩი კარგად დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ უკვე დიდი უპირატესობა მოიპოვა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, „დინამოელებმა“ კარგი თამაში აჩვენეს, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქართულმა კლუბმა ჯგუფის საუკეთესოთა ოთხეულში მოხვედრისა და ტურნირის პლეი-ოფში გასვლის შანსი გუშინ გერმანულ „ვასპო ჰანოვერთან“ შეხვედრაში დაკარგა.

„დინამომ“ ჯგუფურ ეტაპზე ათი მატჩიდან გამარჯვება ორჯერ მოახერხა. ორივე შემთხვევაში ქართულმა კლუბმა მონტენეგროს „იადრანი“ დაამარცხა.

ყველა ახალი ამბავი
0